დილასიდომი 4მგ #30ტ

დილასიდომი 4მგ #30ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მოლსიდომინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 17942
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დილასიდომი
(DILASIDOM)
MOLSIDOMINE

Warsaw pharmaceutical  works POLFA

ათქ კლასიფიკაციის კოდი
C01DX12

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
მოლსიდომინი . . . . . . . . 2 მგ
მოლსიდომინი . . . . . . . . 4 მგ
ტაბლეტები რეტარდი: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
მოლსიდომინი . . . . . . . . 8 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიანგინალური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს სიდნონიმინების ჯგუფის ანტიანგინალურ საშუალებას. მოლსიდომინის მეტაბოლიზმის პროცესში წარმოიქმნება NO, რომელიც ასტიმულირებს გუანილატციკლაზას. შედეგად გროვდება ც-გმფ, რომელიც ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლებში გლუვი კუნთების მოდუნებას.
მოლსიდომინი აქვეითებს ვენურ წნევას, პარკუჭებში საბოლოო დიასტოლურ წნევას და წნევას ფილტვის არტერიაში; ამცირებს მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილებას. აფართოებს მსხვილ კორონარულ არტერიებს, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას კორონარული ათეროსკლეროზის დროს.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს მოლსიდომინის მოქმედების შედეგად მცირდება პარკუჭების დილატაცია.

ჩვენებები

- სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია, გულის უკმარისობით;
- სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში (მხოლოდ სისხლის მიმოქცევის სტაბილიზაციის შემდეგ);
- სტენოკარდიის დროს, როცა უკუნაჩვენებია სხვა წამლისმიერი საშუალებების გამოყენება, ან მათი გადაუტანლობის ან არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში და ასევე ხანდაზმულ პაციენტებში;
- მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობის დროს (გულის კუნთის სისუსტე) გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად გულის გლიკოზიდები და/ან შარდმდენები;
- ფილტვის ჰიპერტენზია (ფილტვის არტერიაში წნევის მომატება).

დოზირების რეჟიმი

დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე. ჩვეულებრივ ინიშნება მოლსიდომინის 4 მგ და მოლსიდომინის 8 მგ 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მოლსიდომინის 1 ტაბლეტი 4 მგ დანიშვნა 3-ჯერ დღეში. იოლ შემთხვევებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მოლსიდომინის ტაბლეტი მიიღება დილით და საღამოთი.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოლსიდომინის მკურნალობის დაწყებისას თავის ტკივილი, რომელიც როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელების დროს. თავის ტკივილის შემცირება შეიძლება პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევითაც. თუ მკურნალობის დროს წარმოიქმნება სხვა დარღვევები აუცილებელია მიმართოდ ექიმს.
მოლსიდომინით მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მშვიდ მდგომარეობაში არტერიული წნევა კლებულობს, პირველ რიგში სისტოლური მაჩვენებლები. მომატებული წნევის დროს პრეპარატის ეს მოქმედება უფრო გამოხატულია, ვიდრე ნორმოტონიის და ჰიპერტონიის დროს. გულზე წინასწარი დატვირთვის მოხსნისას, აღინიშნება გულის წუთმოცულობის გულის ინდექსის შემცირება.
მოლსიდომინი ცვლის აქტიური მოქმედებების შესაძლებლობას და ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება მანქანის მართვის დროს. ეს მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს.
მოლსიდომინით მკურნალობისას ექიმის კონტროლის გარეშე შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, კოლაპსის და შოკის განვითარებაც კი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (მაგ. გამონაყარი კანზე, ასთმა)

უკუჩვენებები

მოლსიდომინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების დროს (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაპსი) და მძიმე ჰიპოტონიის დროს (სისტოლური არტერიული წნევა დაბალია 100 მმ.). ინფარქტის შემდგომ დღეებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში და სისხლის მიმოქცევის სისტემის რეგულარული კონტროლის ქვეშ. მოლსიდომინი 8 მგ არ გამოიყენება სტენოკარდიის შეტევის მწვავე ფაზაში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პირველ 3 თვის განმავლობაში მოლსიდომინის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალური დანიშნულებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

მოლსიდომინის და სხვა სისხლძარღვთა გამაფართოვებელი საშუალებების (ვაზოდილატატორები, კალციუმის ანტაგონისტები) კომბინირებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. სისხლძარღვგამაფართოვებელი ეფექტის გაძლიერება ასევე აღინიშნება ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ალკოჰოლთან კომბინირების დროს.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
Warsaw pharmaceutical  works POLFA