მერკაცინი 100მგ/2მლ ფლ

მერკაცინი 100მგ/2მლ ფლ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამინოგლიკოზიდების ჯგუფი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Amikacinum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 21196
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მერკაცინი
(Merkacin)

სავაჭრო დასახელება:
მერკაცინი (Merkacin)

საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:
ამიკაცინის სულფატი.

წამლის ფორმა: ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარი.

შემადგენლობა:
2 მლ ხსნარი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ამიკაცინის სულფატი 100 მგ, 250 მგ და 500 მგ ამიკაცინის ექვივალენტით.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი (ჰიდრირებული), ნატრიუმის ბისულფატი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: J01GB06

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მერკაცინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ამინოგლიკოზიდს, რომელიც მიღებულია კანამიცინისაგან ნახევრადსინთეზური გზით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მერკაცინს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს.
კუნთში შეყვანის შემდეგ მერკაცინი სწრაფად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 20 %-ს  შეადგენს.
მერკაცინი არ მეტაბოლიზდება. პრეპარატის ეფექტური ბაქტერიციდული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 10-12 საათის განმავლობაში. იგი გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. მისი ნახევარდაშლის პერიოდი 2-4 საათია.
ვენაში შეყვანის შემდეგ ანტიბიოტიკის თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება 30-60 წუთის შემდეგ.
მერკაცინი მაღალეფექტურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Klebsiella, Pseudomonas, E.coli, Proteus, Enterobacter Serratia, Shigella, Salmonella, Providencia, Mima-Herelea, Citrobacter freundii (მათ შორის კანამიცინის, გენტამიცინისა და ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით), და ასევე ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმის მიმართ: Staphylococcus (მათ შორის პენიცილინის, მეტიცილინის, ზოგიერთი ცეფალოსპორინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Streptococcus-ის ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ.

ჩვენებები:
მძიმე მიმდინარეობის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა, გამოწვეული მერკაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
- აბდომინალური ინფექციები (მათ შორის, პერიტონიტი);
- სეპტიური ენდოკარდიტი;
- სეფსისი (მათ შორის, ახალშობილთა სეფსისი);
- ცნს-ის ინფექციები (მათ შორის, მენინგიტი);
- სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
- კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (დაინფიცირებული დამწვრობები, ინფიცირებული წყლულები და ნაწოლები);
- შარდ-სასქესო სისტემის ხშირად მორეციდივე ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, გონორეა);
- სანაღვლე გზების ინფექციები;
- ძვლების და სახსრების ინფექციები (მათ შორის, ოსტეომიელიტი);
- ჭრილობის და პოსტოპერაციული ინფექციები.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
პრეპარატის დოზას ადგენენ ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციისა და გამომწვევის მგრძნობელობის გათვალისწინებით, აგრეთვე ავადმყოფის სხეულის წონის მიხედვით.
მოზრდილებსა და მოზარდებში მერკაცინი ინიშნება ი/მ, ი/ვ (ნაკადურად ან წვეთოვნად 2 წთ-ის განმავლობაში) 5 მგ/კგ წონაზე ყოველ 8 სთ-ში ერთხელ ან 7,5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში 7-10 დღის განმავლობაში.
მოზრდილებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა _ 15 მგ/კგ წონაზე, არაუმეტეს 1.5 გ-ისა დღე-ღამეში.
ახალშობილებში საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ წონაზე, შემდეგ 7,5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში 7-10 დღის განმავლობაში.
დღენაკლ ახალშობილებში რეკომენდებული დოზა _ 7,5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში.
სასუნთქი გზების ინფექციების, ბაქტერიემიის, სეპტიცემიის, საშარდე გზების გართულებული ინფექციური დაავადებების, ინტრააბდომინალური ინფექციებისა და ფებრილური ნეიტროპენიის დროს მოზრდილებში მერკაცინის დოზა შეადგენს 15 მგ/კგ წონაზე ერთჯერადად ინტრავენურად, 4 კვირამდე ახალშობილებში _ 20 მგ/კგ წონაზე.
საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს _ 250 მგ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ შესაძლოა დაინიშნოს დამატებითი დოზა 3-5 მგ/კგ წონაზე.
ი/ვ მერკაცინის შეყვანა შეიძლება ნაკადურად 2 წთ-ის ან წვეთოვნად 30-60 წთ-ის (ახალშობილებში 1-2 სთ) განმავლობაში. პრეპარატის საჭირო დოზას ხსნიან 100-200 მლ სტერილურ გამხსნელში. ამიკაცინის კონცენტრაცია ი/ვ გადასასხმელ ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ-ს. პრეპარატის ხსნარის მოსამზადებლად ი/ვ გამოყენებისთვის რეკომენდებულია შემდეგი გამხსნელები:
_ გლუკოზის 5%-იანი საინექციო ხსნარი;
_ გლუკოზის 5%-იანი ხსნარი და ნატრიუმის ქლორიდის 0,2%-იანი საინექციო ხსნარი;
_ გლუკოზის 5%-იანი და ნატრიუმის ქლორიდის 0,45%-იანი საინექციო ხსნარი;
_ ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი საინექციო ხსნარი;
_ რინგერ-ლაქტატის საინექციო ხსნარი.
ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე.
როგორც სხვა ამინოგლიკოზიდები, მერკაცინი არ შეიყვანება ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
მერკაცინი, პარენტერალური გამოყენების ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების არსებობაზე ან შეფერილობის შეცვლაზე!
მკურნალობის ხანგრძლივობა ი/ვ გამოყენებისას შეადგენს 3-7 დღეს, ი/მ გამოყენებისას _ 7-10 დღე.
პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ სამკურნალო ეფექტის არარსებობისას, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს და კიდევ ერთხელ შემოწმდეს მგრძნობელობა ამიკაცინის მიმართ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებს ესაჭიროებათ დოზირების რეჟიმის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების მიხედვით, პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალების გაზრდის ან მისი დოზის შემცირების გზით. როდესაც კრეატინინის კლირენსი < 50 მლ/წთ პრეპარატის გამოყენება დღეში ერთხელ რეკომენდებული არ არის.
დამწვრობის მქონე პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ 5-7,5 მგ/კგ წონაზე დოზა ყოველ 4-6 სთ-ში, რაც დაკავშირებულია ასეთ პაციენტებში T1/2 უფრო ხანმოკლე პერიოდთან (T1/2 1-1,5 სთ).

წინააღმდეგჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების, აგრეთვე ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; სასმენი ნერვის ნევრიტი; თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებანი:
ავადმყოფები, რომლებიც მერკაცინს იღებენ, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ამინოგლიკოზიდების შესაძლო ნეფრო- და ოტოტოქსიურობის გათვალისწინებით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 14 დღეზე უფრო მეტ ხანს, ვინაიდან მისი უსაფრთხოება ამ ვადის შემდეგ დადგენილი არ არის. ოტოტოქსიურობის (ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება) და ნეფროტოქსიურობის ნიშნების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან მისი დოზის კორეგირება.
არ არის რეკომენდებული სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებისა და სხვა ნეიროტოქსიური და ნეფროტოქსიური პრეპარატების ერთდროული ან თანმიმდევრობითი გამოყენება. პრეპარატ მერკაცინის და მარყუჟოვანი შარდმდენების (ფუროსემიდი, ურეგიტი), კარბენიცილინის, ცეფალოსპორინების, B ამფოტერიცინის, ვანკომიცინის, მეთოქსიფლურანის, ენფლურანის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, რენტგენოკონტრასტული საშუალებების, პოლიმიქსინების ერთდროული დანიშვნისას იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროება.  
ფაქტორებს, რომლებიც ზრდიან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს, ასევე მიეკუთვნება ხანდაზმული ასაკი და დეჰიდრატაცია.
ამინოგლიკოზიდური ანტიობიოტიკები სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში კუნთების ფუნქციის დარღვევებით, როგორებიცაა: myasthenia gravis ან პარკინსონიზმი, ვინაიდან ანტიბიოტიკების ამ ჯგუფს შეუძლია გააძლიეროს კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან გამტარობაზე კურარეს მსგავსი პოტენციური ეფექტის გამო.
პრეპარატ მერკაცინის მიღებისას ხდება არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების კოლონიზაცია, ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაში, რაც შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას მოითხოვს.

მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
მერკაცინის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიდში დასაშვებია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით. ამიკაცინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა მოახდინოს ნაყოფზე ზეგავლენა; საჭიროა პაციენტი გავაფრთხილოთ მერკაცინის გამოყენების აუცილებლობისას ნაყოფის მი¬მართ პოტენციური რისკის შესახებ. მერკაცინით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შესახებ ზუსტი მონაცემების არარსებობის გამო.

გამოყენება პედიატრიაში:
მერკაცინი,  სხვა ამინოგლიკოზიდების მსგავსად, სიფრთხილით გამოიყენება ახალშობილებსა და დღენაკლ ბავშვებში მათი შარდგამომყოფი სისტემის ჩამოუყალიბებლობის გამო.

გვერდითი მოქმედება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების კონცენტრაციის მომატება, ჰიპერბილირუბინემია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ცხელება, იშვიათად _ კვინკეს შეშუპება.
ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ:  თავის ტკივილი, ძილიანობა, ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევა, სმენის დაქვეითება შეუქცევადი სიყრუის განვითარებამდეც კი, ვესტიბულარული დარღვევები.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, იშვიათად _ თირკმლის უკმარისობა.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების ან ტოქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიდევნება პერიტონეალური დიალიზით ან ჰემოდიალიზით. ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკირების  მოხსნისათვის მიმართავენ ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებს, კალციუმის მარილებს, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას, სიმპტომურ თერაპიას.
ახალშობილებში შესაძლებელია გაცვლითი ტრანსფუზიის ჩატარება.

გამოშვების ფორმა:
ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციები;
საინქციო ხსნარი 100 მგ/2 მლ ფლაკონებში;
1, 10 და 100 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
საინექციო ხსნარი 250 მგ/2 მლ ფლაკონებში;
1, 10 და 100 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
საინექციო ხსნარი 500 მგ/2 მლ ფლაკონებში;
1, 10 და 100 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
საინექციო ხსნარი 1 გრ/4 მლ ფლაკონებში;
1, 10 და 100 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა: 3 წელი.
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

წარმოებულია:

“ე.ი.პ.ი.კო” ეგვიპტე,  თენს ოვ რამადან სითი,
პირველი საწარმოო ზონა B1, აბონენტის # 149 თენსი.
„უორლდ მედიცინ”-ისთვის,  ინგლისი, 48 Queen Anne Street,
London W1G9JJ, England, E-mail: wm@wmcorp.us 

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)