დროპსანი 10მლ თვ.წვეთები

დროპსანი 10მლ თვ.წვეთები

10.70 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ბრუჩეტინნი იტალია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სულფაცეტამიდი+ნაფაზოლინი+ლიდოკაიინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 17478
გააზიარე:

დროპსანი 10მლ თვალის წვეთებ

შემადგენლობა

100 მლ ხსნარი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: თუთიის სულფოფენატი - 0,500გრ, ნატრიუმის სულფაცეტამიდი - 3 გრ, ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი - 0,005გრ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 0,750გრ.

არააქტიური ნივთიერებები: პ-ოქსიბენზოატის ეთერები, თიმეროსალი, ამონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი.

 

ჩვენებები
მსუბუქი ფორმის კონიუნქტივიტის მკურნალობა.

 

მიღებისწესებიდადოზები
დოზირება 
ერთი წვეთი დღეში ერთხელ ან ორჯერ, კონიუნქტივალურ პარკში ჩაწვეთებით.
ჩაწვეთების შემდეგ თვალი მცირე ხნით დახუჭული უნდა გქონდეთ. 
დაიცავით რეკომენდებული დოზა. ამ პრეპარატის ზედმეტი დოზით ჩაწვეთებამ, თუნდაც ადგილობრივად და მცირე ხნით, შესაძლოა მწვავე სისტემური ეფექტები გამოიწვიოს. 
ხანგრძლივობა 
ექიმის რჩევის გარეშე, ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღება არ შეიძლება. 

მიღებისწესი
გახსენით ბოთლი, მსუბუქად მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალის კონიუნქტივალურ პარკში.

 

გვერდითიმოვლენები
რეკომენდებული დოზებით მიღებისას, პრეპარატი კარგად შეგუებადია.
თუ პაციენტს გამოუვლინდება ისეთი რეაქციები, რომლებიც არ არის აქ მითითებული, სასურველია, რომ ამის შესახებ ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პროდუქტი კონსერვანტის სახით შეიცავს თიმეროსალს, რომელმაც შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს.

 

უკუჩვენება
- - ინდივიდუალური ზემაღალი მგრძნობელობა წამლის კომპონენტების მიმართ.

ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდირებული არ არის. 

სიფრთხილისზომები: ექიმის რჩევის გარეშე, ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღება არ შეიძლება. 

 

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში პრეპარატის მიღება ხდება მხოლოდ რეალური საჭიროებისას ექიმის კონტროლის ქვეშ. თუ გამოვლინდება მგრძნობელობის ამაღლების მოვლენები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.

 

ჭარბიდოზირება
დაბალი სისტემური აბსორბციის გამო, ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული ეფექტები ძალზედ იშვიათია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვას. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური თერაპია.

 

სხვაწამლებთანურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შედეგები ან ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.

 

შენახვისპირობებიდავადები
ვარგისობის პერიოდი მიეთითება კოლოფზე და ძალაშია შენახვის პირობების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში.
ყურადღება მიაქციეთ, რომ კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ წამალი არ იხმაროთ. 
პროდუქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში ბოთლის პირველი გახსნის დღიდან. 
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

 

სპეციალურიგაფრთხილება
გამოყენების შემდეგ ბოთლი დახუფეთ. შეინახეთ არაუმეტეს 30°C-ზე.