დოვიტა მაგნეზიუმი + #60კაფს
გააზიარე:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
გამოყენების რეკომენდაცია
დოვიტა მაგნეზიუმი+
(Dovita Magnezium+)
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
მაგნიუმი (Magnesium citrate+Magnesium oxide) 187.5 მგ, თუთია (Zinc citrate) 5.0 mg, ვიტამინი B6 0.9 მგ (Pyridoxinum hydrochloride).
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი.
|
აქტიური ნივთიერება |
რაოდენობა (1 კაფსულა ) |
NRV* |
|
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი+მაგნიუმის ციტრატი) |
187.5 მგ |
50 |
|
თუთია (თუთიის ციტრატი) |
5.0 მგ |
50 |
|
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) |
0.9 მგ |
78,5 |
NRV* - ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა
მოქმედების მექანიზმი:
დოვიტა მაგნეზიუმი+ წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც აღადგენს ორგანიზმში მაგნიუმის, თუთიისა და B6 ვიტამინის ბალანსს, აუმჯობესებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებასა და დაჭიმულობის შემცირებას, სასარგებლოა სტრესისა და გადაღლის დროს. ასევე, ხელს უწყობს ნერვული, კუნთოვანი და ენდოკრინული სისტემების გამართულ ფუნქციონირებას.
მაგნიუმი (Magnesium Oxide+Magnesium Citrate) წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მინერალს, რომელიც უამრავ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. ორგანიზმში მისი საჭირო დონით არსებობა მნიშვნელოვანია ნერვული, კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ხარისხიანი ძილისთვის, სტრესისა და შფოთვის დამაზიანებელი მოქმედების შესამცირებლად. მაგნიუმის დეფიციტი დაკავშირებულია კუნთოვან სპაზმებთან (წვივის კუნთოვანი კრამპები), საერთო სისუსტესა და უენერგიობასთან, გულის რითმის დარღვევასთან და ა.შ. ორსულებში კი საშვილოსნოს ჰიპერტონუსთან, საშვილოსნოს კუნთების ნაადრევ შეკუმშვასთან.
თუთია (Zinc Citrate) მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც 300-ზე მეტ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს. ორგანიზმში მისი საჭირო დონით არსებობა მნიშვნელოვანია იმუნური, ნერვული, კუნთოვანი, რეპროდუქციული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასევე, ქსოვილების რეგენერაციისთვის და კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის. მაგნიუმთან ერთად კი განსაკუთრებით სასარგებლოა ნერვ-კუნთოვანი სისტემისთვის - ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას, კუნთების მოდუნებას, დაღლილობისა და გაღიზიანების შემცირებას, ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. თუთიის ციტრატი თუთიის ორგანულ ფორმაა, რომელიც მაღალი ბიოშეღწევადობითა და ნაკლები გვერდითი მოვლენებით გამოირჩევა.
ვიტამინი В6 (Pyridoxinun hydrochloride) - წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, ასევე ჰომოცისტეინის დონის რეგულირებაში, არეგულირებს გუნება-განწყობილებას. შესაბამისად, სასარგებლოა ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიის, ანემიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებული რისკის დროს. B6 ვიტამინი აუმჯობესებს მაგნიუმის ბიოშეღწევადობასა და უჯრედულ დონეზე მის ათვისებას, შედეგად, მაგნიუმთან კომბინაციაში მისი მიღება ზრდის კომბინაციის საერთო ეფექტურობას.
დოვიტა მაგნეზიუმი+ რეკომენდებულია:
- · მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული შემდეგი ნიშნების დროს:
- • კუნთების შეკუმშვა, ჩხვლეტის შეგრძნება;
- • ნევროზულობა, მსუბუქი შფოთვა, დაღლილობა, ძილის დარღვევა;
- • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
- • კუნთების ტკივილი და სპაზმი;
- • ასთენია.
- · სპორტსმენებისთვის ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად - ხელს უწყობს კუნთების აღდგენას, ამცირებს ელექტროლიტური დისბალანსის ფონზე განვითარებულ დაჭიმულობასა და სპაზმების რისკს;
- · მეტაბოლური პროცესების დარღვევის დროს, დამხმარე საშუალებად
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება მოზრდილებში, 1-2 კაფსულა დღეში ჭიქა წყლის მიყოლებით, სასურველია პროდუქტის საკვებთან ერთად მიღება.
გაფრთხილებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი/დაბალანსებული კვების ჩასანაცვლებლად. ორსულობა/ლაქტაციის პერიოდში პროდუქტის გამოყენებამდე, ასევე ქრონიკული დაავადებების არსებობის ან სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
· პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია;
· თირკმლის მძიმე უკმარისობა;
· ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენება.
ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები:
უფერო, გამჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან მოთეთრო ფერის კრისტალური ფხვნილით.
გამოშვების ფორმა
60 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში.
ვარგისობა და შენახვის პირობები
3 წელი.
ინახება არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა :
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი :
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33










