ანტიოქსიკაფსი იოდით #20კაფს
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ვიტ.აე+ცე+იოდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 17977
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ანტიოქსიკაფსი იოდით
Antioxicaps With Jod
Antioxicaps With Jod
სარეგისტრაციო ნომერი: 06/11/1155
სავაჭრო დასახელება: ანტიოქსიკაფსი იოდით
სამკურნალო ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: β_კაროტინის 30%-იანი ზეთოვანი სუსპენზია _ 20 მგ (გადაანგარიშებით β_კაროტინზე _6მგ), α_ტოკოფეროლის აცეტატი _ 15მგ, ასკორბინის მჟავა _ 75მგ, კალიუმის იოდიდი _ 0,131მგ (იოდზე გადაანგარიშებით _0,1მგ).
დამხმარე ნივთიერებები _ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი, ფუტკრის ცვილი, გაწმენდილი ლეციტინი.
ჟელატინის კაფსულის გარსის შემადგენლობა: ფარმაცევტული ჟელატინი, გლიცერინი, ნიპაგინი, ნიპაზოლი, გაწმენდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი E_129 მშვენიერი წითელი.
აღწერილობა: მკვრივი, წითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ჟელატინის რბილი კაფსულები ნაკერით.
კაფსულების შემადგენლობა _ წითელი ფერის ზეთისებური სუსპენზია არამძაღე სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები
ათქ კოდი [A 11 CC01]
გამოყენების ჩვენება
ანტიოქსიკაფსი იოდით, როგორც პოლივიტამინური ანტიოქსიდანტური პრეპარატი ნაჩვენებია:
_ კომპლექსურ თერაპიაში დიფუზური არატოქსიკური ჩიყვის დროს მოზარდებსა და მოზრდილებში (განსაკუთრებით ქალებისთვის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში);
_ ორგანიზმში იოდის დეფიციტის შევსებისთვის, შესაბამისად ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკისათვის და ჩიყვის რეციდივისათვის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ, აგრეთვე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატებით კომპლექსური თერაპიის დასასრულს;
_ (C, E და A) ვიტამინების უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;
_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაციებების საწინააღმდეგოდ;
_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
ანტიოქსიკაფსი იოდით ინიშნება საკვების მიღების შემდეგ წყალთან ერთად.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი რეკომენდებულია დაენიშნოს ბავშვებს 14 წლიდან და მოზრდილებს _ 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 1_3 თვის განმავლობაში.
რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.
სამკურნალო მიზნით პრეპარატი ანტიოქსიკაფსი იოდით დოზებს ადგენს ექიმი პათოლოგიის გამოვლინების ხასიათიდან და გამოხატულების ხარისხიდან გამომდინარე, აგრეთვე ორგანიზმის მიერ A, ჩ, E ვიტამინების და იოდის მოთხოვნილების გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ლითონის გემოს შეგრძნება, ღებინება, დიარეა;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: შფოთვა, თავის ტკივილი;
ენდოკრინული სისტემის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას მაღალი დოზებით (300მკგ/დღეღამეში_ზე მეტი) _ იოდ_ინდუცირებული ჰიპერთირეოზი (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, კვანძოვანი ჩიყვისა ან ტოქსიკური ადენომის დროს); ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მაღალი დოზებით თერაპია (1მგ/დღეღამეში-ზე მეტი) _ ჩიყვი და ჰიპოთირეოზი;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ იოდური რინიტი, იოდური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება; ზოგიერთ შემთხვევაში _ იოდის ციება, იოდური ფერიმჭამელები, სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება.
გვერდითი ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა ანტიოქსიკაფსი იოდით რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
ანტიოქსიკაფსი იოდით არ შეიძლება დაინიშნოს ჰიპოთირეოზის დროს, იმ შემთხვევების გარდა, როცა უკანასკნელი გამოწვეულია იოდის გამოხატული დეფიციტის ფონზე.
პრეპარატის გამოყენებას თავი უნდა ავარიდოთ რადიოაქტიური თერაპიისას ფარისებური ჯირკვლის კიბოს დროს.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პრეპარატის მიღების ფონზე შესაძლოა განუვითარდეთ ჰიპერკალიემია.
ხანგრძლივად გამოყენებისას და იოდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს შესაძლოა იოდიზმის მოვლენების განვითარება (სურდო, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და სხვა); ამ შემთხვევებში პრეპარატი უნდა მოიხსნას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა გაითვალისწინოთ, რომ იოდი იოლად აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
იოდის ნაკლებობა აძლიერებს, ხოლო სიჭარბე ასუსტებს თიეროსტატული საშუალებების მოქმედებას, რომლებიც მიიღება ჰიპერთირეოზის დროს.
პერქლორატი და კალიუმის თიოციანატი თრგუნავენ ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შეწოვას.
თირეოტროპული ჰორმონი აუმჯობესებს იოდის ათვისებას ფარისებრი ჯირკვლის მიერ და ახდენს მისი ჰორმონების სტიმულირებას.
პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას მაღალი დოზებით, კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, შესაძლოა განვითარდეს ჰიპერკალიემია.
ანტიოქსიკაფსი იოდით მაღალი დოზებით ერთდროული გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან ხელს უწყობს ჩიყვის და ჰიპოთირეოზის განვითარებას. კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, აგრეთვე ეთანოლი და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ერთდროული გამოყენებისას იწვევს პროვიტამინ A-ს თერაპიული ეფექტის შემცირებას.
ტოკოფეროლს შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აღმოაჩნდათ ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების მომატებული შემცველობა. ასკორბინის მჟავის შეწოვა მცირდება ერთდროული გამოყენებისას ორალურ კონტრაცეპტივებთან და, ამასთან, ვიტამინი ჩ ზრდის პენიცილინის, რკინის შეწოვას, სალიცილატებით მკურნალობის დროს ზრდის კრისტალურიების წარმოქმნის რისკს.
უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს:
_ მანიფესტური ჰიპერთირეოზი;
_ სუბკლინიკური ჰიპერთირეოზი (იოდის დოზების გამოყენებისას, რომლებიც აჭარბებს 150მკგ/დღეღამეში);
_ ჰერპეტიფორმული დიურინგის დერმატიტი;
_ ტოქსიკური ადენომა, კვანძოვანი ჩიყვი 300მკგ/დღეღამეში_ზე მეტი დოზის გამოყენებით (გარდა წინაოპერაციული თერაპიის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ბლოკადის მიზნით);
_ ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
გავლენა ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა
ჟელატინის რბილი კაფსულები _ 0,5გ, 10 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.
შენახვის პირობა
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°ჩ_25°ჩ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე).
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
უპ ,,მინსკინტერკაფსი”. ბელორუსიის რესპუბლიკა.
220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ქუჩა ინჟენერნაია, სახლი 26.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით