აგულანი 2მგ #30ტ GMP

აგულანი 2მგ #30ტ GMP

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პერინდოპრილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 20008
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

აგულანი
(PERINDOPRIL)

შემადგენლობა
აგულანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – პერინდოპრილის ერბუმინის 2 მგ, 4 მგ ან 8 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
II თაობის ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი. აქვეითებს არტერიულ წნევას, რაც განპირობებულია ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის დათრგუნვის შედეგედ არტერიულ სისხლძარღვებზე მისი შემავიწროებელი მოქმედებისა და ალდოსტერონის სეკრეციაზე მასტიმულირებელი მოქმედების შემცირებით. სისხლძარღვებზე გამაფართოებელი მოქმედების შედეგად აგულანი ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვას), ფილტვის კაპილარებში წნევას (პრედატვირთვას) და ფილტვის სისხლძარღვების წინააღმდეგობას, არეგულირებს გულის მუშაობას, ზრდის გულის წუთმოცულობას. პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, პერინდოპრილი აუმჯობესებს გულის უკმარისობის კლინიკურ გამოვლინებებს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას. აგულანით ხანგრძლივი მკურნალობა არ იწვევს თირკმლის ფუნქციების დარღვევებს და არ მოქმედებს სისხლში კალიუმის დონეზე. ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება აგულანის მიღებიდან 1 საათში, მაქსიმუმს აღწევს 4-6 საათში და მოქმედებს 24 სთ-ის განმავლობაში. არტერიული წნევის სტაბილიზაცია მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ მიიღწევა და დიდი ხნის მანძილზე რჩება შენარჩუნებული. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას. პერორალურად მიღებული პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 1 საათში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 61-85%-ს შეადგენს. პერინდოპრილი ბიოტრასფორმირდება აქტიური მეტაბოლიტის – პერინდოპრილატისა (20%-მდე) და არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნამდე. პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათში. პერინდოპრილის T1/2 1 საათია, მისი თავისუფალი ფრაქციის T1/2 – 3-5 სთ. პერინდოპრილატი უპირატესად თირკმლებით გამოიყოფა. ასაკოვან პაციენტებში, ასევე ავადმყოფებში თირკმლის და გულის უკმარისობით, პერინდოპრილატის ორგანიზმიდან გამოყოფა შენელებულია.

ჩვენება
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის ქრონიკული უკმარისობა.

უკუჩვენება
- ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება;
- ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
- ბავშვთა ასაკი;
- პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიით. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით აგულანით მკურნალობის ფონზე საჭიროა სისხლში კალიუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის სისტემატური კონტროლი. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება პერინდოპრილით მკურნალობის თაობაზე. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, აგულანით მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც, საჭიროა შეწყვიტონ შარდმდენების მიღება. აუცილებლობისას, მკურნალობის კურსში დიურეზული საშუალებების ჩართვა უნდა მოხდეს მოგვიანებით. თუ შარდმდენების მოხსნა შეუძლებელია, აგულანი ინიშნება მცირე დოზით – 2 მგ/დღეში. აგულანით მკურნალობის ფონზე არ შეიძლება ჰემოდიალიზის ჩატარება პოლიაკრილონიტრილური მემბრანების გამოყენებით (იზრდება ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების რისკი).

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების (არტერიული ჰიპოტენზიის) მკურნალობა – კუჭის ამორეცხვა, ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა. პერინდოპრილი ექვემდებარება დიალიზს (70 მლ/წთ). აგულანის ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება ერთდროულად სალურეტიკების დანიშვნისას. აგულანი სიფრთხილით ინიშნება პრეპარატებთან (ინდომეტაცინი, ციკლოსპორინი) კომბინაციაში, რომლებიც სისხლში კალიუმის დონის მატებას იწვევენ. ასევე, არ არის რეკომენდებული კალიუმშემნახველი შარდმდენებისა და კალიუმის პრეპარატების პერინდოპრილთან ერთდროული დანიშვნა. აგულანისა და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ჰიპოტენზიური ეფექტის ურთიერთგამაძლიერებელი ეფექტი; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან – ჰიპოტენზიური ეფექტის შესაძლო დაქვეითება; დიაბეტის სამკურნალო საშუალებებთან – ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება. აგულანთან ერთად მიორელაქსანტების ან საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას შესაძლოა ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება, ხოლო იმიპრამინის წარმოებულ ანტიდეპრესანტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთად – პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარება. ლითიუმის პრეპარატებთან ერთად აგულანის გამოყენებისას ფერხდება ორგანიზმიდან ლითიუმის გამოდევნა (საჭიროა პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი). სიმპატომიმეტური საშუალებები ამცირებენ აგულანის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

დოზირება და მიღების წესი
არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ინიშნება საშუალო დოზა – 4 მგ/დღეში დილით. აუცილებლობისას, მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ დასაშვებია დღიური დოზის გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე – 8 მგ/დღეში (ერთ მიღებაზე). ჰიპოტენზიური ეფექტის შემდგომი გაზრდის მიზნით დასაშვებია კომბინაციაში დიურეზული საშუალებების (გარდა კალიუმშემნახველი დიურეტიკისა) გამოყენება. 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც აგულანით მკურნალობის დაწყებამდე იღებდნენ შარდმდენებს, ასევე პაციენტებში რენოვასკულარული ჰიპერტენზიით პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს - 2 მგ/დღეში დილით. საჭიროებისას, მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა – 4 მგ/დღეში ერთხელ დილით. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პრეპარატის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად თირკმლის უკმარისობის ხარისხისა და კრეატინინის კლირენსის (კკ) გათვალისწინებით. კკ მეტი 60 მლ/წთ – პერინდოპრილი 4 მგ/დღეში; კკ 30-60 მლ/წთ – 2 მგ/დღეში; კკ 15-30 მლ/წთ – 2 მგ დღეგამოშვებით; კკ ნაკლები 15 მლ/წთ, პაციენტები ჰემოდიალიზზე – 2 მგ ჰემოდიალიზის დღეს. პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით თერაპიის დასაწყისში ინიშნება 2 მგ/დღეში ერთ მიღებაზე. საშუალო შემანარჩუნებელი დოზაა 2-4 მგ/დღეში ერთ მიღებაზე. რისკის პაციენტებში (გულის ქრონიკული უკმარისობის IV სტადია, ასაკოვანი პაციენტები, პაციენტები დაბალი არტერიული წნევით ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით) რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა საწყისი დოზით 1 მგ/დღეში. პრეპარატი ინიშნება ჭამამდე.

გვერდითი მოვლენები
სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია მშრალი ხველა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეპსიური მოვლენები, პირის სიმშრალე, გემოს აღქმის დარღვევა. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, ძილისა და განწყობის დარღვევა, თავბრუსხვევა. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოგლობინის დონის შემცირება (მკურნალობის დასაწყისში); იშვიათად ერითროციტოპენია ან თრომბოციტოპენია. საშარდე სისტემის მხრივ: კრეატინინისა და შარდმჟავას კონცენტრაციის შექცევადი მატება. ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ერითემა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 2 მგ, 4 მგ ან 8 მგ, შეფუთვაში 30 ტაბლეტი. დანიშნულება ექიმის რეცეპტის მიხედვით!

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)