აცეტილცისტეინი 600მგ #30ტ

აცეტილცისტეინი 600მგ #30ტ

25.00 ლარი 22.50 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ბანგლადეში
მწარმოებელი: დრაგ ინტერნეშენალ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აცეტილცისტეინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 169877
გააზიარე:

პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება

1. სამკურნალო პროდუქტის დასახელება

აცეტილცისტეინი-600 დისპერგირებადი ტაბლეტები

2. თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული დისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები

თითოეული დისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს:

• 10 მგ სუკრალოზა

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ 6.1 პუნქტი.

3. ფარმაცევტული ფორმა

დისპერგირებადი ტაბლეტი

თეთრი ფერის მრგვალი, ბრტყელი ფორმის ტაბლეტი, ერთ მხარეს დაბეჭდილი მონოგრამით და მეორე მხარეს გამყოფი ნიშნით, ლაქების გარეშე.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 თერაპიული ჩვენებები

აცეტილცისტეინი-600 ნაჩვენებია მოზრდილებში, როგორც მუკოლიზური საშუალება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა დროსაც საჭიროა ბრონქული სეკრეციის სიბლანტის შემცირება ამოხველების გასაადვილებლად.

4.2 დოზირება და მიღების წესი

დოზირება

მოზრდილები:

600 მგ აცეტილცისტეინი დღეში ერთხელ.

პედიატრიული პოპულაცია:

2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

აცეტილცისტეინი-600-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.

2 წლამდე ასაკის ბავშვები

აცეტილცისტეინი-600 უკუნაჩვენებია 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. ნაწილები 4.3 და 4.4).

თერაპიის ხანგრძლივობა

თერაპიის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს კლინიცისტმა, მდგომარეობის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით.

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენებისთვის

პერორალური გამოყენების წინ ტაბლეტი უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში.

აცეტილცისტეინი-600 უნდა მიიღონ ჭამის შემდეგ.

ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება შეამციროს კლირენსი და გაზარდოს აცეტილცისტეინის პლაზმური დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების ზრდა პრეპარატის დაგროვების გამო.

4.3 უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

2 წლამდე ასაკის ბავშვები (იხ. ნაწილი 4.4).

აქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო, აცეტილცისტეინი-600 არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში. ხელმისაწვდომია სხვა სიძლიერის პრეპარატები.

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

აცეტილცისტეინი-600 სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასთმის ან ბრონქოსპაზმის მქონე პაციენტებში. ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში, გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ძალიან იშვიათად, აცეტილცისტეინის გამოყენებისას დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი,. პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, თუ განვითარდება კანის ან ლორწოვანი გარსის ახალი დაზიანებები და სიფრთხილის მიზნით, გამოყენება უნდა შეწყდეს.

აცეტილცისტეინ-600 სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხველის რეფლექსის დაქვეითების მქონე პაციენტებში (მაგ., ხანდაზმული ან დასუსტებული პაციენტები). განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ბრონქული სეკრეტის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს გათხევადების გამო. პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ბრონქული სეკრეტის ეფექტურად ამოხველება, უნდა ჩატარდეს პოსტურალური დრენაჟი და ბრონქოასპირაცია.

დისპერგირებადი ტაბლეტები მიღებამდე სრულად უნდა გაიხსნას (იხ. ნაწილი 4.2). სრულად გაუხსნელი ტაბლეტები წარმოადგენს დახრჩობისა და ასპირაციის რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.

ეს პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების და პეპტიური წყლულის ისტორიის მქონე პაციენტების მიერ.

სიფრთხილეა საჭირო ჰისტამინის აუტანლობის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობა თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან აცეტილცისტეინი-600 გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს აუტანლობის სიმპტომები (მაგ., თავის ტკივილი, სურდო, ქავილი).

პედიატრიული პოპულაცია

მუკოლიზურმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ჩვილის ფიზიოლოგიის გამო. ნახველის ამოხველების უნარი შეიძლება შეზღუდული იყოს. მუკოლიზური სამკურნალო საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში დადგენილი არ არის.

ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება შეამციროს კლირენსი და გაზარდოს აცეტილცისტეინის პლაზმური დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების ზრდა პრეპარატის დაგროვების გამო.

ექსციპიენტები

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს სუკრალოზას. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტაზას სრული დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ ეს წამალი.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ანტიბიოტიკები: in vitro ტესტები აჩვენებს, რომ გარკვეული ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინი, ამინოგლიკოზიდები, პენიცილინი) ინაქტივირდება აცეტილცისტეინთან პირდაპირ შერევისას. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა პერორალური ანტიბიოტიკების თანმხლები გამოყენება, მიღება უნდა მოხდეს მინიმუმ ორსაათიანი ინტერვალით. ეს არ ვრცელდება ცეფიქსიმსა და ლორაკარბეფზე.

ნიტროგლიცერინი: აცეტილცისტეინმა შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ვაზოდილატაციური ეფექტი. საჭიროა პაციენტზე დაკვირვება ჰიპოტენზიის საგნზე, იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია თანმხლები მკურნალობა.

აქტივირებული ნახშირის გამოყენებამ შეიძლება შეასუსტოს აცეტილცისტეინის ეფექტი.

ხველის საწინააღმდეგო საშუალებები: არ უნდა იქნას მიღებული ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რადგან ხველის დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში სეკრეტორული შეგუბება.

ლაბორატორიული ტესტები: შეიძლება გავლენა მოახდინოს სალიცილატების კოლორიმეტრიულ ანალიზზე. აცეტილცისტეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის ანალიზში კეტონური სხეულების განსაზღვრის შედეგებზე.

აცეტილცისტეინს აქვს შესაძლო ხელატური ეფექტი და შეიძლება შეამციროს გარკვეული მძიმე მეტალების მარილების ბიოშეღწევადობა. სიფრთხილის მიზნით, აცეტილცისტეინი და მძიმე მეტალების მარილები უნდა იქნას მიღებული ცალ-ცალკე, დღის სხვადასხვა დროს.

4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულ ქალებში აცეტილცისტეინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ აჩვენებს მავნე ზემოქმედებას ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (იხ. ნაწილი 5.3).

ძუძუთი კვება

არ არსებობს ინფორმაცია აცეტილცისტეინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ.

აცეტილცისტეინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა მოხდეს მხოლოდ რისკის/სარგებლის მკაცრი შეფასების შემდეგ.

ფერრტილობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ აჩვენებს აცეტილცისტეინის მავნე ზემოქმედებას ნაყოფიერებაზე (იხ. ნაწილი 5.3).

4.7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

აცეტილცისტეინი-600-ს არ აქვს გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

4.8 არასასურველი ეფექტები

ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია აცეტილცისტეინის პერორალური მიღების შემდეგ არასასურველი ეფექტები ორგანოთა სისტემური კლასის (SOC) მიხედვით.

ორგანო თა სისტემური კლასი

არასასურველი ეფექტი

იშვიათი

(≥1/1,000-დან <1/100-მდე)

იშვიათი

(≥1/10,000-დან <1/1,000-მდე)

ძალიან იშვიათი

(<1/10,000)

უცნობი

(არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)

იმუნური სისტემის მზრივ დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

 

ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი

 

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

თავის ტკივილი

     

ყურისა და ლაბირინთის მხრივ დარღვევები

ტინიტუსი

     

გულის მხრივ დარღვევები

ტაქიკარდია 1

     

სისხლძარღვოვანი დარღვევები

   

სისხლდენა 1

 

სასუნთქი გზების , გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

 

ქოშინი 2 , ბრონქოსპაზმი 1,2

   

კუჭ - ნაწლავის მხრივ დარღვევები

სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა

დისპეფსია

   

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

ქავილი 1 , ჭინჭრის ციება 1 , ეგზანთემა 1 , გამონაყარი 1 , ანგიონევროზული შეშუპება 1

 

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი

 

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობები

პირექსია

   

სახის შეშუპება

გამოკვლევები

არტერიული წნევის დაქვეითება 1

     

1. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებთან ასოცირებული

2 ძირითადად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასთმასთან დაკავშირებული ჰიპერრეაქტიული ბრონქული სისტემა

აღწერილია კანის მძიმე რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, რომლებიც კავშირშია აცეტილცისტეინის მიღებასთან.

ამ შემთხვევების უმეტესობაში, მიღებული იყო სულ მცირე ერთი სხვა ფარმაცევტული ნივთიერება, რომელმაც შესაძლოა გააძლიერა აღწერილი ლორწოვან-კანის ეფექტები. ამიტომ, კანისა და ლორწოვანი გარსის ახალი ცვლილებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს და შეწყვიტონ აცეტილცისტეინის მიღება. აცეტილცისტეინის თანაარსებობისას თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება დადასტურებულია სხვადასხვა კვლევებში. ამის კლინიკური მნიშვნელობა ჯერ არ არის დადგენილი.

პეპტიური წყლულის ან მისი ისტორიის მქონე პაციენტებში, აცეტილცისტეინს შეიძლება ჰქონდეს არასასურველი ეფექტი კუჭის ლორწოვან გარსზე.

4.9 დოზის გადაჭარბება

აცეტილცისტეინის პერორალური ფარმაცევტული ფორმების ტოქსიკური დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. კლინიკურ კვლევებში მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ 11.6 გ აცეტილცისტეინს დღეში პერორალურად სამი თვის განმავლობაში, სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა. აცეტილცისტეინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა შემანარჩუნებელი თერაპია.

არსებობს ადამიანებში პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის ინტრავენური აცეტილცისტეინით მკურნალობის გამოცდილება, აცეტილცისტეინის მაქსიმალური დღიური დოზების 30 გ-მდე გამოყენებით.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალებები, ხველის დამთრგუნველი საშუალებების და მუკოლიზურ საშუალებებთან კომბინაციების გამოკლებით

ათქ კოდი: R05CB01

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

აცეტილცისტეინი ახდენს ლორწოს დეპოლიმერიზაციას in vitro ლორწოში არსებულ მაკრომოლეკულებს შორის დისულფიდური კავშირების გაწყვეტით, რითაც ამცირებს ლორწოვანი გარსის სიბლანტეს.

აცეტილცისტეინი ააქტიურებს წამწამოვან ეპითელიუმს. ამრიგად, უმჯობესდება ბრონქული სეკრეტის დენადობა და გავლა, რაც ხელს უწყობს ამოხველებას და აუმჯობესებს მუკოცილიურ კლირენსს. ადამიანის სასუნთქი გზების in vitro მოდელის სისტემებში, აცეტილცისტეინი თრგუნავს ბაქტერიების ადჰეზიას წამწამოვან ეპითელურ უჯრედებზე. აცეტილცისტეინი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და წარმოადგენს ცისტეინის წინამორბედს, რომელიც წარმოადგენს გლუტათიონის სინთეზის სიჩქარის შემზღუდველ ამინომჟავას ქსოვილების უმეტესობაში. გლუტათიონი წარმოდგენილია ნორმალური ქვედა სასუნთქი გზების ეპითელურ სითხეში, სადაც, სავარაუდოდ, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელური უჯრედების ანტიოქსიდანტური დაცვის უზრუნველყოფაში. ჟანგვითი მექანიზმები მონაწილეობს ფილტვების რიგი დაავადებების პათოგენეზში.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ, აცეტილცისტეინი სწრაფად შეიწოვება; თუმცა, ბიოშეღწევადობა დაბალია (დაახლოებით 10%) წვრილ ნაწლავსა და ღვიძლში ინტენსიური პირველი გავლის მეტაბოლიზმის გამო. ადამიანებში აცეტილცისტეინის ერთჯერადი 600 მგ პერორალური დოზის შემდეგ, 4.6 μM-ის პიკური პლაზმური კონცენტრაცია დაფიქსირდა 1 საათში, ხოლო პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად შემცირდა 2.5 μM-მდე 90 წუთში (პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათი). აცეტილცისტეინი პრაქტიკულად არ არის აღმოჩენილი მიღებიდან 10-12 საათის შემდეგ. ბიოტრანსფორმაცია

აცეტილცისტეინი განიცდის სწრაფ დეაცეტილირებას in vivo ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერების ცისტეინის წარმოქმნით, რითაც შედის ცისტეინის ნორმალურ მეტაბოლურ გზაში. აცეტილცისტეინი ასევე განიცდის დაჟანგვას სხვადასხვა მეტაბოლიტების, მათ შორის დიაცეტილცისტეინის წარმოქმნით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა იწვევს პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას 8 საათამდე.

აცეტილცისტეინი შეიძლება პლაზმაში იყოს წარმოდგენილი როგორც საწყისი ნაერთი ან სხვადასხვა დაჟანგული მეტაბოლიტების, მათ შორის N-აცეტილცისტეინის და ცისტეინის სახით და თავისუფალი ან შეკავშირებული პლაზმის ცილებთან, ლაბილური დისულფიდური ბმებით, ან ცილის პეპტიდურ ჯაჭვებში ინტეგრირებული ფრაქციის სახით. აცეტილცისტეინის 100 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ფილტვის ქსოვილში 48% იზომებოდა.

აცეტილცისტეინის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 50%-ია.

გამოყოფა

აცეტილცისტეინის პერორალური მიღების შემდეგ, ექსკრეცია თითქმის ექსკლუზიურად თირკმლისმიერია (22% - 30%), უპირატესად არაორგანული სულფატების სახით, მხოლოდ 3% გამოიყოფა განავალში. ჯანმრთელ სუბიექტებში ორგანიზმის საერთო კლირენსი არის 6.5 ლ/სთ. საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6 საათია.

5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ვირთაგვებსა და ძაღლებზე ჩატარებულმა 1 წლამდე ხანგრძლივობის ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებმა პათოლოგიური ცვლილებები არ აჩვენა.

აცეტილცისტეინის მუტაგენური ეფექტები მოსალოდნელი არ არის. ერთი in vitro ტესტის შედეგი უარყოფითი იყო. აცეტილცისტეინის სიმსივნური პოტენციალის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

ბოცვრებსა და ვირთაგვებზე ჩატარებულ ემბრიოტოქსიკურობის კვლევებში მალფორმაციები არ დაფიქსირებულა. ფერტილობისა და პერინატალური/პოსტნატალური ტოქსიკურობის კვლევები იყო უარყოფითი.

N-აცეტილცისტეინი ვირთაგვებში კვეთს პლაცენტას და აღმოჩენილია ამნიონურ სითხეში. L-ცისტეინის მეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაცენტასა და ნაყოფის პლაზმაში აღემატება დედის პლაზმაში კონცენტრაციას, პერორალური მიღებიდან 8 საათამდე.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების სია

მიკროსტილული ცელულოზა

პრეჟელატინიზებული სახამებელი

კროსპოვიდონი

ლიმონის არომატის ფხვნილი

სუკრალოზა

მაგნიუმის სტეარატი.

6.2 შეუთავსებლობა

აცეტილცისტეინი-600 არ უნდა შეერიოს ანტიბიოტიკებს.

აცეტილცისტეინმა შეიძლება დააზიანოს რეზინი და ლითონი (მათ შორის რკინა, ნიკელი და სპილენძი). თუ შეყვანა ხდება ნაზოგასტრალური ან ნაზოინესტინური ზონდის მეშვეობით, რეკომენდებულია მინის და/ან პლასტმასის შეყვანის სისტემის გამოყენება.

6.3 ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

6.4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

6.5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა

6 დისპერგირებადი ტაბლეტი თითოეულ ალუ-ალუ ბლისტერში და 5 ბლისტერი თითო ჩანართით თითოეულ კოლოფში.

6.6 განადგურების და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა გადაიყაროს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

“DRUG INTERNATIONAL LIMITED”,

Bangladesh

8. მწარმოებელი

“DRUG INTERNATIONAL LIMITED”,

Bangladesh

9. პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი