დოვიტა მენტალიქსი #30კაფს

დოვიტა მენტალიქსი #30კაფს

69.23 ლარი 58.85 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვერბენას და ბაკოპას ექსტრაქტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168721
გააზიარე:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

გამოყენების რეკომენდაცია

დოვიტა მენტალიქსი

Dovita Mentalix

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: Mentalify® Lemon Verbena Dry Extract (Aloysia citriodora) -250 მგ, Bacopin® (Bacopa monnieri extract) – 200 მგ.

არააქტიური სუბსტანციები: მალტოდექსტრინი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულისგარსისშემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (HPMC)

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, GMO-ს, ვეგენურია.

მოქმედების მექანიზმი :

დოვიტა მენტალიქსის ინოვაციური კომბინაცია წარმაოდგენს მაღალეფექტურ კომპლექსს, რომელიც მიმართულია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების ოპტიმიზაციაზე. ბაკოპა მონეს და ლიმონის ვერბენა უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს ყურადღების გაუმჯობესებას, იმპულსურობის რეგულაციას და მეხსიერების პროცესის მოდულაციას. დოვიტა მენტალიქსის გამოყენება მიზანშეწონილია მაღალი მენტალური დატვირთვის, სასწავლო პროცესებთან ადაპტაციისა და ფსიქოემციური ლაბილობის პირობებში კონცენტტრაციისა და ქცევითი სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

Mentalify® - ( Lemon verbena-ს ექსტრაქტი) დაპატენტებული ფორმულა მიღებულია მაღალტექნოლოგიური ექსტრაქციის მეთოდით. მისი მოქმედების მექანზმი დაკავშირებულია დოფამინის, სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბირებასთან და, შესაბამისად, ზრდის მათ კონცენტრაციას სინაფსურ ნაპრალში. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს პრეფონტალურ ქერქში აგზნებისა და შეკავების რეაქციების დაბალანსებას. კლინიკური კვლევების მონაცემებით Mentalify® ეფექტურია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სიმპტომების მართვისას. ლიმონის ვერბენას ექსატრაქტი არ ავლენს ცენტრალური ნერვული სისტემის გამოხატულ სტიმულაციას ან სედაციურ ეფექტს, რაც უზრუნველყოფს მენტალურ სტაბილურობას ძილიანობის გარეშე. Mentalify®-ს დაპატენტებული ფორმულა ხასიათდება დადგენილი უსაფრთხოების პროფილით და განკუთვნილია როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ასაკში გამოსაყენებლად.

Bacopa® - Bacopa monnieri-ს ექსტრაქტი სტანდარტიზებულია აქტიური ტრიტერპენული გლიკოზიდების (40% ბაკოზიდების) შემცველობით. ეს აქტიური ნაერთები მონაწილეობენ სინაფსური გადაცემის გაძლიერებასა და ნეირონების დენდრიტების ზრდასა და სტრუქტურულ ფორმირებაში, რაც აუმჯობესებს უჯრედშორის კომუნიკაციას და ახალი კავშირების წარმოქმნას. Bacopa® ახდენს ქოლინერგული სისტემის ოპტიმიზაციას აცეტილქოლინის დონის შენარჩუნების გზით, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირებისა და სწავლის პროცესებისთვის. გარდა ამისა, კომპონენტი ავლენს ანტიოქსიდანტურ თვისებებს, იცავს ჰიპოკამპის ნეირონებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან და ასევე მოქმედებს როგორც ადაპტოგენი, რომელიც მონაწილეობს კორტიზოლის დონის რეგულაციაში და ხელს უწყობს შფოთვის ხარისხის შემცირებას სტრესულ პირობებში.

როდის არის რეკომენდებული დოვიტა მენტალიქსი:

  • · ბავშვები, რომლებსაც უჭირთ კონცენტრაცია ან ერთ ადგილზე გაჩერება (ჯდომა)
  • · მოზარდები და სტუდენტები, რომლებიც საჭიროებენ მენტალური გამძლეობის ამაღლებასა და ყურადღების შენარჩუნებას საგამოცდო პერიოდში.
  • · მოზრდილები გონებრივი გადაღლილობის („გონებრივი ნისლი“), ყურადღების გაფანტულობის ან ციფრული გადატვირთვის დროს.
  • · მაღალი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის პერიოდის დროს;

მიღების წესი და დოზირება :

მიიღება 6 წლიდან 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, ან მკურნალი ექიმის რეკომნდაციის შესაბამისად.

გაფრთხილებები:

დოვიტა მენტალიქსი არ გამოიყენება მრავალფეროვანი კვების შემცვლელად! არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! თუ ხართ ორსულად, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება, პროდუქტის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია!

უკუჩვენებები:

პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

გამოშვების ფორმა :

30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში.

ვარგისობა და შენახვის პირობები:

2 წელი. ინახება ინახება არა უმეტეს 25℃ ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.

www.rational.ge