იმუვიტი #30კაფს

იმუვიტი #30კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Vit.A,E,C; Mineral Se *
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 17317
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

იმუვიტი
(IMMUVIT)


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი კომპლექსური პრეპარატი

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ნატურალურ ß-კაროტინი (A ვიტამინის პროვიტამინი) _ 20 მგ (26 000 სე).
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) _ 200 მგ;
ვიტამინი E (d-α ტოკოფეროლს ) _ 200 მგ;
სელენი _ 50 მკგ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იმუვიტი კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში შედის ისეთი მძლავრი ანტიოქსიდანტები როგორებიცაა: ß-კაროტინი (A ვიტამინის პროვიტამინი), C ვიტამინი, E ვიტამინი და სელენი. ანტიოქსიდანტები ახორციელებენ დამცავ ფუნქციას, ქიმიურად აქტიური ნაერთების _ თავისუფალი რადიკალების უჯრედებზე და ქსოვილებზე დამაზიანებელი, ნეგატიური მოქმედების ნეიტრალიზაციის გზით. ანტიოქსიდანტების კომპლექსის _ იმუვიტის რეგულარული მიღება იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან, რომლთა მიზეზებიც შეიძლება იყვნენ: ულტრაიისფერი და მაიონიზირებელი გამოსხივება, სტრესი, ეკოლოგიურად დაბინძურებული საკვები პროდუქტები, სასმელი წყალი, გარემოს არასასურველი ფაქტორები, სიგარეტი და ალკოჰოლი. იმუვიტი ზრდის იმუნიტეტს და ორგანიზმის საერთო რეზისტენტობას, აქვეითებს ინფექციური, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და სხვა დაავადების აღმოცენების რისკს. იმუვიტის შემადგენლობაში შემავალი სელენი წარმოადგენს გლუტათიონპეროქსიდაზას _ ორგანიზმის ბუნებრივი ანტიოქსიდანტური დამცავი ფერმენტის კოფაქტორს. გარდა ამისა სელენი იმუნიტეტის მძლავრი სტიმულატორია, რომელიც ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას და ანეიტრალებს მძიმე მეტალების ტოქსიურ ეფექტებს.

ჩვენებები:
- რაციონში A, C, E ვიტამინების და სელენის უკმარისობა;
- ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა;
- გინეკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა (კისტა, მასტოპათიები, საშვილოსნოს მიომა);
- ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა;
- მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ _ რეაბილიტაციის პერიოდი;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ჭრილობები, დამწვრობა, ოპერაციის შემდგომი პერიოდი (რეგენერაციული თვისებების გამო);
- ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;
- კატარაქტის მკურნალობა;
- ფერთა აღქმის და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
- მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ანტიოქსიდანტებზე (თავისუფალი რადიკალების ჭარბად წარმოქმნის გამო);
_ მწეველები (როგორც აქტიური, ისე პასიური);
_ ორგანიზმის ნაადრევი დაბერება;
_ კომპიუტერზე მუშაობა;
_ სიმსივნეების სხივური თერაპია;
_ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა;
_ ადამიანის ორგანიზმზე ეკოლოგიურად არაკეთილსაიმედო ფაქტორების გავლენა (ჰაერის დაბინძურება, ტოქსიური ნივთიერებები სასმელ წყალში, საკვებ პროდუქტებში და სხვა);
- ხანშიშესული ადამიანები.

გამოყენების წესი და დოზირება:
პროფილაქტიკის მიზნით _ 1-2 კაფსულა დღეში;
მკურნალობის მიზნით _ 2-3 კაფსულა დღეში.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სხვა A ვიტამინის შემცველ პრეპარატებთან
ერთად. პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ ორგანიზმში ვიტამინ A-ს რაოდენობას. C ვიტამინი აქვეითებს ვარფარინის აქტივობას.

გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზირებით პრეპარატის მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ვლინდება.

გამოშვების ფორმა:
იმუვიტი _ რბილი კაფსულები №30 ბლისტერ-შეფუთვით.

მწარმოებელი:
KOÇAK FARMA, Turkey.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)