ვენოჰეპანოლი 40გ ჟელე
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ვენოჰეპანოლი
(VENOHEPANOLUM)
საერთო დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ყვითელი ფერის, ერთგვაროვანი კონსისტენციის გელი;
შემადგენლობა: 100 გ გელი შეიცავს 2 გ ვენორუთინოლს, 30000 სე ჰეპარინის ნატრიუმს, 3 გ დედექსპანთენოლს;
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ტრილონი ბ, კარბოპოლი 980 NF, მწვავე ნატრის ხსნარი 30%, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა. გელი.
ფარმაკოდინამიკური ჯგუფი. ანგიოპროტექტორი. კოდი ATC C05BA53.
ფარმაკოდინამიკური თვისებები. ვენოჰეპანოლი - გარეგანი გამოყენების ანთებსაწინააღმდეგო და ანტითრომბოტული საშუალება. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ჰეპარინს გააჩნია ადგილობრივი ანტითრომბოტული, შეშუპების საწინააღმდეგო და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის დენას. ვენორუტინოლი, ტროქსერუთინის სინთეტიური ანალოგი, ახდენს ვენომატონიზირებელ და ანგიოპროტექტორულ მოქმედებას, აწესრიგებს კაპილარების კედლების გამტარობას, ამაღლებს მათ ტონუსს. ანგიოპროტექტორულ მოქმედებასთან ერთად ვენორუთინოლი ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედებას იმ მდგომარეობებში, რომლებიც დაკავშირებულია ქრონიკულ ვენოზურ უკმარისობასთან. დექსაპანთენოლი სტიმულირებს ქსოვილთა გრანულაციას და ეპიტელიზაციას, ასევე აუმჯობესებს ჰეპარინის შეწოვას.
ფარმაკოკინეტიკა. აღწერილი არ არის.
მიღების ჩვენება.
ვენების ვარიკოზული გაფართოვების, თრომბოზების, თრომბოფლებიტების, ანთებითი ინფილტრატების, სისხლისმიმოქცევის ადგილობრივი დარღვევის დროს წვივის წყლულების პროფილაქტიკა და მკურნალობა; ჰემოროიდალური ვენების თრომბოფლებიტები; მკურნალობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში ვენების ვარიკოზულ გაფართოვებასთან დაკავშირებით; დახურული ტრავმები (მათ შორის სპორტული) სისხლჩაქცევებით, ჰემატომებით, დაჭიმვებით, ტენდოვაგინიტებით; ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების შეხორცების გასაუმჯობესებლად; გარე ანთებითი პროცესები და ინფილტრატები (აბსცესები, ფურუნკულოზი, ნაწოლები, ლაქტაციის დროს სარძევე ჯირკვლის კერტების ნახეთქები და ანთება).
მიღების წესი და დოზები.
უფროსები დაზიანებულ მონაკვეთზე ისვამენ გელს 5 სმ ოდენობით, 1-3-ჯერ დღე-ღამეში. ვენების დაავადბის მკურნალობისას პრეპარატს იყენებენ გელით გაჟღენთილი სახვევების სახით. ვარიკოზული წყლულების დროს გელს ისვამენ 4 სმ დიამეტრიც რგოლის სახით.
გვერდითი მოქმედება.
შესაძლებელია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციები.
უკუჩვენებები
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ვენოჰეპანოლის ურთიერთზემოქმედება სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზის მიღება. ვენოჰეპანოლის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევების შესახებ ამჟამად ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
გელს ისვამენ მხოლოდ ინტაქტურ ზედაპირზე. ღია ჭრილობებზე გელის წასმა არ შეიძლება. აუცილებელია გაფრთხილება, რათა პრეპარატი არ მოხვდეს თვალებში ან ლორწოვან გარსზე. ორსულებისათვის პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვების მიერ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
შენახვის პირობები და ვადა. პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომწლ, მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა – 2 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა. 40 გ ტუბში.
მწარმოებელი. დსს სსც “ბორსჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
უკრაინა, 03134, ქ. კიევი, მშვიდობის ქ. 17.