სარაბინი 10მგ #20ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
სარაბინი
(SARABIN)
ზოგადი დახასიათება :
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : დომპერიდონი;
ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები :
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები.
შემადგენლობა :
1 ტაბლეტი შეიცავს :
დომპერიდონის მალეატს 10 მგ დომპერიდონის ექვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა :
ტაბლეტები, 10 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო საშუალება. პროკინეტიკები.
ათქ კოდი: A03FA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები :
დომპერიდონი წარმოადგენს დოფამინის ანტაგონისტს, ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებით. მეტოკლოპრამიდისგან განსხვავებით, დომპერიდონი ცუდად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და მის გამოყენებას ძალიან იშვიათად ახლავს ექსტრაპირამიდული გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით მოზრდილებში, თუმცა დომპერიდონი ხელს უწყობს ჰიპოფიზიდან პროლაქტინის გამოთავისუფლებას. პრეპარატის ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება განპირობებული იყოს პერიფერიული (გასტროკინეტიკური) ეფექტებისა და ქემორეცეპტორული ტრიგერული ზონის დოპამინური რეცეპტორების ანტაგონიზმის კომბინაციით, რომელიც მდებარეობს ჰემატო-ენცეფალური ბარიერის მიღმა, area postrema-ში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები და დაბალი კონცენტრაცია თავის ტვინში მიუთითებს დომპერიდონის დოპამინურ რეცეპტორებზე უპირატესად პერიფერიულ მოქმედებაზე.
პერორალურად მიღების შემდეგ დომპერიდონი ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, აუმჯობესებს ანტროდუოდენურ მოტორიკას და აჩქარებს კუჭის დაცლას. კუჭის სეკრეციაზე გავლენა არ აღინიშნება.
ფარმაკოკინეტიკა :
აბსორბცია. დომპერიდონი სწრაფად აბსორბირდება პერორალურად მიღების შემდეგ; პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათში. დომპერიდონის Cmax და AUC მაჩვენებლები იზრდება დოზის პროპორციულად 10 მგ-დან 20 მგ-მდე დოზირების დიაპაზონში. AUC-ის 2-3-ჯერადი ზრდა აღინიშნა დომპერიდონის დღეში ოთხჯერადი (ყოველ 5 საათში ერთხელ) მიღებისას 4 დღის განმავლობაში. დომპერიდონის დაბალი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (დაახლოებით 15%) პერორალურად მიღებისას განპირობებულია პირველადი გავლის ინტენსიური მეტაბოლიზმით ნაწლავის კედელსა და ღვიძლში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ სუბიექტებში დომპერიდონის ბიოშეღწევადობა იზრდება საკვების შემდეგ მიღების დროს, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ სამკურნალო საშუალება ჭამამდე 15-30 წუთით ადრე. კუჭის შემცირებული მჟავიანობა აფერხებს დომპერიდონის აბსორბციას. პერორალური ბიოშეღწევადობა მცირდება ციმეტიდინისა და ნატრიუმის ბიკარბონატის თანმხლები მიღებისას. პრეპარატის მიღებისას ჭამის შემდეგ, პიკური აბსორბციის დრო მცირედ ხანგრძლივდება, ხოლო AUC გარკვეულწილად იზრდება.
განაწილება. პერორალურად მიღების შემდეგ დომპერიდონი არ განიცდის კუმულაციას და არ იწვევს საკუთარი მეტაბოლიზმის ინდუქციას; პლაზმაში პიკური დონე 90 წუთის შემდეგ, დღეში 30 მგ-ის ორი კვირის განმავლობაში მიღებისას შეადგენდა 21 ნგ/მლ-ს, რაც თითქმის იგივეა, რაც პირველი დოზის შემდეგ დაფიქსირებული 18 ნგ/მლ. დომპერიდონის 91-93% უკავშირდება პლაზმის ცილებს. რადიომარკირებული პრეპარატით ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ფართო განაწილება ქსოვილებში, მაგრამ დაბალი კონცენტრაცია თავის ტვინში. პრეპარატის მცირე რაოდენობა გადის პლაცენტურ ბარიერს.
მეტაბოლიზმი. დომპერიდონი განიცდის სწრაფ და ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და N-დეალკილირების გზით. ექსპერიმენტებმა In vitro აჩვენა, რომ CYP3A4 წარმოადგენს ციტოქრომ P-450-ის ძირითად ფორმას, რომელიც მონაწილეობს დომპერიდონის N-დეალკილირებაში, ხოლო CYP3A4, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობენ დომპერიდონის ჰიდროქსილირებაში.
გამოყოფა. შარდით და განავლით გამოყოფა შეადგენს 31 და 66%-ს პერორალური დოზის შესაბამისად. უცვლელი სახით გამოყოფილი პრეპარატის წილი მცირეა (განავლით გამოყოფის 10% და შარდით გამოყოფის დაახლოებით 1%). პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ ჯანმრთელ სუბიექტებში შეადგენს 7-9 საათს, თუმცა იგი ხანგრძლივდება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე სუბიექტებში (7-9 ქულა, Child-Pugh კლასიფიკაციით კლასი B) დომპერიდონის AUC და Cmax შესაბამისად 2.9-ჯერ და 1.5-ჯერ მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში. თავისუფალი ფრაქცია გაზრდილია 25%-ით, ხოლო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია 15-დან 23 საათამდე. მსუბუქი ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე სუბიექტებს აღენიშნებათ უფრო დაბალი სისტემური ექსპოზიცია ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით Cmax და AUC საფუძველზე, ცილებთან კავშირის და ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდის ცვლილების გარეშე. მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე სუბიექტებში დომპერიდონის გამოყენების შედეგები შესწავლილი არ არის. დომპერიდონი უკუნაჩვენებია საშუალო ან მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (კრეატინინის კლირენსი
პედიატრიული პოპულაცია. პედიატრიულ პოპულაციაში დომპერიდონის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ჩვენება :
სარაბინი ნაჩვენებია გულისრევისა და ღებინების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
მიღების წესი და დოზირება :
პრეპარატი გამოიყენება უმცირესი ეფექტური დოზით, თერაპიული ეფექტის უზრუნველსაყოფად უმოკლესი კურსით.
სარაბინის მიღება რეკომენდებულია ჭამამდე 15-30 წუთით ადრე. კვების შემდეგ მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია დომპერიდონის აბსორბციის შენელება.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეული გრაფიკით, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მოზრდილებსადამოზარდებში (12 წლის ასაკის ზევით და 35 კგ-ზე მეტი წონის): თითო ტაბლეტი დღეში 3-ჯერ; მაქსიმალური დღიური დოზაა 30 მგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: დომპერიდონი უკუნაჩვენებია ღვიძლის საშუალო (Child-Pugh 7-დან 9-მდე) და მძიმე (Child-Pugh > 9) ხარისხის უკმარისობის დროს. ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის დროს (Child-Pugh 5-დან 6-მდე) დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (შრატის კრეატინინი > 6 მგ/100 მლ, ე.ი. 0.6 მმოლ/ლ) დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლიების გამო, პრეპარატის გამოყენების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში 1-2-მდე, დარღვევის სიმძიმის მიხედვით. ასევე შესაძლებელია დოზის შემცირება. ასეთ პაციენტებზე საჭიროა სათანადო სამედიცინო დაკვირვება.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში და 35 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე პირებში პრეპარატის გამოყენება რეკომედებული არ არის.
გვერდითი მოვლენები :
გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000), უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება).
იმუნური სისტემის მხრივ: უცნობი სიხშირის - ანაფილაქსიური რეაქციები (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით).
ფსიქიკური დარღვევები: არახშირი - ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, აგზნება, ნევროზულობა.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი - ძილიანობა, თავის ტკივილი,ექსტრაპირამიდული დარღვევები, კრუნჩხვა, მოუსვენარი ფეხების სინდრომის გამწვავება (პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში).
მხედველობის ორგანოს მხრივ: უცნობი სიხშირის - ოკულოგირული კრიზი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: უცნობი სიხშირის - პარკუჭოვანი არითმია, QTc ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია, უეცარი გულისმიერი სიკვდილი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი - პირის სიმშრალე; არახშირი - დიარეა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირი - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; უცნობი სიხშირის - ანგიონევროზული შეშუპება.
თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: უცნობი სიხშირის - შარდის შეკავება.
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირი - გალაქტორეა, ტკივილი სარძევე ჯირკვლების არეში, სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა; უცნობი სიხშირის - გინეკომასტია, ამენორეა.
სხვა: არახშირი - ასთენია.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები: უცნობი სიხშირის - ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევა, სისხლში პროლაქტინის დონის მომატება.
კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც დომპერიდონი გამოიყენებოდა უფრო მაღალი დოზებით, ხანგრძლივი პერიოდით და დამატებითი ჩვენებებით (მათ შორის, დიაბეტური გასტროპარეზი) ზემოაღნიშნული არასასურველი რეაქციების გარდა ასევე აღინიშნა: აკათიზია, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების ზომაში მატება, სარძევე ჯირკვლის შეშუპება, დეპრესია, ჰიპერმგრძნობელობა, ლაქტაციის დარღვევები და არარეგულარული მენსტრუაცია.
იმშემთხვევაში, თუგამოვლინდაისეთიგვერდითიმოვლენა, რომელიცარარისაღნიშნულიგამოყენებისინსტრუქციაში, პაციენტმაუნდამიმართოსმკურნალექიმს.
უკუჩვენება :
- მომატებული მგრძნობელობა დომპერიდონის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- ჰიპოფიზის პროლაქტინ-სეკრეტორული სიმსივნე (პროლაქტინომა).
- მდგომარეობები, როდესაც კუჭის მოტორიკის სტიმულაცია შეიძლება იყოს საზიანო, მაგ.: კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, მექანიკური გაუვალობის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში.
- ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა.
- გულის გამტარობის დარღვევა, QTc ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით, ელექტროლიტური ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევები ან გულის თანმხლები დაავადებები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა.
- ერთდროული მიღება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან ერთად, აპომორფინის გარდა.
- ერთდროული მიღება CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად (მათი QT ინტერვალზე ზემოქმედების ეფექტის მიუხედავად).
- დადასტურებული ან საეჭვო ფეოქრომოციტომა, მძიმე ჰიპერტენზიული ეპიზოდების განვითარების რისკის გამო.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება :
CYP3A4-ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში დომპერიდონის დონის მატება. დომპერიდონის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო, იზრდება QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი.
პრეპარატები, რომლებთანაც დომპერიდონის გამოყენება უკუნაჩვენებია:
- QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელი სამკურნალო საშუალებები: IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ.: დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი); III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ.: ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი); ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ.: ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი); ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგ.: ციტალოპრამი, ესციტალოპრამი); ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგ.: ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი); ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (მაგ.: პენტამიდინი); ზოგიერთი მალარიის საწინააღმდეგო საშუალება (კერძოდ, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი); ზოგიერთი კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალება (მაგ.: ციზაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი); ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგ.: მეკვიტაზინი, მიზოლასტინი); ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი (მაგ.: ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი); ზოგიერთი სხვა მედიკამენტი (მაგ.: ბეპრიდილი, დიფემანილი, მეთადონი); აპომორფინი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთდროული მიღების სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს და მკაცრად არის დაცული აპომორფინის გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული სიფრთხილის ზომები.
- CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები (მიუხედავად მათი ეფექტისა QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე): პროტეაზას ინჰიბიტორები; სისტემური მოქმედების აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებები (მაგ., იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ვორიკონაზოლი); ზოგიერთი მაკროლიდი (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი).
პრეპარატები, რომლებთანაც დომპერიდონის გამოყენება არარისრეკომენდებული: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, კერძოდ: დილთიაზემი, ვერაპამილი და ზოგიერთი მაკროლიდი.
პრეპარატები, რომლებთანაც დომპერიდონის გამოყენება საჭიროებსსიფრთხილეს:
ბრადიკარდიისა და ჰიპოკალიემიის გამომწვევი პრეპარატები, ასევე მაკროლიდები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას: აზითრომიცინი და როქსითრომიცინი (კლარითრომიცინი უკუნაჩვენებია, რადგან ის წარმოადგენს CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორს).
ზემოთ მოყვანილი პრეპარატების ჩამონათვალი არის სახელმძღვანელო ხასიათის და არ არის ამომწურავი.
ჭარბი დოზირება :
სიმპტომები. ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აგზნებას, ცნობიერების შეცვლას, კრუნჩხვებს, დეზორიენტაციას, ძილიანობასა და ექსტრაპირამიდულ რეაქციებს.
მკურნალობა. დომპერიდონის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სტანდარტული სიმპტომური მკურნალობა. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის გამოყენება. QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივების გამო, აუცილებელია ეკგ-მონიტორინგი, მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და შემანარჩუნებელი თერაპია. ექსტრაპირამიდული რეაქციების კონტროლისთვის შესაძლოა ეფექტური იყოს ანტიქოლინერგული და პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება.
ორსულობა და ლაქტაცია :
ორსულობის დროს დომპერიდონის გამოყენების შესახებ პოსტმარკეტინგული მონაცემები შეზღუდულია. რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზემოქმედების პოტენციული რისკი ადამიანებში გამოყენებისას არ არის ცნობილი. ამიტომ, სარაბინის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. დომპერიდონი გამოიყოფა დედის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები იღებენ დედის მიერ მიღებული დოზის (სხეულის წონაზე გათვლილი) 0.1%-ზე ნაკლებს. დედის რძით მიღებული პრეპარატის ზემოქმედების შემდეგ, არ არის გამორიცხული გვერდითი ეფექტების განვითარება. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან დომპერიდონით თერაპიის შეწყვეტის/თავშეკავების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით. სიფრთხილეა საჭირო, თუ ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილს აქვს QTc ინტერვალის გახანგრძლივების რისკ-ფაქტორები.
განსაკუთრებული მითითებები:
კარდიოვასკულურიეფექტები. დომპერიდონის გამოყენება დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან და პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკის გამო, პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში QT ინტერვალების ცნობილი არსებული გახანგრძლივებით (განსაკუთრებით QTc), მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დარღვევებით (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია), ბრადიკარდიით, ან გულის თანმხლები დაავადებებით, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა. უფრო მაღალი რისკი აღინიშნება 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დომპერიდონის 30 მგ-ზე მეტ დღიურ დოზას და პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს ან CYP3A4-ის ინჰიბიტორებს.
გულის რითმის დარღვევებთან დაკავშირებული ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს დომპერიდონის გამოყენება და გაიაროს კონსულტაცია ექიმთან. თერაპიის დროს პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს გულის მხრივ ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შესახებ.
აპომორფინთან გამოყენება: დომპერიდონი უკუნაჩვენებია QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან, მათ შორის აპომორფინთან ერთად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აპომორფინთან ერთდროული გამოყენების სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ რისკს და მხოლოდ იმ პირობით, თუ მკაცრად არის დაცული აპომორფინის ინსტრუქციაში მითითებული სიფრთხილის ზომები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის მძიმე უკმარისობისას (შრატის კრეატინინი > 6 მგ/100 მლ, ე.ი. 0.6 მმოლ/ლ) დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება. შესაბამისად, დომპერიდონის მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს დღეში, დარღვევის სიმძიმის მიხედვით. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირებაც.
ლევოდოპასთან ერთდროული მიღება: დომპერიდონისა და ლევოდოპას ერთდროული მიღების დროს აღინიშნება პლაზმაში ლევოდოპას კონცენტრაციის მომატება (მაქსიმუმ 30-40%-ით), აგრამ ითვლება, რომ ლევოდოპას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პრეპარატისზემოქმედებაავტოტრანსპორტისადამექანიზმებისმართვისუნარზე:
დომპერიდონის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა. ამიტომ პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალების მართვისგან, რთული მექანიზმების გამოყენებისგან და ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებასა და კოორდინაციას, სანამ არ დაადგინდება რა გავლენას ახდენს მათზე აღნიშნული პრეპარატის გამოყენება.
შეფუთვა :
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები :
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალურიდათვალიერებისშედეგადაღმოჩენილირაიმესახისდეფექტისშემთხვევაშიპრეპარატისმიღებადაუშვებელია.
ვარგისობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი :
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი :
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge










