
ვიტ B კომპლ.ნეირომულტივიტი#20ტ
გააზიარე:
ვიტამინ B კომპლექსი ნეირომულტივიტი#20ტ
პრეპარატისსავაჭროდასახელება: ნეირომულტივიტი®
ჯგუფურიდასახელება: პოლივიტამინები.
წამლისფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა
ერთიტაბლეტიშეიცავს:
მოქმედი ნივთიერება:
თიამინის ჰიდროქლორიდი 100,00მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 200,00მგ
ციანოკობალამინი * 0,20მგ
დამხმარე ნივთიერებები:
*გრანულატისშემადგენლობა 1%: პრეჟელატინიზირებული მოდიფიცირებული სახამებელი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი;
ტაბლეტისბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი;
გარსი: მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ჰიპრომელოზა, მეთილმეტაკრილატისა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი 1:2
[დისპერსია 30%].
აღწერა: მრგვალი, ორმხრივად ამობურცული, თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. განივ ჭრილზე თეთრიდან ღია-ვარდისფრამდე წინწკლებით, ღია-ვარდისფერიდან მუქ-ვარდისფრამდე.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: B1 ვიტამინის კომბინაცია B6 ან /და B12 ვიტამინთან.
ათქკოდი: A11DB
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება იმ ვიტამინების თვისებებით, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში.
თიამინი (ვიტამინი B1) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესის შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აღგზნების გატარების პროცესში.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფოსფორილებულ ფორმაში წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (დეკარბოქსილირება, პერეამინირება და სხვ.). გვევლინება ნერვულ ქსოვილებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი ფერმენტების კოფერმენტის სახით. მონაწილეობს მრავალი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში-როგორიცაა დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, ჰისტამინი და გამა-ამინოერბომჟავა.
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, ასევე მონაწილეობს მთელ რიგ ბიოქიმიურ რექციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველქმედებას - მეთილის ჯგუფის გადატანაში, ნუკლეინის მჟავას, ცილების სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. დადებით მოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე (ნუკლეინის მჟავას სინთეზი და ცერებროზიდებისა და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისთვის.
ჩვენება
გამოიყენება შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში:
- სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინეიროპათიები (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა);
- ნეკნთაშუა ნევრალგია;
- სამწვერა ნერვის ნევრალგია;
- ფესვობრივი სინდრომი, გამოწვეული ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით;
- კისრის სინდრომი;
- მხარ-ბეჭის სინდრომი;
- წელის სინდრომი;
- ლუმბოიშალგია.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ბავშვთა ასაკი (პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის).
გამოყენებაორსულობისდალაქტაციისპერიოდში
ნეირომულტივიტის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო რეკომენდებული არ არის მისი დანიშვნა ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენებისწესიდადოზები
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
ინიშნება 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე-ღამეში.
კურსის ხანგრძლივობა - ექიმის რეკომენდაციით.
რეკომენდებული არ არის პრეპარატის დიდი დოზებით მკურნალობა 4 კვირაზე მეტ ხანს.
გვერდითიმოქმედებები
ნეირომულტივიტი კარგად გადაიტანება პაციენტების მიერ.
ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ტაქიკარდია, კანის რეაქციები ქავილის და ჭინჭრის ციების სახით, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ჭარბიდოზა
ნეირომულტივიტის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები შესაძლებელია მხოლოდ უზომოდ დიდი დოზების მიღებისას ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ვიტამინი B 1 - ჭარბი დოზირების სიმპტომები შიგნით მიღების დროს არ გამოვლენილა.
ვიტამინი B 6 - დღეღამეში 2 გ-ზე მეტი მიღებისას აღწერილია ნეიროპათიები ატაქსიითა და მგრძნობელობის დარღვევით, კრუნჩხვები ეეგ-ის ცვლილებით და ცალკეულ შემთხვევაში, ჰიპოქრომული ანემია და სებორეული დერმატიტი.
ვიტამინი B 12 - პარენტერალური შეყვანის შემდეგ (იშვიათ შემთხვევაში და შინაგანად მიღების შემდეგ), აღინიშნა კანის ეგზემატოზური ცვლილებები და აკნე.
მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
პირიდოქსინი ამცირებს ლევოდოპას პარკინსონის საწინააღმდეგო ეფექტს.
ეთანოლი მკვეთრად ამცირებს თიამინის შეწოვას. ნეირომულტივიტის მიღებისას რეკომენდებული არ არის პოლივიტამინების კომპლექსის მიღება, რომლთა შემადგენლობაშიც შედის B ჯგუფის ვიტამინები.
განსაკუთრებულიმითითებები
ციანოკობალამინს შეუძლია შენიღბოს ფოლის მჟავას დეფიციტის სიმპტომები.
სატრანსპორტოსაშუალებებისადამექანიზმებისმართვისუნარზეზეგავლენა
ნეირომულტივიტი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვებისფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ალ/ალ ბლისტერში.
2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ
გაცემისწესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.