ლუკასტინი პლუსი 5მგ/10მგ#30t

ლუკასტინი პლუსი 5მგ/10მგ#30t

33.00 ლარი 29.70 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ბილიმ ილაჩ სან ვე ტიკ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მონტელუკასტი, დესლორატადინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 169475
გააზიარე:

პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართი

ლუკასტინ პლუს 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი

პერორალური გამოყენებისთვის.

  • · მოქმედი ნივთიერება(ები): თითოეული შემოგარსული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს 10.4 მგ მონტელუკასტის ნატრიუმს, რომელიც ექვივალენტურია 10 მგ მონტელუკასტის და 5 მგ დესლორატადინის.
  • · სხვა ნივთიერება(ები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, კალციუმის წყალბადოფოსფატი უწყლო, სახამებელი 1500, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, კროსკარმელოზა ნატრიუმი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ყვითელი რკინის ოქსიდი, წითელი რკინის ოქსიდი.

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • · შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • · დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • · ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს.
  • · ამ მედიკამენტის გამოყენებისას ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის შემთხვევაში, უთხარით მათ, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
  • · გთხოვთ, მიჰყევით ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულ ინსტრუქციას. არ გამოიყენოთ ამ მედიკამენტისთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.

ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია:

1. რა არის ლუკასტინ პლუსი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ლუკასტინ პლუსის გამოყენებამდე

3. ლუკასტინ პლუსის გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ლუკასტინ პლუსის შენახვის წესი

დასათაურებები შეტანილია

1. რა არის ლუკასტინ პლუსი და რისთვის გამოიყენება

ლუკასტინ პლუსი არის მოყვითალო, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ორ განსხვავებულ მოქმედ ნივთიერებას: 5 მგ დესლორატადინს და 10 მგ მონტელუკასტს.

ლუკასტინ პლუსი ხელმისაწვდომია Al/Al ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 და 90 შემოგარსულ ტაბლეტს.

ლუკასტინ პლუსი ინიშნება ალერგიული რინიტის და ასთმის, რომელსაც თან ახლავს ალერგიული რინიტი, სამკურნალოდ და ასევე გაურკვეველი მიზეზით გამოწვეული ურტიკარიის (ჭინჭრის ციების) სიმპტომებისა და გახანგრძლივებული ნიშნების შესამსუბუქებლად (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება).

2. რა უნდა იცოდეთ ლუკასტინ პლუსის გამოყენებამდე

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი ამ მედიკამენტისგან გამოწვეული პრობლემის ან ალერგიის შესახებ რომელიც გაქვთ ან გქონიათ.

არ გამოიყენოთ ლუკასტინ პლუსი:

თუ:

  • · ხართ ალერგიული ამ მედიკამენტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ [მოქმედი ნივთიერებები (დესლორატადინი და მონტელუკასტი) ან დამხმარე ნივთიერებები].

გამოიყენეთ ლუკასტინ პლუსი განსაკუთრებული სიფრთხილით:

  • · თუ თქვენი ასთმა ან სუნთქვა გაუარესდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
  • · ლუკასტინ პლუს არ არის განკუთვნილი ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ. თუ შეტევა განვითარდა, მიჰყევით ექიმის მოცემულ მითითებებს. ყოველთვის თან იქონიეთ ასთმის შეტევების სამკურნალო საინჰალაციო წამალი.
  • · თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, აცნობეთ ექიმს ლუკასტინ პლუსის მიღებამდე.
  • · მნიშვნელოვანია ექიმის მითითების მიხედვით ასთმის ყველა მედიკამენტის მიღება. ლუკასტინ პლუსი არ უნდა იყოს თქვენი ექიმის მიერ დანიშნული ასთმის სხვა სამკურნალო საშუალებების ჩამნაცვლებელი.
  • · ნებისმიერმა პაციენტმა, რომელიც იყენებს ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებს, უნდა იცოდეს, რომ თუ აქვთ ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა გრიპის მსგავსი დაავადება, ჩხვლეტის და წიწკვნის შეგრძნება ან ხელების ან ფეხების დაბუჟება, ფილტვის სიმპტომების გაუარესება და/ან გამონაყარი, უნდა მიმართონ ექიმს.

ლუკასტინ პლუსის გამოყენებისას არ უნდა მიიღოთ აცეტილ-სალიცილის მჟავა (ასპირინი) ან სხვა ტკივილგამაყუჩებლები (ასევე ცნობილი როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), თუ ისინი აუარესებენ თქვენს ასთმას.

  • · მონტელუკასტის, ლუკასტინ პლუსის ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერების გამოყენებისას, განწყობის ცვლილებები [აგზნება აგრესიული ქცევის ან მტრული დამოკიდებულებების ჩათვლით, შფოთვის შეგრძნება, დეპრესია, დეზორიენტაცია, სიზმრების დარღვევები კოშმარების ჩათვლით, ჰალუცინაციები, ძილის გაძნელება, მოუსვენრობა, აქტივობა, მთვარეულობა, სუიციდური აზრები და ქცევა] (თვითმკვლელობის მცდელობის ჩათვლით) და ტრემორი] დაფიქსირდა. ასეთი ცვლილებების შემჩნევისას უნდა აცნობოთ ექიმს.
  • · დაქვეითებული თირკმელების ფუნქციის შემთხვევაში ლუკასტინ პლუსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ რომელიმე მათგანი გეხებათ, ან თუნდაც წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს.

ლუკასტინ პლუსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან:

ლუკასტინ პლუსის გამოყენება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. შემოგარსული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ მკურნალობის პერიოდში შეამჩნევთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლუკასტინ პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლუკასტინ პლუსის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რეკომენდებული დოზით გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ამ მედიკამენტმა გავლენა იქონიოს თქვენი ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ინდივიდუალური პასუხები მედიკამენტებზე შეიძლება განსხვავდებოდეს. ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა), რომელიც აღწერილია ძალიან იშვიათად ლუკასტინ პლუსში შემავალი მონტელუკასტის გამოყენებისას, შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი პაციენტის ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. რეკომენდებულია არ განახორციელოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც საჭიროებს გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმთან მუშაობა, სანამ არ დარწმუნდებით, რა გავლენა შეიძლება ამ მედიკამენტმა იქონიოს თქვენზე.

მნიშნვნელოვანი ინფორმაცია ლუკასტინ პლუსის რამდენიმე დამხმარე ნივთიერების შესახებ

ის არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

სხვა მედიკამენტებთან გამოყენება

დესლორატადინთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები

დესლორატადინის არ აქვს ცნობილი ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

მონტელუკასტთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ლუკასტინ პლუსის მოქმედებაზე, ან ლუკასტინ პლუსმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მუშაობაზე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს ლუკასტინ პლუსის დაწყებამდე:

  • · ფენობარბიტალი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
  • · ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
  • · რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის და ზოგიერთი სხვა ინფექციის სამკურნალოდ)
  • · გამფიბროზილი (გამოიყენება ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ სისხლის არაუჯრედულ სითხეში).

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ახლახანს იღებდით ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, დანიშნულების გარეშე გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.

3. ლუკასტინ პლუსის გამოყენების წესი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ

რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი (5 მგ დესლორატადინი და 10 მგ მონტელუკასტი) დღეში 15 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებისთვის.

  • · თქვენი ექიმი შეგატყობინებთ, რამდენი ხანი გაგრძელდება თქვენი მკურნალობა ლუკასტინ პლუსით, რაც დამოკიდებულია თქვენი ჩივილების ტიპზე, ხანგრძლივობასა და ბუნებაზე.
  • · თუ ლუკასტინ პლუსი დაგენიშნათ ალერგიული რინიტისა და ასთმის დროს
  • · ეს მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველდღე იმ ხანგრძლივობით, რაც ექიმმა დაგინიშნათ, იმ შემთხვევაშიც, თუ ასთმის სიმპტომები აღარ გაქვთ.
  • · დაუყონებლივ დაურეკეთ ექიმს, თუ თქვენი ასთმის სიმპტომები გაუარესდება ან თუ გჭირდებათ მეტი ინჰალაციური სამაშველო წამლის გამოყენება ასთმის შეტევებისთვის.
  • · არ გამოიყენოთ ლუკასტინ პლუსი, როგორც ასთმის შეტევის სწრაფი მოხსნის საშუალება. როდესაც გაქვთ ასთმის შეტევა, მოიქეცით ასთმის შეტევების სამკურნალო ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიხედვით.
  • · ყოველთვის თან იქონიეთ ასთმის შეტევების სამკურნალო საინჰალაციო წამალი.
  • · არ შეწყვიტოთ ასთმის სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება ან არ შეამციროთ დოზა, თუ ამას ექიმი არ გეტყვით.

ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში, ამიტომ უნდა მიჰყვეთ ექიმის მითითებებს.

გამოყენების გზა და წესი:

  • · ლუკასტინ პლუსი მიიღება პერორალურად. გადაყლაპეთ ის წყალთან ერთად.
  • · ლუკასტინ პლუსის მიღება შეიძლება ცარიელ ან სავსე კუჭზე.

ლუკასტინ პლუსით მკურნალობის დროს არ მიიღოთ იგივე აქტიური ნივთიერებების შემცველი სხვა მედიკამენტები: მონტელუკასტი ან დესლორატადინი.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

მისი დოზირების გამო ლუკასტინ პლუსი არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

მონტელუკასტი, ლუკასტინ პლუსის ერთ-ერთი ინგრედიენტი, არ საჭიროებს ასაკის მიხედვით დოზის სპეციალურ კორექციას; თუმცა, დესლორატადინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ასაკოვან პოპულაციაში ჯერ არ არის დადგენილი.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

მძიმე თირკმლის უკმარისობის დროს ლუკასტინ უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

თუ თვლით, რომ ლუკასტინ პლუსის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მედი ლუკასტინ პლუსი:

ლუკასტინ პლუსით ჭარბი დოზირების შესახებ გამოცდილება ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

დესლორატადინით, ლუკასტინ პლუსის ერთ-ერთი მოქმედი ნივთიერებით შემთხვევითმა ჭარბმა დოზირებამ არ არის მოსალოდნელი, რომ გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები. მონტელუკასტით, ლუკასტინ პლუსის სხვა მოქმედი ნივთიერებით ჭარბი დოზირების შესახებ შეტყობინებების უმეტესობა არ შეიცავს გვერდით მოვლენებს.

ჭარბი დოზირების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები მოზრდილებში და ბავშვებში არის მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტიურობა.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტ ლუკასტინ პლუსს, გთხოვთ, მიმართოთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ლუკასტინ პლუსის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ლუკასტინ პლუსის შეწყვეტისას გამოვლენილი შესაძლო გვერდითი მოვლენები

თუ გაქვთ ლუკასტინ პლუსის გამოყენებასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ლუკასტინ პლუსის გამოყენების შეწყვეტა შეგიძლიათ ექიმთან კონსულტაციის საშუალებით.

4. გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა მედიკამენტის შემთხვევაში, ლუკასტინ პლუსმას შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ადამიანებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ.

შეწყვიტეთ ლუკასტინ პლუსის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას თუ განგივითარდათ შემდეგი მდგომარეობა:

  • · ალერგიული რეაქციები [სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება (შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება), ხიხინი, ქავილი, ჭინჭრის ციება და შეშუპება]

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ლუკასტინ პლუსზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება ქვემოთ მოცემული სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში მაინც.

ხშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან ერთზე ნაკლებ მაგრამ 1,000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 1,000-დან ერთზე ნაკლებ მაგრამ 10,000-დან ერთზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 10,000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში

უცნობი: ხელმისაწვდომი მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

ძალიან ხშირი

  • · ზედა სასუნთქი სისტემის ინფექცია

ხშირი

  • · დაღლილობა
  • · პირის სიმშრალე
  • · თავის ტკივილი
  • · გამონაყარი
  • · ცხელება
  • · ღვიძლის ფერმენტების მატება
  • · დიარეა, გულისრევა, ღებინება

არახშირი

  • · ალერგიული რეაქციები [სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება (შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება)]
  • · ქცევისა და განწყობის ცვლილებები (სიზმრების დარღვევები კოშმარების ჩათვლით, ჩაძინების გაძნელება, მთვარეულობა, ნერვიულობა ან გაღიზიანება, შფოთვის შეგრძნება, მოუსვენრობა, გაღიზიანებული ქცევა ან მოუსვენრობა მტრული დამოკიდებულებებით (აგზნება), დეპრესია)
  • · თავბრუსხვევა, მოთენთლობა, ჩხვლეტის შეგრძნება/დაბუჟება, გულყრები [კონვულზიები (კუნთების უნებლიე შეკუმშვა) ან გულყრები]
  • · სისხლდენა ცხვირიდან
  • · პირის სიმშრალე, საჭმლის მოუნელებლობა, სისხლჩაქცევები, ქავილი, ურტიკარია
  • · კუნთების ან სახსრების ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები
  • · დაღლილობა/სისუსტე, ავადმყოფობის შეგრძნება, შეშუპება

იშვიათი

  • · სისხლდენის ტენდენციის ზრდა
  • · პაპლიტაციები
  • · ყურადღების დეფიციტი
  • · ხშირი დავიწყება

ძალიან იშვიათი

  • · მძიმე ალერგიული რეაქციები
  • · მოუსვენრობა სხეულის მოძრაობების გაზრდით
  • · გულისცემის გახშირება
  • · პათოლოგიური ღვიძლის ფუნქციის ანალიზები
  • · ღვიძლის ანთება
  • · კუჭის ტკივილი
  • · უძილობა
  • · ძილიანობა
  • · კუნთების ტკივილი
  • · მუცლის დისკომფორტი
  • · გულყრები
  • · ჰალუცინაციები (იმის დანახვა, რაც რეალურად არ არსებობს)
  • · დეზორიენტაცია (დროის და სივრცის შეგრძნების დაკარგვა)
  • · სუიციდური აზრები ან ქცევები (სუიციდის მცდელობის ჩათვლით)
  • · ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
  • · ფილტვების შეშუპება (ანთება)
  • · წითელი, შეხების დროს მტკივნეული მუწუკები კანქვეშ, უმეტესად წვივებზე (ერითემა ნოდოსუმი), კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც მოულოდნელად ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ხდება (ერითემა მულტიფორმული)

უცნობი

  • · კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ (როგორიცაა სოლარიუმის ულტრაიისფერი ნათურები)
  • · გულის რიტმის ცვლილება
  • · კანის და/ან თვალების გაყვითლება
  • · უჩვეულო დაღლილობა

გარდა ამისა, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მონტელუკასტით, დაფიქსირდა გრიპის მსგავსი სიმპტომების, ხელებსა და ფეხებში დაბუჟების და ჩხვლეტის შეგრძნებების, ფილტვისმიერი სიმპტომების გაუარესების და/ან გამონაყარის (ChurgStrauss სინდრომი) კომბინაციის ძალიან იშვიათი შემთხვევები. ერთი ან მეტი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.

თუ შეამჩნევთ სხვა ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ლუკასტინ პლუსის შენახვის წესი

შეინახეთ ლუკასტინ პლუსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ ლუკასტინ პლუსი 25°C ოთახის ტემპერატურაზე სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადასთან შესაბამისობაში.

არ გამოიყენოთ ლუკასტინ პლუსი შეფუთვაზე მოცემული ვარგისიანობის ვადის შემდეგ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი წამალი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში! მიაწოდეთ ის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შესაბამის საკოლექციო სისტემას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.

Kaptanpaşa Mah. Zincirlikuyu Cad. No:184

Beyoğlu-İSTANBUL-TÜRKİYE

წარმოების ადგილი:

BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.

GOSB 1900 Sokak No: 1904, 41480

Gebze-KOCAELİ-TÜRKİYE

ეს საინფორმაციო ფურცელ-ჩანართი პაციენტისთვის დამტკიცებულია 02.04.2021-ში.