გლუტამინის მჟავა 0.25გ #10ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გლუტამინის მჟავა
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Glutamic acidis;
(შ)-2-ამინოპენთან-1,5-დიკარბონის მჟავა;
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გარსით დაფარული ტაბლეტები, ცისფერი ფერის.
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.25 გ გლუტამინის მჟავას.
დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილპიროლიდონი, კალციუმ სტეარატი, სტეარინის მჟავა, კარტოფილის სახამებელი, შაქარი, ხორბლის ფქვილი, ჟელატინი, ფუტკრის ფიჭა, ზეითუნის ზეთი, საღებავი ინდიგოკარმინი.
გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამინომჟავები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: ჩანაცვლებადი ამინომჟავა. მონწილეობს ორგანიზმში ამინომჟავების რეამინირების პროცესებში. ამინომჟავათა უმრავლესობაში შემავალი აზოტი გაივლის გლუტამინად, ასპარგინის მჟავად და ალფა-ალანინად გადაქცევის სტადიებს. გლუტამინის მჟავა მონაწილეობს ცილოვან და ნახშირწყლოვან პროცესებში, სტიმულირებას უკეთებს მჟავიანობის პროცესებს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნიშადურის გამოდევნას, ზრდის ორგანიზმის ამტანიანობას ჰიპოქსიის მიმართ. ხელს უწყობს აცეტილჰოლინის სინთეზს, კალიუმის იონების გადატანას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩონჩხის კუნთების განვითარებაში. გლუტამინის მჟავა განეკუთვნება ნეირომედიატორულ ამინომჟავებს, რომლებიც სტიმულირებას უკეთებენ აღზნების გადაცემას ცენტრალური ნერვული სისტემის სინაპსებში.
ფარმაკოკინეტიკა: გლუტამინის მჟავა კარგად შეიწოვება შინაგანად მიღებისას. სწრაფად ელიმინირდება სისხლში, გროვდება უპირატესად კუნთოვან და ნერვულ ქსოვილებში, ღვიძლსა და თირკმელებში, აღწევს ორგანიზმში ჰემატოენცეფალური ბარიერისა და მემბრანული უჯრედების მეშვეობით. ნაწილობრივ, გლუტამინის მჟავა შეწოვის დროს რეანიმირდება ალანინამდე. გლუტამატდეკარბოქსილაზის ფერმენტის გავლენით, ტვინში გარდაიქმნება მედიატორ-გამა-ამინოცხიმოვან მჟავად. მისი 4-7% გამოიყოფა შარდის მეშვეობით უცვლელი ფორმით, დარჩენილი რაოდენობა გამოიყენება მეტაბოლური გარდაქმნების პროცესებში.
გამოყენების ჩვენება: პრეპარატს ნიშნავენ ეპილეფსიის მკურნალობის დროს, ძირითადად მცირე კრუნჩხვის დროს, სომატოგენური, ინვოლუციონური, ინტოქსიკაციური ფსიქოზების, დეპრესიული გამოვლინების მქონე რეაქტიული მდგომარეობის, დროს; ბავშვებში ფსიქიკური განვითარების შეფერხების, დაუნის დაავადების, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, პოლიომელიტის (მწვავე და აღმდგენითი პერიოდი) დროს; ასევე პროგრესირებადი მიოპათიის დროს ნეიროტოქსიკური მოვლენების მკურნალობისა და თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც შესაძლოა გაჩნდეს იზონიაზიდისა და ჰიდრაზიდის იზონიკოტინური მჟავის ჯგუფის პრეპარატების გამოყენების შედეგად.
გამოყენების წესი და დოზირება: უფროსებს უნიშნავენ ერთჯერად დოზას 1 გ. ოდენობით 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვების ერთჯერადი დოზა შეადგენს: 3-6 წელი – 0,25გ, 7-9 წელი – 0,5-1გ, 10 წელი და ზემოთ – 1გ. მიღების ჯერადობა - 2-3-ჯერ დღეში.
ოლიგოფრენიის დროს ნიშნავენ 0,1-0,2 გ სხეულის წონის მიხედვით, რამდენიმე თვის მანძილზე.
პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს ჭამამდე 15-30 წუთით ადრე, დისპეფსიური მოვლენების განვითარების დროს – ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობაა 1-2-დან 6-12 თვემდე.
გვერდითი მოვლენები: როგორც წესი, გლუტამინის მჟავას ორგანიზმი ადვილად ღებულობს.
შესაძლოა ღებინება, კუჭის აშლა, ცენტრალური ნერვული სისტემის აღზნება.
ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელია ჰემოგლობინის შემცველობის დაწევა, ლეიკოპენია.
უკუჩვენება: ცხელება, მაღალი აღზნებადობა, მკვეთრად გამოხატული პსიქოტური რეაქციები, სისხლის წარმოქმნის ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება. 3 წლამდე ასაკის ბავშვები.
ჭარბი დოზა: შესაძლოა აღწერილი გვერდითი მოვლენების გამძაფრება.
გამოყენების თავისებურება: მკურნალობის დროს, სისტემატურად უნდა შემოწმდეს სისხლი და შარდი. გვერდითი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, შემცირებულ უნდა იქნეს პრეპარატის დოზა.
გლუტამინის მჟავა გამოიყენება ასევე სხვა პრეპარატის მიღებით გამოწვეული ნეიროტოქსიკური მოვლენების მოსახსნელად.
გლუტამინის მჟავის მიღების შემდეგ, აუცილებელია პირის ღრუს გამოვლება ნატრიუმ ჰიდროკარბონატის სუსტი ხსნარით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ტიამინისა და პირიდოქსინის კომბინაციაში, გლუტამინის მჟავა გამოიყენება ჰიდრაზიდის იზონიკოტინური მჟავის ( იზონიაზიდი, ფტივაზიდი და სხვ.) ჯგუფის პრეპარატების მიღებით გამოწვეული ნეიროტოქსიკური რეაქციების სამკურნალოდ და თავიდან ასაცილებლად.
შენახვის ვადა და პირობები: პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 4 წელი.
გაცემის წესი: რეცეფტით.
შეფუთვა: 10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში.
მწარმოებელი: დახურული სააქციო საზოგადოება “კიევის ვიტამინის ქარხანა”
მისამართი: 04073 უკრაინა, ქ. კიევი, კაპილოვსკაიას ქ., 38
ვებ-გვერდი: www.vitamin.com.ua