ნატრიუმის ოქსიბ200მგ/მლ10მლ#10
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ნატრიუმის ოქსიბუტირატი
გენერიული დასახელება: ნატრიუმის ოქსიბუტირატი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0,2 გ ნატრიუმის ოქსიბუტირატს.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ზოგადი საანესთეზიო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ნატრიუმის ოქსიბუტირატი წარმოადგენს ოქსიერბო მჟავას ნატრიუმის მარილს. ქიმიური აღნაგობითა და ფარმაკოლოგიური თვისებებით იგი ახლოს დგას γ-ამინოერბო მჟავასთან (გაემ), ცნს-ის ძირითად შემაკავებელ მედიატორთან. იგი ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. პრეპარატს გააჩნია ნოოტროპული აქტივობა და ავლენს სედატიურ, საძილე, ნარკოტიულ და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. იგი აძლიერებს ნარკოტიული და არა ნარკოტიული ანალგეზიური სამკურნალო საშუალებების ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას, მათ შორის თავის ტვინის, გულის, თვალის ბადურას რეზისტენტობას ჰიპოქსიის მიმართ ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.
ნარკოზიული მდგომარეობის დასაწყისი აღინიშნება 4-6 წთ-ის შემდეგ, შემდგომში ნარკოზის გაღრმავებისათვის ნატრიუმის ოქსიბუტირატი შეყავთ 40 მგ/კგ-ზე სხეულის წონის მიხედვით. პრეპარატის შეყვანიდან ქირურგიული ნარკოზის მდგომარეობა აღინიშნება 30-40 წთ-ის შემდეგ. ნარკოზის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 სთ-ს.
მიღების წესი და დოზირება: ნატრიუმის ოქსიბუთირატი ნარკოზისათვის შეყავთ ვენაში, კუნთებში ან შიგნით. ფიზიკურად ჯანმრთელ მოზრდილებში პრეპარატი შეყავთ ვენაში 70-120 მგ/კგ სხეულის წონაზე, ხოლო დასუსტებულ პაციენტებში – 50-70 მგ/კგ-ზე. პრეპარატი შეყავთ ნელა (1-2 მლ წუთში). პრეპარატი შესაძლებელია აგრეთვე განზავდეს 5%-40% გლუკოზის 50-100 მლ ხსნარში და შეყვანილ იქნას ვენაში წვეთოვანი გზით. პრეპარატის შეყვანიდან 5-7 წთ-ის შემდეგ პაციენტი იძინებს. მოზრდილებში შესაძლებელია ნატრიუმის ოქსიბუთირატის შეყვანა 35-40 მგ/კგ-ზე 4-6 მგ/კგ თიოპენტალ-ნატრიუმთან ნარევის სახით.
კუნთებში პრეპარატი შეყავთ დოზით 120-150 მგ (მონონარკოზის დროს) ან 100 მგ/კგ ბარბიტურატებთან კომბინაციაში (თიოპენტილ-ნატრიუმი). მოზრდილებში პრეპარატი შეყავთ ოპერაციამდე 40-60 წთ-ით ადრე 100-200 მგ/კგ სხეულის წონაზე. პრეპარატს წინასწარ ანზავებენ ადუღებულ წყალში 5% ხსნარის მიღებამდე. იგი გამოიყენება გლაუკომის, ნევროზული მდგომარეობის, ძილის ნორმალიზაციისათვის მოზრდილებში დოზით 0,75 გ (1 სუფრის კოვზი 5% ხსნარი) 2-3-ჯერ დღეღამეში და 1,5-2,25 გ (2-3 სუფრის კოვზი 5% ხსნარი) ძილის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს.
ნატრიუმის ოქსიბუთირატით ბაზისური ნარკოზის ფონზე, ძირითადი ნარკოზი შენარჩუნებულია კეტამინით, თიოპენტალ-ნატრიუმით, აზოტის ქვეჟანგით, ფტოროტანით, ეთილის ეთერით.
ბავშვებში ნარკოზის გამოსაწვევად რეკომენდებულია დოზა 150 მგ/კგ, რომელიც განზავებულია 5%-იანი გლუკოზის ხსნარში. ბავშვებში პრეპარატი შეყავთ დოზით 100 მგ/კგ, რომელიც განზავებულია 30-50 მლ 5% გლუკოზის ხსნარში 5-10 წთ-ის განმავლობაში. ნატრიუმის ოქსიბუთირატის მეშვეობით ნარკოზში შეყვანისას, ატარებენ ჩვეულებრივ პრემედიკაციას (პრომედოლით, ატროპინით, დიპრაზინით, პიპოლფენით).
მეან-გინეკოლოგიაში პრეპარატი შეყავთ ვენაში დოზით 50-60 მგ/კგ-ზე 10-15 წთ-ის განმავლობაში, რომელიც განზავებულია 20 მლ 40%-იან გლუკოზის ხსნარში, ან იგი მიიღება შიგნით, დოზით 40-80 მგ/კგ. ნარკოზული ძილი ან ზედაპირული ნარკოზი გრძელდება 1,5-3 სთ-ს. ოპერაციების დროს პრეპარატი შეყავთ ვენაში დოზით 60-70 მგ/კგ. ამ გზით ახორციელებენ ინტუბაციურ ნარკოზს მიორელაქსანტების ფრაქციული შეყვანით.
თავის ტვინის ჰიპოქსიის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება დოზით 50-100 მგ/კგ-ზე (სხვა კომპლექსურ თერაპიასთან ერთად). თვალის ბადურას ჰიპოქსიური მდგომარეობის და გლაუკომის დროს მხედველობის გასაუმჯობესებლად პრეპარატი მიიღება შიგნით დოზით 0,75-1,5 გ (5%-იანი სიროფის 1-2 სუფრის კოვზი) 3-4-ჯერ დღეში 30 დღის განმავლობაში წელიწადში 2-3-ჯერ. გამოყენების წინ პრეპარატს ანზავებენ 50 მლ წყალში. დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პაციენტის მგრძნობელობაზე.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის ვენაში სწრაფი შეყვანის შემთხვევაში შესაძლებელია აგზნება, ენისა და კიდურების მომატებული მოძრაობით (რომელიც ქრება ბარბიტურატების, ნეიროლეფსიური საშუალებების, პრომედოლის ზემოქმედებით), იშვიათად – სუნთქვის გაჩერება, რომელიც წესრიგდება ფილტვების ვენტილაციის შედეგად. შესაძლებელია ღებინება; პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპოკალიემიის წარმოშობა. ნარკოზიდან გამოსვლის შემთხვევაში ასევე აღინიშნება აგზნება, მათ შორის მეტყველებითი.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰიპოკალიემიის, მიასთენიის დროს. იგი სიფრთხილით ინიშნება ორსულთა ტოქსიკოზის დროს, რომელიც მიმდინარეობს ჰიპერტენზიული სინდრომით. სედატიური ეფექტის გამო პრეპარატის დღის საათებში გლაუკომით, ნევროზით შეპყრობილ პაციენტებში დანიშვნა ხდება სიფრთხილით, იმ შემთხვევაში თუკი ისინი ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის მაღალი დოზით შეყვანა იწვევს ღრმა ნარკოზს, რომლის თანმხლებია არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია (პულსი 40-50 წთ-ში), კრუნჩხვები, ღებინება, სუნთქვის დათრგუნვა (შესაძლებელია სუნთქვის გაჩერება), გამოხატული მიორელაქსაცია თვალის რეფლექსების შენარჩუნებით. ნარკოზიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქომოტორული აგზნება. აღნიშნული სიმპტომების მოხსნა ხდება ბარბიტურატების, ნეიროლეფსიური სამკურნალო საშუალებების, პრომედოლის მეშვეობით. ნარკოზიდან გამოსვლის დაჩქარების მიზნით შესაძლოა გამოყენებული იქნას ბემეგრიდი.
განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატი აძლიერებს ანალგეზიური და სანარკოზე საშუალებების მოქმედებას.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა: ხსნარი 5 ან 10 მლ ამპულებში, N5-10 ამპულა შეფუთვაში.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას +25° C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი ფირმა: “ფარმაკი” (უკრაინა)