ვალოკორი 25მლ ფლ (ნეოფ)
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სედატიური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ბრომიზოვალერიანის ეთილის ეთერი+ფენობარბიტალი+პიტნის ზეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 20509
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ვალოკორი
წვეთები
Guttae Valocori
წვეთები
Guttae Valocori
შემადგენლობა:
კატაბალახას ნაყენი; შროშანის ნაყენი; შმაგას ნაყენი; ნატრიუმის ბრომიდი; მენთოლი;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, საგულე გლიკოზიდებს, კუმარინებს, ვალეპოტრიატებს, ტროპანის ჯგუფის ალკალოიდებს (ჰიოსციამინი, სკოპოლამინი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, ხსნის ნეიროგენულ არითმიებს. აქვეითებს სანერწყვე ჯირკვლების სეკრეციას, ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას.
ჩვენება: სხვადასხვა ფორმის ნევროზები: ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი, ნევრასთენია, ფსიქასთენიის მსუბუქი ფორმა; აგზნებულობა, შიში, უძილობა, დაძაბულობა; ნეიროგენული ბრადიარითმიები, ბრადიკარდია; ღამის ოფლიანობა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციული და მოტორული ფუნქციის დარღვევები; კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ბრომიდების მიმართ, გლაუკომა.
გვერდითი მოვლენები:
დიდი დოზით მიღება იწვევს ძილიანობას, შრომის უნარის დაქვეითებას, ჰიპოტენზიას.
მიღების წესი და დოზირება:
პერორულად: მოზრდილთათვის 10-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.
გამოშვების ფორმა:
25 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 18-25ºC ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით