ნო-შპალგინი #12ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნო-შპალგინი
NO-SPALGIN
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები:
1 ტაბლეტი შეიცავს 500 მგ. პარაცეტამოლს, 40 მგ. დროტავერინის ჰიდროქლორიდს და 8 მგ. კოდეინის ფოსფატს (ჰემიჰიდრატის ფორმით); დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, რკინის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა, კროსპოვიდონი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი.
წამლის ფორმა:
ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნო-შპალგინი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის სამი მოქმედი ნივთიერება. ნო-შპალგინის ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერება პარაცეტამოლი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას. ნო-შპალგინის მეორე მოქმედი ნივთიერება, დროტავერინის ჰიდროქლორიდი, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, ხოლო პრეპარატის მესამე მოქმედი ნივთიერება, კოდეინი, აყუჩებს ტკივილს, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების გზით.
ჩვენებები:
ნო-შპალგინის მიღება რეკომენდებულია სუსტი და ზომიერი ტკივილების მოსახსნელად:
- არტერიული წნევის ცვალებადობით გამოწვეული თავის ტკივილები (როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ფორმები);
- სისხლძარღვოვანი წარმოშობის თავის ტკივილები;
- დაღლილობასთან, ძლიერ სტრესთან, ალკოჰოლის გადაჭარბებულ გამოყენებასთან დაკავშირებული ყოველდღიური თავის ტკივილები და ა.შ.;
ნო-შპალგინის მიღება რეკომენდებულია ზრდასრულებისა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.
უკუჩვენებები:
ნო_შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის.
ნო-შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ადრე აღინიშნა მაღალი მგრძნობელობის რეაქცია (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.
- თირკმელების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს;
- III-IV ხარისხის გულის უკმარისობის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს;
- სუნთქვის უკმარისობის დროს;
- მწვავე ბრონქული ასთმის დროს;
- თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში გამოიყენებოდა მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები (MAO);
- ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს;
- თავის ტრავმის, ქალასშიდა წნევის მომატების დროს;
- თავის ტკივილებისას, რომლებიც გამოწვეულია სამკურნალწამლო საშუალებების მიღებით (ანალგეტიკების, ერგოტამინის).
თუ პაციენტს გააჩნია რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება, ნო-შპალგინის მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გაფრთხილებები გამოყენებისას:
პარაცეტამოლი, რომელიც წარმოადგენს ნო-შპალგინის ერთ-ერთ მოქმედ ნივთიერებას, ენიშნება პაციენტებს, რომლებისთვისაც არ არის რეკომენდებული სალიცილატების მიღება, ამიტომ ასეთ ავადმყოფებს შეუძლიათ ნო-შპალგინის მიღება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით.
ტკივილის სწრაფი კუპირებისათვის არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ჭამის დროს.
არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადამეტება.
არ არის რეკომენდებული ნო-შპალგინის მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს.
პრეპარატის მიღების და მისი მოქმედების გამოვლენის დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება.
თირკმელების და/ან ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის დოზა უნდა დადგინდეს ექიმის მიერ ინდივიდუალურად. ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მის მიერ რეკომენდებული დოზით.
სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მისი კონტროლის ქვეშ.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია.
აუცილებლად საჭიროა ექიმის ინფორმირება ორსულობის ან ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ. ნო-შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის (განსაკუთრებით პირველ მესამედში) და ძუძუთი კვების დროს.
თუ პაციენტი ფეხმძიმედ არის ნო-შპალგინის ხანგრძლივი გამოყენების დროს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს.
ავტომობილის მართვისა და სამუშაოს შესრულების უნარზე ზემოქმედება, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ზოგიერთ შემთხვევაში ნო-შპალგინმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა და განსაკუთრებული ყურადღების აუცილებლობის მქონე სამუშაოს შესრულება, თუ პრეპარატის მიღების დროს ადგილი აქვს ძილიანობას.
გამოყენების ხერხი და დოზები.
მოზრდილები (მოხუცების ჩათვლით). თავის ტკივილის მოსახსნელად რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტის მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება განმეორებით მივიღოთ არა უადრეს 8 საათისა.
მკურნალობის ხანმოკლე (არა უმეტეს 3 დღისა) კურსის დროს მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. მკურნალობის ხანგრძლივი კურსის დროს მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს. ტკივილის სწრაფი კუპირების მისაღწევად არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ჭამის დროს.
ბავშვები და მოზარდები. ნო-შპალგინის მიღება არ არის რეკომენდებული 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის. 6-12 წლის ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული ერთჯერადი დოზის მიღება, რომელიც შეადგენს 1/2-1 ტაბლეტს. იგივე დოზის განმეორებით მიღება შესაძლებელია 10-12 საათის შემდეგ. 6-12 წლის ბავშვებისათვის არ შეიძლება დღეში 2 ტაბლეტზე მეტის მიღება.
ღვიძლის (როდესაც ლაბორატორიული მონაცემების შედეგები სამჯერ აღემატება ნორმას) და თირკმელების (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია) ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის დროს პრეპარატის დოზა დადგენილი უნდა იყოს ექიმის მიერ. პრეპარატის განმეორებითი მიღება დაიშვება პრეპარატის წინა მიღებიდან არა უადრეს 12 საათისა. პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილ შემთხვევებში.
ნო-შპალგინის მიღების ხანგრძლივობა. სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ. სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ნო-შპალგინის მიღების ან/და მაღალი დოზების მიღების დროს აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების და სისხლის ფორმულის შემოწმება (შეიძლება წარმოიშვას სისხლის ფორმულის ცვლილებები, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დაზიანება).
დოზის გადამეტება. პრეპარატის დიდი დოზის შემთხვევით მიღების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. პრეპარატის დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
თუ ბავშვმა გადაყლაპა ნო-შპალგინის ტაბლეტები, დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.
გვერდითი ეფექტები. რაიმე არაჩვეულებრივი რეაქციის წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობეთ ექიმს პრეპარატის შემდგომი მიღების შესაძლებლობის შესახებ.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ალერგიული რეაქციები (სახის, ტუჩების და/ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, მაღალი სიცხე, ტკივილები კუნთებში, გამონაყარი კანზე). ზოგჯერ შესაძლებელია სახის ჰიპერემია, წარმოიშვას ჰიპოტენზია, ხშირი გულისცემა, ძილიანობა, ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება, თავბრუს ხვევა, თავის ტკივილი, ასთმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ზოგჯერ შესაძლებელია სისხლში აღინიშნოს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.
თუ პრეპარატის მიღების დროს განვთარდა არასასურველი ან არასასიამოვნო მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ფურცელში, პრეპარატის მიღება წყდება და პაციენტი მიმართავს ექიმს კონსულტაციისათვის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. თუ პაციენტი იღებს რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს. ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, ნო-შპალგინით მკურნალობის დროს არ უნდა მივიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები (მათ შორის ის წამლები, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე). არაკონტროლირებადმა მკურნალობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტის ჯანმრთელობას.
არ არის რეკომენდებული ნო-შპალგინთან ერთად შემდეგი სამკურნალო პრეპარატების მიღება:
- პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავს ლევოდოპას;
- ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები; პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ანტიეპილეფსიურ საშუალებებს, სამციკლიან ანტიდეპრესანტებს, რიფამპიცინს, ალკოჰოლს;
- ქლორამფენიკოლი;
- დოქსორუბიცინი.
პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, მეტოკლოპრამიდთან, დომპერიდონთან და ქოლესტირამინთან ერთად ნო-შპალგინის მიღებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმთან შეთანხმება.
შენახვის ვადა – 3 წელი. პრეპარატი არ მიიღება მისი ვარგისიანობის ვადის დამთავრების შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ბლისტერზე და მუყაოს ყუთზე.
შენახვის პირობები. შეინახეთ მშრალ, საიმედო, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში, 30 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში. წინასწარ ნუ ამოიღებთ ტაბლეტებს ბლისტერიდან.
შეფუთვა. ბლისტერში 6 ტაბლეტი, მუყაოს ყუთში ორ-ორი ბლისტერი.
გაყიდვის წესი. რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
ს/ს “ფარმაცევტული და ქიმიური ნაწარმის ქარხანა ხინოინი”, ბუდაპეშტი, უნგრეთი.