ნოვო-პასიტი #30ტ

ნოვო-პასიტი #30ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კუნელი+გუიფენეზინი+ბარამბო+კრაზანა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 20604
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნოვო-პასიტი
NOVO-PASSIT
 
 
საერთაშორისო დასახელება - guaifenesinim, extractum for Novo-Passit siccum
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N05CX

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები; ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10ც ტაბლეტი
30ც ტაბლეტი

აქტიური ნივთიერებები:
ნოვო-პასიტის მშრალი ექსტრაქტი: (სამკურნალო კატაბალახა, სამკურნალო მელისა, კრაზანა, ჩვეულებრივი კუნელი, პასიფლორა ინკარნატა, ჩვეულებრივი სვია, შავი ანწლი) – 157,500 მგ; გვაიფენეზინი – 200,0 მგ ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: კოლოიდური სილიკა; მიკროკრისტალური ცელულოზა, კომპრიტოლი “888 ATO”, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა “ფასტ ფლოუ”.
აღწერილობა:
ბაცი-მწვანე ფერის ოვალური ფორმის შემოგარსული ტაბლეტები გასაყოფი ნაჭდევით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს გვაიფენეზინს და სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტს (იხ. შემადგენლბა), უპირატესად სედატიური თვისებებით. პრეპარატის სედატიურ მოქმედებს თან ერთვის გვაიფენეზინის ანქსიოლიტიური მოქმედება.

ჩვენებები
- ნევრასთენია და ნევროზული რეაქციები, რასაც თან ახლავს გაღიზიანება, შფოთვა, შიში, დაღლილობა და გონების გაფანტულობა.
- “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა).
- უძილობა (მსუბუქი ფორმები)
- ნერვული სისტემის დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი
- შაკიკი
- კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციონალური დაავადებები (დისპეპსიური სინდრომი, “გაღიზიანებული ნაწლავის” სინდრომი)
- სიმპტომური საშუალების სახით ნეიროცირკულაციური დისტონიის და კლიმაქსის სინდრომის დროს
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები (ატოპური და სებორეული ეკზემა, ჭინჭრის ციება).

მიღების წესები და დოზები

შიგნით მისაღებად მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: თითო აბი 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 აბამდე 3-ჯერ დღეში. ძლიერი მოთენთილობის შემთხვევაში დილის და დღის დოზებს ანახევრებენ, ანუ ერთ მიღებაზე იღებენ ნახევარ აბს, ხოლო საღამოს დოზაა 1 აბი. დოზის შეცვლა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის შესაბამისად. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 4-6 საათს. სასურველია პრეპარატის მიღება სითხესთან ერთად (ჩაი, ხილის წვენი, გარდა გრეიფრუტისა)
კუჭ-ნაწლავის დისკომფორტის შემთხვევაში, რაც ვლინდება გულისრევით, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი მიიღება ჭამის დროს. ჩვეულებრივ დოზებში პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას და ყურადღების გაბნევას, ამიტომ შესაძლებელია დღის პერიოდში პრეპარატის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

პაციენტები ადვილად იტანენ პრეპარატს. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ეკზანთემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, სპაზმი, გულძმარვა, ფაღარათი, ყაბზობა), კონცენტრირების უნარის დაქვეითება, რაც მალე ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.

უკუჩვენება

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ან მზის დასხივების მიმართ, განსაკუთრებით ადამიანებში ღია ფერის კანით.
პრეპარატი ნოვო-პასიტი უკუნაჩვენებია 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში და პაციენტებში მიასთენიით, ლაქტოზის და გალაქტოზემიის დეფიციტით.
პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობით, ისეთი ნივთიერებებით მოწამვლის დროს, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის გამოყება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები
უნდა იქნეს დაცული სიფრთხილე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს. ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით, I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება პოტენციალურად საშიში საქმიანობის სახეობებისაგან, რომლებიც საჭიროებს ყურადღების ძლიერ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება

ჭარბიდოზირება თავდაპირველად ვლინდება ძილიანობის და დათრგუნვის შეგრძნებით. მოგვიანებით ამ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს ღებინება, კუნთების მსუბუქი სისუსტე, სახსრების ტკივილი და კუჭში სიმძიმის შეგრძნება. პირველადი დახმარებაა კუჭის გამორეცხვა. კურნალობა – სიმპტომატიური. საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

გვაიფენეზინი აძლიერებს ალკოჰოლის და სხვა ისეთი ნივთიერებების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება +10 – 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
IVAX Pharmaceuticals s.r.o.
ჩეხეთი