ვიროგელი 0.3% 15გ გელი
გააზიარე:
ვიროგელი 0.3% 15გ გელი
შემადგენლობა
1გ ვიროგელი შეიცავს:
წიწვოვანი ეთერზეთის მძიმე ფრაქცია (Pini aetheroleum) – 3მგ,
სილბიოლი (Silbiolum) – 10მგ.
დამხმარენივთიერებები:
კარბომერი, ტროლამინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218),
პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
წამლისფორმა
გელი ინტრანაზალური გამოყენებისათვის.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
რინოლოგიური საშულება.
ათქკოდი: RO1A X10.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
ნაზალური გამოყენების გელი გამოიყენება ადრეული გრიპის სამკურნალოდ.
იგი აინჰიბირებს რინოვირუსის გამრავლებას ცხვირის ღრუში, ხელს უწყობს ცხვირის
ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვებას და ამცირებს სეკრეციას
(გამონადენს), ქმნის სიგრილის შეგრძნებას ცხვირში.
ჩვენება
ვირუსული ეთიოლოგიის სურდოს სიმპტომური მკურნალობა, რინოვირუსისგან და
გრიპის ვირუსისგან სასუნთქი გზების პროფილაქტიკური დაცვა მოზრდილებში და
ბავშვებში 3 წლიდან.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა გელის აქტიური ნივთიერების, ან სხვა რომელიმე
კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილისზომებიდაგანსაკუთრებულიმითითებებიგამოყენებისას
არ დაუშვათ გელის თვალში მოხვედრა, გელის თვალში მოხვედრის შემთხვევაში
სასწრაფოდ ამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. 3 წლამდე ასაკის
ბავშვებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
მედიკამენტოზურიურთიერთქმედებადასხვაურთიერთქმედებები
მონაცემები არ არსებობს.
ორსულობადალაქტაციისპერიოდი
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შედეგად გამოწვეული
არასასურველი მოქმედების შესახებ ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენატრანპორტისადამექანიზმებისმართვისუნარზე
არ მოქმედებს ტრანპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზისგადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ.
გამოყენებისწესიდადოზირება
გელის მცირე რაოდენობა წაისმევა თხელ ფენად ცხვირის ღრუს წინა ნაწილზე და ცხვირიდან მკვეთრი ჩასუნთქვის გზით გელი შეიღწევა უფრო ღრმად ცხვირის ღრუში.
პროფილაქტიკის მიზნით გელი წაისმევა ყოველ 4 საათში, დაავადების შემთხვევაში - ყოველ ერთ საათში პრეპარატი გამოიყენება 1-2 კვირის განმავლობაში, ქრონიკული დაავადების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
გვერდითიმოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას ზოგჯერ შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა წიწვოვანი ჯიშის ხეების ეთერზეთების მიმართ.
ალერგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ან სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია პრეპარატის შემდეგი მიღების თაობაზე.
ვარგისობისვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
შენახვისპირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, შეინახეთ ტემპერატურაზე
არაუმეტეს 25°C.
გამოშვებისფორმადაშეფუთვა
15გ ალუმინის ტუბებს ათავსებენ მუყაოს კოლოფებში.
გაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციომოწმობისმფლობელიდამწარმოებელი
შპს „ლმპ“, ვიეტალვასის ქ. 1,
რიგა, ლატვია.










