რინეტრა 15მლ ნაზ.სპრეი

რინეტრა 15მლ ნაზ.სპრეი

31.99 ლარი 27.19 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიკ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168722
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

რინეტრა

სამკურნალო პრ ეპარატ ის დასახელება

რინეტრა, Rinetra

საერთაშორისო არაპატენტ ირებული დასახელ ება ან ჯგუფ ური დასახელ ება

ნეომიცინი + პოლიმიქსინ B + დექსამეტაზონი + ფენილეფრინი

Neomycin + Polymyxin В + Dexamethasone + Phenylephrine

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინ B სულფატი 10000 სე, დექსამეტაზონის ნატრიუმის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

ნაზალური სპრეი.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დამატებითი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები:

- მწვავე და ქრონიკული რინიტი;

- მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი ;

- სინუსიტები.

მიღების წესი და დოზები

დოზირება

ზრდასრულები: ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

2,5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის : ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.

გამოყენების წესი

რინეტრა სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის.

გამოყენებისას ფლაკონი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურად ზემოთ მიმართული გამფრქვევით.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;

- ეჭვი დახურულკუთხოვან გლაუკომაზე;

- მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAO) ერთდროული გამოყენება;

- ვირუსული დაავადებები;

- თირკმლის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ალბუმინურია;

- თირკმლის უკმარისობა;

- ორსულობა;

- ლაქტაცია;

- ბავშვთა ასაკი 2,5 წლამდე.

რინეტრა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

დოზის გადაჭარბება

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში. ათქ კოდი : R01AD53

რინეტრა წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში. მას გააჩნია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე და ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს ანტიბაქტერიული მოქმედება.

დექსამეტაზონი კარგად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების დროს და მისი აბსორბცია იზრდება ლორწოვანი გარსის ანთების დროს. მითითებული ანტიბიოტიკების კომბინაციაში ფართოვდება ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესობის წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების ინფექციურ და ანთებით დაავადებებს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები არ არის.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებ ები შენახვის ას

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

15 მლ ნაზალური სპრეი თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით ან 15 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

წარმოებული ა

„ WORLD MEDICAL ILACH SAN. WE TIJ. A.Ş., VE TİC. A .Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).