რექტაკოლი 2,5% 5მლ მიკროოყნა#3

რექტაკოლი 2,5% 5მლ მიკროოყნა#3

84.65 ლარი 76.19 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: IMUN UG
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კოლაგენი,ალოეს ექსტრაქტი,პროპილენგლიკოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168746
გააზიარე:

რექტაკოლი

მაღალგაწმენდილი 2,5%- იანი კოლაგენის გელი

გამოყენების ინსტრუქცია

რექტაკოლი

შემადგენლობა: 2,5%-იანი დაბალმოლეკულური კოლაგენის გელი, პროპილენგლიკოლი, ალოეს 1%-იანი ექსტრაქტი, გამოხდილი წყალი.

რექტაკოლს გააჩნია გამოხატული ადჰეზიური, ჰემოსტატური და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები. ხელს უწყობს ტრავმების, ანთებითი პროცესებისა და ასაკობრივი ცვლილებების შედეგად დაზიანებული რექტალური ღრუს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას და უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზებას.

დაბალმოლეკულური კოლაგენი არის ჭრილობის შეხორცებაში მონაწილე ძირითადი ცილა. იგი ქმნის ჭრილობის შეხორცებისთვის ფიზიოლოგიურ პირობებს და დაზიანებულ ორგანოს უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილის შეხორცებისთვის საჭირო ძირითადი ბიოლოგიური რესურსებით. წარმოიქმნება ახალი კოლაგენი, რომელიც ავსებს ჭრილობას დაზიანების არეალში ჯანმრთელი ახალი ქსოვილის ზრდასთან ერთად. აქტიურდება ყველა უჯრედული ელემენტის პროლიფერაცია და ხდება ქსოვილის სწრაფი რეგენერაცია.

პროპილენგლიკოლს გააჩნია სტერილიზებელი, ბაქტერიციდული და სტაბილიზებელი თვისებები.

ალოე აჩქარებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, რაც ხელს უწყობს მიკრობზარებისა და ჭრილობების შეხორცებას. გააჩნია ანტიბაქტერიული და სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება. ზრდის ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობას და ადგილობრივ იმუნიტეტს. ამცირებს ანთებასა და ჰემოროიდული კვანძების შეშუპებას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სწორი ნაწლავის ჰემოროიდულ წნულებში. ამცირებს ტკივილის სინდრომსა და ქავილს ანალურ არეში.

გამოყენების ჩვენებები :

რექტაკოლი გამოიყენება ჰემოროიდული დაავადების სამკურნალოდ და რექტალური ღრუს დაზიანებების აღსადგენად, მათ შორის ანალური ნაპრალებისა და პარაპროქტიტის დროს, ასევე სწორი ნაწლავის ქირურგიული ოპერაციების, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევების წინ მომზადებისას.

გამოყენების წესი:

გარეგანი გამოყენება : გელი დაიტანეთ დაზიანებულ უბნებზე (ახალ ჭრილობებზე, წყლულებზე), წინასწარ გაწმენდილ ჭრილობაზე უხვი ფენით, დღეში 2–3-ჯერ. გამოყენება გააგრძელეთ სრულ ეპითელიზაციამდე და/ან ელასტიური ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნამდე.

რექტალური გამოყენება :

• მოხსენით თავსახური აპლიკატორის წვერს.

• მსუბუქად დააწექით რეზერვუარს ისე, რომ პრეპარატის წვეთმა დაასველოს წვერი, შეყვანის პროცესის გასაადვილებლად.

• რექტალურად შეიყვანეთ 1 მიკროკლიზმის (5 მლ) მთელი შიგთავსი. შეიყვანეთ აპლიკატორი, რეზერვუარის შეკუმშვისას და სრულად გამოუშვით მისი შიგთავსი. რექტაკოლის გელი გამოიყენეთ დღეში ერთხელ, ძილის წინ. გამოყენება გააგრძელეთ 3-დან 6 დღემდე, სრულ ეპითელიზაციამდე და/ან ელასტიური ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნამდე.

მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 3–4 კვირის შემდეგ.

გაფრთხილება : 1 მიკროკლიზმა რექტაკოლი განკუთვნილია ერთჯერადი რექტალური გამოყენებისთვის.

გამოშვების ფორმა : გამოდის პოლიეთილენის მიკროკლიზმაში 2,5%-იანი კოლაგენის გელის სახით, 3 × 5 მლ ოდენობით.

აღწერა : რექტაკოლი , 3 × 5 მლ ოდენობით, წარმოდგენილია უმნიშვნელო სიბლანტის მქონე 2,5%-იანი კოლაგენის გელის სახით, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის, ერთჯერად მიკროკლიზმაში აპლიკატორით, კოლოფში, შიგნით მოთავსებული ინსტრუქციით.

აფთიაქიდან გაცემის პირობები : გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

უკუჩვენებები : ჰიპერმგრძნობელობა გელის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვის პირობები და წესები :

შეინახეთ +5°C-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი : შპს „რეპარ-გრუპ“.

დამზადებულია: IMUN UG / Plantagenstrasse 30A, 14482 Potsdam, Germany.