კალცემინ ადვანსი #120ტ

კალცემინ ადვანსი #120ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 17946
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კალცემინი ადვანსი
(CALCEMIN ADVANCE)
SAGMEL, INC, აშშ


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30, 60 და 120 ც.
1 ტაბ.კალციუმი . . . . . . . . . 500 მგ
ვიტამინი D3. . . . . . . . 200 სე
თუთია . . . . . . . . . . . 7.5 მგ
სპილენძი . . . . . . . . . . 1 მგ
მანგანუმი . . . . . . . . . .1.8 მგ
ბორი . . . . . . . . . . . . 250 მკგ
მაგნიუმი . . . . .40 მგ

დამხმარე ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, აკაცია, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, სოიოს პოლისაქარიდი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სილიკატი, ტრიაცერინი, მინერალური ზეთი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ფოსფორ-კალციუმის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.


ფარმაკოლოგიური თვისებები კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს კალციუმის ციტრატსა და კარბონატს, ვიტამინ D3–ს, მიკრო- და მაკროელემენტებს. არეგულირებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას, ავსებს მიკროელემენტებისა და ვიტამინ D3–ის დეფიციტს. ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პრევენციას, ხელს უწყობს ძვლებისა და სახსრების სისტემის გაძლიერებას.

ჩვენებები სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა: ქალებში მენოპაუზის დროს (ბუნებრივი და ქირურგიული) ხანდაზმულ პაციენტებში, პირებში რომლებსაც აწუხებთ რევმატიული, ენდოკრინული სისტემის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული და პროფესიული დაავადებები და სხვ.; პირებში, რომლებიც ხანგრძლივად სარგებლობენ კორტიკოსტეროიდებითა და იმუნოდეპრესანტებით. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა თერაპია: ტრავმული მოტეხილობების კონსოლიდაციის გასაუმჯობესებლად, ოსტეოქონდროზისა და ოსტეოართროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა. მოზარდებში კალციუმისა და მიკროელემენტების დეფიციტის შესავსებად.

დოზირების რეჟიმიმოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები   ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ. ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, ალერგიული რეაქციები, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.

უკუჩვენებები მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (ალერგიული რეაქციები), თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ჰიპერკალციემია და ჰიპერკაციურია. განსაკუთრებული მითითებებიდოზა არ უნდა აჭარბებდეს ინსტრუქციაში მითითებულს, ვინაიდან კალციუმის ჭარბად მიღებამ შესაძლოა დათრგუნოს ნაწლავში რკინის, თუთიისა და სხვა აუცილებელი მინერალების შეწოვა.

ჭარბი დოზირება დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ყაბზობა, ღებინება და გულისრევა. ჭარბი დოზის გამოვლინებები მოიცავს ჰიპერკალციემიასა და ჰიპერკალციურიას, რომელიც იწვევს კალციუმის დაგროვებას რბილ ქსოვილებში და გამოუსწორებელ ცვლილებებს თირკმლებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში. მეძუძურ ქალებში გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში.

შენახვის პირობები და ვადა პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

SAGMEL, INC

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)