ანტიოქსიკაფსი თუთიით #20კაფს

ანტიოქსიკაფსი თუთიით #20კაფს

11.75 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: მინსკინტერპაკსი
ჯენერიკი: Vit.A,E,C; Mineral Zn *
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 17981
გააზიარე:

ანტიოქსიკაფსი თუთიით
   
სარეგისტრაციო ნომერი: 06/01/920
სავაჭრო დასახელება: ანტიოქსიკაფსი თუთიით.
სამკურნალო ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: β_კაროტინის 30%-იანი ზეთოვანი სუსპენზია _ 6მგ, α_ტოკოფერილაცეტატი _ 30მგ, ასკორბინის მჟავა _ 100მგ, თუთია თუთიის ოქსიდის სახით _ 8მგ.
დამხმარე ნივთიერება _ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი, ფუტკრის ცვილი, გაწმენდილი ლეციტინი.
ჟელატინის კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, საღებავი E_129 მშვენიერი წითელი.

აღწერილობა: მკვრივი, წითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ჟელატინის რბილი კაფსულები ნაკერით.
კაფსულების შემადგენლობა _ წითელი ფერის ზეთისებური სუსპენზია არამძაღე სუნით. შენახვის დროს შესაძლოა ნარევის განშრევება.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები.

ათქ კოდი: A 11 CC01

გამოყენების ჩვენება
როგორც პოლივიტამინური ანტიოქსიდატური პრეპარატი ანტიოქსიკაფსი თუთიით ნაჩვენებია:
_ (C, E და A) ვიტამინების უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე თუთიის იონების უკმარისობისას.
_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაციებების საწინააღმდეგოდ;
_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
_ ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომისა და ნიკოტინური დამოკიდებულების დროს კომპლექსურ თერაპიაში;
_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება
ანტიოქსიკაფსი თუთიით ინიშნება საკვების მიღების შემდეგ წყალთან ერთად.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს ბავშვებს 14 წლიდან და უფროსებს _ 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 1_3 თვის განმავლობაში.
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.
სამკურნალო მიზნით ანტიოქსიკაფსი თუთიით დოზებს ადგენს ექიმი პათოლოგიის გამოვლინების ხასიათიდან და გამოხატულების ხარისხიდან გამომდინარე, აგრეთვე ორგანიზმის მიერ  A, C, E ვიტამინების და თუთიის მოთხოვნილების გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდირებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
პრეპარატის ხანგრძლივად და მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები, სპილენძის დეფიციტის განვითარება, ანემიები.

განსაკუთრებული მითითებები
თავი შეიკავეთ რძის პროდუქტების მიღებისაგან, რადგან ამ დროს მუხრუჭდება თუთიის მარილების შეწოვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
თავი აარიდეთ სპირტიანი სასმელების მიღებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, აგრეთვე ეთანოლი და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ერთდროული გამოყენებისას იწვევს პროვიტამინ A-ს თერაპიული ეფექტის შემცირებას.
ტოკოფეროლს შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აღმოაჩნდათ ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების მომატებული შემცველობა. არ მიიღოთ სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ ჭარბი დოზირება.

უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
გავლენა ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა
ჟელატინის რბილი კაფსულები _ 0,5გ, 10 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის პირობა
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°C_25°Cტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე).
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
უპ ,,მინსკინტერკაფსი”. ბელორუსიის რესპუბლიკა.
220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ქუჩა ინჟენერნაია, სახლი 26.
e-mail:info@mic.by.www.mic.by

თბილისი (9 აფთიაქი)

რეგიონი (22 აფთიაქი)