დოვიტა ნატურეფოკუს ქიდსN60გამი
გააზიარე:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების რეკომენდაცია
დოვიტა ნატურეფოკუს ქიდსი
(Dovita Naturefocus Kids)
შემადგენლობა:
1 საღეჭი გამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA - ალგანის ზეთი) – 100 მგ;
ტოკოტრიენოლი (ვიტამინი E) – 10 მგ;
ლიმონის ვერბენა – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მალტიტოლი, გასუფთავებული წყალი, სორბიტოლი, ერითრიტოლი, პექტინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის ბუნებრივი არომატი, კურკუმა, შემომგარსავინივთიერებები: მცენარეული ზეთი, კარნაუბის ცვილი.
არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ლაქტოზას, გმო-ს, ცხოველურ პროდუქტებს (ვეგანური ფორმულა), ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს.
მოქმედების მექანიზმი:
დოვიტა ნატურეფოკუს ქიდსი ლიმონის ნატურალური არომატით წარმოადგენს ინოვაციურ, კომბინირებულ ფორმულას, რომლის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, კოგნიტური ფუნქციებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებას, ემოციური ლაბილურობისა და ჰიპერაქტიურობის დარეგულირებას, ასევე კვებითი დეფიციტის შევსებას.
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) , რომელიც პროდუქტში წყალმცენარეების ზეთისგან არის მიღებული, პრემიუმ ხარისხის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავას ყველაზე სუფთა და მაღალათვისებადი ფორმაა. ტრადიციული თევზის ზეთისგან განსხვავებით, იგი არ შეიცავს ოკეანის მძიმე მეტალებსა და პლასტმასის მიკრონაწილაკებს, არ ახასიათებს თევზის სუნი და გემო. DHA თავის ტვინის რუხი ნივთიერების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს ნერვული სისტემის სწორ ჩამოყალიბებას, ყურადღების კონცენტრაციასა და თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებას; აუმჯობესებს ნეირონებს შორის კავშირს (სინაფსურ გადაცემას), რაც დადებითად აისახება ბავშვის სწავლის უნარზე, მეხსიერებასა და ლოგიკურ აზროვნებაზე.
ტოკოტრიენოლი E ვიტამინის იშვიათი და მაღალტექნოლოგიური ფორმაა, რომელიც თავისი ბიოლოგიური აქტივობით მრავალჯერ აღემატება სტანდარტულ ფორმებს. მას უწოდებენ „21-ე საუკუნის ვიტამინს“, მისი უნიკალური ნეიროპროტექტორული თვისებების გამო. ტოკოტრიენოლი ეფექტურად უმკლავდება ოქსიდაციურ სტრესსა და გონებრივ გადაღლილობას, რითიც ხელს უწყობს მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, იგი ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობასა და იმუნურ ბარიერს სეზონური გამოწვევების მიმართ.
ლიმონის ვერბენა , მისი მთავარი ბიოაქტიური კომპონენტის – ვერბასკოზიდის მაღალი შემცველობით, ბუნებრივი ადაპტოგენია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ემოციურ წონასწორობას. ვერბასკოზიდი მიზანმიმართულად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ეხმარება ბავშვს სტრესული ფაქტორების მართვასა და ყურადღების დეფიციტის დაძლევაში. სტანდარტული დამამშვიდებელი საშუალებებისგან განსხვავებით, ლიმონის ვერბენას ექსტრაქტი არ იწვევს მოდუნებას ან ძილიანობას, პირიქით, იგი ეხმარება ბავშვს, ზედმეტი აღგზნებადობის გარეშე ფოკუსირდეს კონკრეტულ დავალებაზე და შეინარჩუნოს ყურადღება სასწავლო პროცესის განმავლობაში. ვერბასკოზიდის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ზედმეტი აქტივობის (ჰიპერაქტივობის) ბუნებრივ დარეგულირებასა და ბავშვის ხანგრძლივ ემოციურ სიმშვიდეს.
დოვიტა ნატურეფოკუს ქიდსი რეკომენდებულია:
- · კვებითი დეფიციტის შესავსებად ბავშვებისთვის, რომელთა რაციონი არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით ცხიმიან თევზსა და ზღვის პროდუქტებს (ომეგა-3-ის ძირითადი წყარო);
- · კოგნიტური ფუნქციების მხარდასაჭერად: მეხსიერების გაუმჯობესება, ინფორმაციის ათვისების პროცესის დაჩქარება და ყურადღების კონცენტრაციის ამაღლება;
- · ემოციური ლაბილობის (გუნება-განწყობილების ცვალებადობის), მომატებული აგზნებადობისა და გაღიზიანებადობის შესამცირებლად;
- · სასკოლო სტრესთან გასამკლავებლად, გამოცდებთან და ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესის შესამსუბუქებლად;
- · ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და გონებრივი გადაღლილობის სიმპტომების მოსახსნელად;
- · მხედველობის აპარატის დასაცავად, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ციფრულ მოწყობილობებთან (კომპიუტერი, სმარტფონი, ტელევიზორი), მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად და თვალის გადაღლის პრევენციის მიზნით;
- · ტვინის უჯრედების დასაცავად ოქსიდაციური სტრესისგან, რაც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებასა და მეტაბოლური პროცესების ოპტიმიზაციას.
მიღების წესი და დოზირება:
- · 4- დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1-2 საღეჭი გამი დღეში.
- · 9- დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2-3 საღეჭი გამი დღეში.
სასურველია მიღება კვების დროს. გადაყლაპვამდე გამი კარგად უნდა დაიღეჭოს. მიღების რეკომენდებული ხანგრძლივობა: 1-3 თვე.
გაფრთხილებები: არ გამოიყენოთ დოვიტა ნატურეფოკუს ქიდსი მრავალფეროვანი კვების შემცვლელად! არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას! არ გამოყენოთ პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში! ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი. პროდუქტი შეიცავს წყალმცენარეების ნატურალურ ზეთს, რის გამოც შესაძლებელია მსუბუქი, დამახასიათებელი სუნის არსებობა. ნატურალური საღებავის (კურკუმა) გამო, დროთა განმავლობაში შესაძლებელია გამის ფერის უმნიშვნელო ცვლილება, რაც არ მოქმედებს პროდუქტის ხარისხზე.
ძირითადი ფიზიკურ- ქიმიური თვისებები: ჟოლოს ფორმის, ლიმონის არომატის მქონე ყვითელი გამები.
გამოშვების ფორმა: 60 გამი პოლიმერულ ფლაკონში.
ვარგისობა და შენახვის პირობები: ინახება 5-25℃ ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, კვებითი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვით. შეინახეთ მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისა და ხელოვნური განათების წყაროებისგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს „ავერსი-რაციონალი“.
მისამართი: საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33
www.rational.ge










