ნუროდუალი 200მგ/500მგ #20ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ნუროდუალი
(Nurodual)
ზოგადი დახასიათება :
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება :
იბუპროფენი, პარაცეტამოლი.
ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები :
თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა :
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
იბუპროფენი - 200 მგ;
პარაცეტამოლი - 500 მგ;
დამხმარენივთიერებები: ნატრიუმის ლაურილ სულფატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-30, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სტეარინმჟავა (მიკრონიზებული);
გარსისშემადგენლობა: ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
გამოშვების ფორმა :
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 200 მგ + 500 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
პროპიონმჟვას წარმოებულები. იბუპროფენის კომბინაცია სხვა პრეპარატებთან.
ათქ-კოდი: M01AE51.
ფარმაკოლოგიური თვისებები :
იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებათა (ასას) კლასს. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. პროსტაგლანდინები ზრდიან ნოციცეპტორული აფერენტული ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობას ბრადიკინინის მიმართ. შესაბამისად, იბუპროფენი აღწევს ანალგეზიურ ეფექტს ციკლოოქსიგენაზა-2-ის (COX-2) პერიფერიული ინჰიბირების გზით, რაც ამცირებს ნოციცეპტორული დაბოლოებების სენსიტიზაციას. ასევე დადასტურებულია, რომ იბუპროფენი თრგუნავს ინდუცირებულ ლეიკოციტების მიგრაციას ანთებით კერაში. მას გააჩნია გამოხატული მოქმედება ზურგის ტვინში, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებასთან. იბუპროფენის ანტიპირეტული ეფექტი განპირობებულია ჰიპოთალამუსში პროსტაგლანდინების ცენტრალური ინჰიბირებით. პრეპარატი შექცევადად თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. იბუპროფენი ამცირებს ანთებით ტკივილს, შეშუპებასა და ჰიპერთერმიას.
პარაცეტამოლს აქვს მკაფიოდ გამოხატული ანტინოციცეპური და ცენტრალური COX-2-ის დამთრგუნველი მოქმედება. პარაცეტამოლს ასევე შეუძლია დაღმავალი 5-ჰიდროქსიტრიპტამინული (სეროტონინული) გზების სტიმულირება, რომლებიც აინჰიბირებენ ნოციცეპტური სიგნალის გადაცემას ზურგის ტვინში. არსებული მონაცემებით პარაცეტამოლი არის პერიფერიული ციკლოოქსიგენაზა-1-ის და ციკლოოქსიგენაზა-2-ის სუსტი ინჰიბიტორი.
ფარმაკოკინეტიკა :
აბსორბცია:
იბუპროფენი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს. იბუპროფენი ასევე გადადის სინოვიალურ სითხეში. პრეპარატის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1–2 საათში, ცარიელ კუჭზე მიღებისას. იბუპროფენის საკვებთან ერთად მიღებისას მისი პლაზმის პიკური კონცენტრაცია იყო უფრო დაბალი და შეწოვა იგვიანებდა 25 წუთით, თუმცა, შეწოვის საერთო ხარისხი რჩებოდა უცვლელი.
პარაცეტამოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დოზადამოკიდებულია. პარაცეტამოლის Cmax სისხლის პლაზმაში ფიქსირდება უზმოზე მიღებიდან 0.5-0.67 საათში. საკვებთან ერთად პარაცეტამოლის მიღებისას მისი პიკური კონცენტრაცია მცირდება და მიიღწევა საშუალოდ 55 წუთით გვიან, მაგრამ, აბსორბციის ხარისხი არის თანაბარი.
ბიოტრანსფორმაცია:
იბუპროფენი მეტაბოლიზდება ღვიძლში ორ ძირითად მეტაბოლიტად და გამოიყოფა თირკმელებით როგორც უცვლელი სახით, ისე კონიუგატების სახით. ნახევარგამოყოფის დრო საშუალოდ შეადგენს 2 საათს. იბუპროფენი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. იბუპროფენის ბიოტრანსფორმაციის ხარისხი თითქმის უცვლელია ასაკოვან პაციენტებში.
პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სულფატების კონიუგატების სახით, დაახლოებით 10% - გლუტათიონთან კონიუგატების სახით. უცვლელი სახით გამოიყოფა 5%-ზე ნაკლები. ნახევარგამოყოფის დრო შეადგენს 3 საათს. მინორული ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი, რომელიც ძირითადად გამოიყოფა ღვიძლში მცირე რაოდენობით შერეული ფუნქციების ოქსიდაზების მიერ და რომლის დეტოქსიკაცია ხდება კონიუგაციით ღვიძლის გლუტათიონთან, შესაძლოა დაგროვდეს პარაცეტამოლის ზედოზირების შემდეგ და გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
არ შეიმჩნევა მნიშვნელოვანი სხვაობა პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკაში ხანდაზმულ პაციენტებს შორის.
იბუპროფენისა და პარაცეტამოლის ფარმაკოკინეტიკური პროფილები არ იცვლება ერთჯერადი ან მრავალჯერადი მიღებისას. ნუროდუალი შემუშავებულია ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს კომპონენტების ერთდროულ გამოყოფას, რის წყალობითაც აქტიური ნივთიერებები ავლენენ კომბინირებულ ეფექტს.
ჩვენება :
ნუროდუალი ეფექტურად უმკლავდება ისეთ ტკივილს, რომელთანაც იბუპროფენი ან პარაცეტამოლი ცალკე არაეფექტურია.
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული, იუვენილური და ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ოსტეოართროზი, სახსრისმიერი სინდრომი პოდაგრის გამწვავებისას და სხვა. პრეპარატი ახდენს სიმპტომურ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: ოსალგია, ართრალგია, მიალგია, ნევრალგია, პოსტოპერაციული და პოსტტრავმატული ტკივილი, ტკივილი ლორ-ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების და გინეკოლოგიური დაავადებების დროს, შაკიკი, თავის და კბილის ტკივილი;
- როგორც სიცხის დამწევი საშუალება ინფექციური დაავადებების და აცრის შემდგომი რეაქციების დროს.
მიღების წესი და დოზირება :
მიიღება მხოლოდ მოზრდილებში. უკუნაჩვენებია მიღება 18 წლამდე ასაკის პირებში.
ნუროდუალი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენიბით სითხის მიყოლებით. პრეპარატის დოზა დგინდება ინდივიდუალურად დაავადების ნოზოლოგიური ფორმის და კლინიკური გამოვლინებების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ტაბლეტი არაა საკმარისი სიმპტომების აღმოსაფხვრელად, დასაშვებია 2 ტაბლეტის მიღება დღეში 3-ჯერ იმ პირობით, რომ პრეპარატის მიღებებს შორის მინიმალური დროის ინტერვალი იქნება არაუმცირეს 6 საათისა, მაგრამ ამასთანავე მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს (1200 მგ იბუპროფენი, 3000 მგ პარაცეტამოლი). გვერდითი მოვლენების მინიმიზაციის მიზნით, მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად.
ასაკოვან პაციენტებში მედიკამენტი უნდა დაინიშნოს მინიმალური შესაძლო დოზირებითა და განსაკუთრებული სიფრთხილით, რადგან აღნიშნულ ასაკოვან ჯგუფში უფრო მაღალია გასტროინტესტინული სისხლდენის რისკი.
გვერდითი მოვლენები :
ნუროდუალმა, ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, რომლებიც ყველასთან არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია განისაზღვროს არსებული მონაცემებით).
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათი - ჰემატოპოეზის დარღვევა;
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ზემგრძნობელობის რეაქციები, ურტიკარია, ქავილი, ძალიან იშვიათი - ზემგრძნობელობის რეაქციების სიმპტომები: სახის, ენის და ყელის შეშუპება, დისპნოე, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (ანაფილაქსიური შოკი, ანგიოედემა და მძიმე შოკი);
ფსიქიკური დარღვევები: ძალიან იშვიათად - გონების დაბინდვა, დეპრესია და ჰალუცინაციები;
ნერვულისისტემისმხრივ: არახშირად - თავის ტკივილი და თავბრუ, იშვიათად - პარესთეზია, ძალიან იშვიათად - ასეპტიკური მენინგიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, ძილიანობა;
მხედველობისორგანოებისმხრივ: ძალიან იშვიათად - მხედველობის დარღვევა;
სმენითი ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - ყურებში შუილი და თავბრუ;
გულ-სისხლძარღვთასისტემისმხრივ: ხშირად - შეშუპება, ძალიან იშვიათად - გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, სიხშირე უცნობია - კოუნისის სინდრომი;
სასუნთქი სიტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ასთმა, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი;
საჭმლისმომნელებელისისტემისმხრივ: ხშირად - აბდომინალური ტკივილი, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, დისკომფორტი მუცლის არეში, არახშირად - კუჭის წყლული, გასტროინტესტინური პერფორაცია ჰემორაგიით, მელენა, სისხლიანი ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანება, წყლულოვანი გასტრიტისა და კრონის დაავადების გამწვავება, პანკრეატიტი და მეტეორიზმი;
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად - ჰიპერჰიდროზი, არახშირად - გამონაყარი, ძალიან იშვიათად - კანის მძიმე გვერდითი მოვლენები (SCARs): მულტიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენს-ჯონსის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, სიხშირე უცნობია - წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემური სიმპტომები (DRESS სინდრომი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზური გამონაყარი (AGEP);
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ: სიხშირე უცნობია - დაქვეითებული მადა, ჰიპოკალემია, მეტაბოლური აციდოზი;
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ნეფროტოქსიკურობის სხვადასხვა ფორმები, მათ შორის ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროტოქსიკური სინდრომი, მწვავე ან ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, სიხშირე უცნობია - შარდსაწვეთის ტკივილი, დიზურია, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი;
ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების მხრივ: ძალიან იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი და სიყვითლე;
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ხშირად - ალანინამინოტრანსფერაზას და გამაგლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება, ღვიძლის სინჯების მაჩვენებლების გადახრა, კრეატინინისა და შარდოვანას დონის მომატება შარდში, არახშირად - ასპარტატამინოტრანსფერაზას, ტუტე ფოსფატაზას, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, ჰემოგლობინის დონის შემცირება და თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა;
გვერდითი მოვლენების გამოვლინება დამოკიდებულია დოზაზე, რის გამოც საჭიროა თავის შეკავება მაქსიმალური დოზის დანიშვნისაგან.
იმშემთხვევაში, თუგამოვლინდაისეთიგვერდითიმოვლენები, რომლებიცარარისაღნიშნულიგამოყენებისინსტრუქციაში, პაციენტმაუნდამიმართოსმკურნალექიმს.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავასთან ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ასოცირებული ზემგრძნობელობის რეაქციები (ბრონქოსპაზმი, ანგიოედემა, ასთმა, რინიტი ან ურტიკარია), გასტროინტესტინური წყლულის/პერფორაციის ან სისხლდენის ისტორია, კოაგულაციის დეფექტები, ღვიძლის, თირკმლისა და გულის (NYHA-ს კლასიფიკაციით IV კლასი) უკმარისობა, სხვა ასას-ებთან (როგორიცაა COX-2-ის სელექციური ინჰიბიტორები და აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-მდე) გამოყენება, ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება :
ნუროდუალი (როგორც სხვა პარაცეტამოლის შემცველი საშუალებები) უკუნაჩვენებია სხვა პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან გვერდითი ეფექტების მომატებული რისკის გამო.
- · აცეტილსალიცილის მჟავა: იბუპროფენისა და აცეტილსალიცილის მჟავას ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკის გამო (დასაშვებია აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-მდე გამოყენება);
- · სხვა ასას-ები, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკის გამო;
ნუროდუალი (როგორც სხვა პარაცეტამოლის შემცველი საშუალებები) სიფრთხილით უნდა დაინიშნოს:
- · ქოლესთირამინი: მცირდება პარაცეტამოლის აბოსორბციის სიჩქარე ქოლესთირამინთან მიღებისას. ამიტომაც, მაქსიმალური ანალგეზიური ეფექტის მიღებისათვის მიზანშეწონილია ქოლესთირამინის მიღება არანაკლებ 1 საათით ადრე;
- · მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი: პარაცეტამოლის შეწოვა იზრდება მეტოკლოპრამიდის და დომპერიდონის გამოყენების დროს, თუმცა, პრეპარატების ერთდროული მოხმარებისგან თავის არიდება არ არის აუცილებელი;
- · ვარფარინი: შესაძლოა ვარფარინისა და სხვა კუმარინების ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერება და სისხლდენის რისკის გაზრდა პარაცეტამოლის ხანგრძლივი გამოყენების დროს;
- · ფლუკლოქსაცილინი: პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით. აღნიშნულმა კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზი;
- · ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (აგფ-ის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ-II-ის ინჰიბიტორები) და შარდმდენები: ასას-ებს შეუძლია აღნიშნული პრეპარატების ეფექტურობის შემცირება. ზოგიერთ თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტს, რომელიც ერთდროულად იღებს აგფ-ის ინჰიბიტორებს ან ანგიოტენზინ-II-ის ინჰიბიტორებს და ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორებს, შესაძლოა განუვითარდეს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, რაც შეიძლება თირკმლის უკმარისობის სახით გამოვლინდეს, რომელიც ხშირად შექცევადია. შარდმდენებს შეუძლია ასას-ების ნეფროტოქსიკურობის მომატება;
- · შედედების საწინააღმდეგო საშუალებები და სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები: გასტროინტესტინური სისხლდენის მომატებული რისკი;
- · საგულე გლიკოზიდები: საგულე გლიკოზიდებს შეუძლია გულის უკმარისობის გამწვავება, გორგლოვანი ფილტრაციის ხარისხის შემცირება და სისხლში გლიკოზიდების დონის მომატება;
- · ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიკურობის მომატებული რისკი;
- · იზონიაზიდი: იზონიაზიდთან ერთად შესაძლოა პარაცეტამოლის ტოქსიკურობის ზრდა;
- · ლითიუმის პრეპარატები: მცირდება ლითიუმის პრეპარატების ელიმინაცია;
- · პრეპარატები, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის ფერმენტებს: ასეთმა პრეპარატებმა (მაგ.: კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის ფენიტოინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი) და ალკოჰოლმა შესაძლოა გაზარდონ პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკური ეფექტი;
- · მეტოტრექსატი: მეტოტრექსატის გაზრდილი ელიმინაცია;
- · მიფეპრისტონი: დაუშვებელია ასას-ების გამოყენება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ აღნიშნული პრეპარატის ეფექტს;
- · ქინოლონური ანტიბიოტიკები: ასას-ებისა და ქინოლონური ანტიბიოტიკების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კრუნჩხვები;
- · ტაკროლიმუსი: შესაძლებელია ნეფროტოქსიკურობის გაზრდა ტაკროლიმუსთან ერთად მოხმარებისას;
- · ზიდოვუდინი: ზიდოვუდინთან ასას-ების მოხმარებისას მაღალია ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკი. ჰემოფილიის მქონე აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ იბუპროფენს ზიდოვუდინთან ერთად, მაღალია ჰემართროზებისა და ჰემატომების განვითარების რისკი;
ჭარბი დოზირება :
პარაცეტამოლი:
ღვიძლის დაზიანება შესაძლებელია იმ მოზრდილ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პარაცეტამოლი 10 გ (20 ტაბლეტის ექვივალენტური) რაოდენობით. პარაცეტამოლის 5 გ რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება შემდეგი რისკ-ფაქტორების არსებობისას:
ა) ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანას პრეპარატებითა და სხვა საშუალებებით, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის ფერმენტებს;
ბ) რეკომენდებულზე მაღალი დოზით ალკოჰოლის მოხმარება;
გ) გლუტათიონის მარაგების სავარაუდო ამოწურვა, მაგალითად კვების ქცევითი აშლილობა, მუკოვისციდოზის, აივ-ინფექციის, შიმშილისა ან კახექსიის შედეგად;
დ) იზონიაზიდის მომხმარებელი პაციენტები;
სიმპტომები:
პარაცეტამოლით ზედოზირებიდან 24 საათის განმავლობაში აღსანიშნავია სიფერმკრთალე, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ანორექსია და მუცლის ტკივილი. ღვიძლის დაზიანება შესაძლოა გამოვლინდეს მიღებიდან 12-48 საათში. შესაძლოა განვითარდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა და მეტაბოლური აციდოზი. მძიმე მოწმვლისას ღვიძლის უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს ენცეფალოპათია, სისხლდენა, ჰიპოგლიკემია, თავის ტვინის შეშუპება. თირკმლის მწვავე უკმარისობა მილაკოვანი ნეკროზით, რომელზეც მკაფიოდ მიუთითებს წელის ტკივილი, ჰემატურია და პროტეინურია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დაზიანების გარეშეც. ასევე არსებობს მონაცემები გულის არითმიისა და პანკრეატიტის შესახებ. მძიმე მოწამვლისას შესაძლოა განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი, შესაძლოა პროთრომბინის დროის / INR-ის გაზრდა. შესაძლოა ღვიძლის მწვავე უკმარისობისა და ღვიძლის დაზიანების განვითარება. რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ჰიპოკალიემია და თირკმლის მილაკოვანი აციდოზი. სიმპტომებს შორის აღსანიშნავია ზოგადი სისუსტე.
მკურნალობა:
პარაცეტამოლით ზედოზირებისას ადრეული სიმპტომების არარსებობის გამო მნიშვნელოვანია პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. მოწამვლის სიმპტომები შესაძლოა შემოიფარგლებოდეს გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით. თუ მოწამვლა მოხდა 1 საათის განმავლობაში, მიზანშეწონილია გააქტივებული ნახშირის მიღება. N-აცეტილცისტეინით მკურნალობა ეფექტურია პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა პარაცეტამოლის მოწამვლიდან 8 საათში. იმ შემთხვევაში, თუ ღებინება არ იწვევს პრობლემებს, პერორალური მეთიონინი შესაძლოა იყოს მისაღები ალტერნატივა.
იბუპროფენი:
ბავშვებში 400 მგ/კგ დოზით იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომები. მოზარდებში მწვავე გვერდითი ეფექტები ნაკლებად ვლინდება. ზედოზირებისას იბუპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.5-3 საათს.
სიმპტომები:
პაციენტების უმეტესობაში, რომლებიც იღებდნენ ასას-ების მაღალ დოზებს, უპირატესად ვითარდება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი და იშვიათად დიარეა. შესაძლებელია ასევე თავის ტკივილისა და ნაწლავური სისხლდენის განვითარება
ორსულობა და ლაქტაცია :
პარაცეტამოლი:
კვლევები ცხადყოფენ, რომ პარაცეტამოლის თერაპიული დოზის მოხმარებისას ის ორსულ ქალებში არ იწვევს გვერდით მოვლენებს. პარაცეტამოლის მოხმარება არ იწვევს ნაყოფის განვითარების მანკებს ან ფეტო/ნეონატალ ტოქსიკურობას. მიუხედავად ამისა, ორსულობის დროს პარაცეტამოლი უნდა გამოყენებულ იქნას მინიმალური ეფექტური დოზით, რაც შეიძლება ნაკლები სიხშირით.
იბუპროფენი:
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ნაყოფის ჩამოყალიბებაზე. გულ-სისხლძარღვა სისტემის მანკების განვითარების ალბათობა იზრდება 1%-დან დაახლოებით 1.5%-მდე. ითვლება, რომ დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად იზრდება აღნიშნული რისკიც. იბუპროფენის მეორე ტრიმესტრში მოხმარებისას ის იწვევს არტერიული სადინარის (ductus arteriosus) შევიწროვებას, რის გამოც მწვავე საჭიროების გარეშე პრეპარატის გამოყენება პირველ და მესამე ტრიმესტრში დაუშვებელია. იბუპროფენის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ორსულობის მე-20 კვირიდან საჭიროა მცირეწყლიანობაზე მონიტორიგნი. მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- · კარდიოპულმონური ტოქსიკურობა (არტერიული სადინარის დაზიანება/შევიწროვევა/დახურვა ან პულმონალური ჰიპერტენზია);
- · თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელიც შესაძლოა პროგრესირდეს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგოჰიდროამინოზით;
დედასა და ნაყოფს ორსულობის ბოლოს:
- · შესაძლებელია სისხლდენის დროის მომატება, ანტიაგრეგაციული ეფექტი, რომელიც ვლინდება ძალიან მცირე დოზების მოხმარებისას;
- · საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დაქვეითება;
შესაბამისად, იბუპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ის უნდა გამოყენებული იქნას მკურნალი ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, როდესაც თერაპიის სარგებელი აჭარბებს პრეპარატით მიყენებულ ზიანს.
ლაქტაცია:
იბუპროფენი და მისი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით (0.0008% დედის მიერ მიღებული დოზისა) აღწევენ მეძუძური დედის რძეში. უცნობია პრეპარატის ახალშობილზე უარყოფითი ზეგავლენის ფაქტები. მიღებული მონაცემები არ წარმოადგენს უკუჩვენებას ლაქტაციის პერიოდში. ამიტომაც, ლაქტაციის დროებით შეწყვეტა პრეპარატის მიღების გამო არაა აუცილებელი.
განსაკუთრებული მითითებები :
ნუროდუალის მიღება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.
პარაცეტამოლი:
პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლისა ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პარაცეტამოლის მიღება სხვა პარაცეტამოლის შემცველ პრეპარატებთან დაუშვებელია. ჭარბი დროს პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას. მაღალი ანიონური ნაპრალით მიმდინარე მეტაბოლური აციდოზი (HAGMA), რომელიც განპირობებულია პიროგლუტამინური აციდოზით, დაფიქსირებული იყო ისეთი დაავადებების მქონე პაციენტებში, როგორიცაა: ღვიძლის მძიმე უკმარისობა, სეფსისი, ანორექსია და სხვა გლუტათიონის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზი (მაგალითად, ქრონიკული ალკოჰოლიზმი) და იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პარაცეტამოლით დიდი ხნის განმავლობაში, ან მკურნალობდნენ პარაცეტამოლითა და ფლუკლოქსაცილინით. პიროგლუტამინური აციდოზით მიმდინარე HAGMA-ზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია პარაცეტამოლით მკურნალობის დაუყოვნებელი შეწყვეტა. 5-ოქსიპროლინის რაოდენობის განსაზღვრა შარდში შეიძლება იყოს პიროგლუტამინური აციდოზის კარგი ნიშანი.
იბუპროფენი:
ასაკოვან პაციენტებში: ასაკოვან პაციენტებში შესაძლებელია ასას-ების გვერდითი მოვლენების სიხშირის გაზრდა, განსაკუთრებით კი გასტროინტესტინური სისხლდენისა და პერფორაციის.
სიფრთხილით გამოიყენება ზოგიერთი მდგომარეობის დროს:
- · სასუნთქი გზების დაადებები: არსებობს მონაცემები, რომ ასას-ები იწვევენ ბროქოსპაზმს, ამიტომაც სასურველია ბრონქული ასთმისა ან ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის იბუპროფენის დანიშვნისგან თავის არიდება;
- · გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება: ასას-ების მიღებამ შესაძლოა შეამციროს პროსტაგლანდინების სინთეზი, გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა. აღნიშნული რეაქციის ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება, ხანდაზმულ პაციენტებსა და იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ შარდმდენებით;
იმ პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში (4 კვირაზე მეტი) მკურნალობენ იბუპროფენის მაღალი დოზებით, შესაძლოა განვითარდეს თირკმლის მწვავე მილაკოვანი აციდოზი ჰიპოკალიემიით.
- · კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური ეფექტები:
კოუნისის სინდრომი იყო დაფიქსირებული იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 200 მგ იბუპროფენს / 500 მგ პარაცეტამოლს. კოუნისის სინდრომი არის ზემგრძნობელობის ან ალერგიული რეაქციით განპირობებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეაქცია, რომელიც ვლინდება კორონარული სისხლძარღვების შევიწროებით და შემდგომი ინფარქტით. არტერიული ჰიპერტენზიისა ან/და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა ყურადღება, რადგან ასას-ებს ახასიათებს სითხის შეკავება ორგანიზმში. იბუპროფენის მაღალი დოზებით (2400 მგ დღეში) მოხმარება ზრდის ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს. არაკონტროლირებადი ჰიპერტონიის, შეგუბებითი გულის უკმარისობის (NYHA II-III), დადგენილი გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების ან/და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში იბუპროფენის დანიშვნა უნდა მოხდეს გამოკვლევის შემდეგ, მაღალი დოზების (2400 მგ დღეში) დანიშვნისაგან თავის არიდებით.
- · გასტრო-ინტესტინური სისხლდენა, წყლული და პერფორაცია:
გასტრო-ინტესტინური სისხლდენის ან პერფორაციის რისკი იზრდება იბუპროფენის დოზის ზრდასთან ერთად. ასეთი დარღვევების მქონე პაციენტებისთვის საჭიროა მკურნალობის დაწყება მინიმალური დოზით. ასევე იმ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ აცეტილსალიცილის მჟავით ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც ზრდიან გასტრო-ინტესტინური სისხლდენის რისკს, უნდა განიხილონ გასტროპროტექტორებით (მაგ.: მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) კომბინირებული თერაპია. იმ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან წყლულისა და სისხლდენის განვითარების რისკს (მაგ.: პერორალური კორტიკოსტეროიდები, სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ანტიკოაგულანტები, ვარფარინი, ანტიაგრეგანტები), უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე იბუპროფენის მიღებისას.
- · სისტემური წითელი მგლურა და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება:
სისტემური წითელი მგლურას და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადების მქონე პაციენტებში იზრდება ასეპტიური მენინგიტის განვითარების რისკი.
- · კანის მძიმე გვერდითი რეაქციები:
იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის მძიმე გვერდითი რეაქციები, მათ შორის ექსფოლიატური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და DRESS-სინდრომი, შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს.
- · ქალებში ფერტილობის დარღვევა:
პრეპარატის მიღებამ შესაძლოა დაარღვიოს ფერტილობა ქალებში, რის გამოც არ არის რეკომენდებული აღნიშნული მედიკამენტის მიღება იმ ქალბატონებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ.
- · ფონურად მიმდინარე ინფექციების სიმპტომების შენიღბვა:
ამ პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს მკუნალობის დაგვიანება.
შეფუთვა :
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები :
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალურიდათვალიერებისშედეგადაღმოჩენილირაიმესახისდეფექტისშემთხვევაშიპრეპარატისმიღებადაუშვებელია.
ვარგისობის ვადა : 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა :
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
შპს “ავერსი-რაციონალი“ (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge










