დოვიტა ნეუროპეა #20პაკ

დოვიტა ნეუროპეა #20პაკ

97.00 ლარი 82.45 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პალმიტოილეთანოლამიდი,ალფა-ლიპოის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168717
გააზიარე:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის

გამოყენების რეკომენდაცია

დოვიტა ნეუროპეა

Dovita Neuropea

შემადგენლობა:

1 პაკეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

პალმიტოილეთანოლამიდი (PEA) - 600 მგ,

ალფა-ლიპოის მჟავა (ALA) - 600 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ქსილიტოლი, სუკრალოზა, ლიმონმჟავა, არომატიზატორები (მენთოლი, ლიმონი).

არ შეიცავს: გლუტენს, ლაქტოზას, GMO-ს

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ფერის გრანულები ყვითელი ფერის ჩანართებით.

მოქმედების მექანიზმი :

დოვიტა ნეუროპეა წარმოადგენს პალმიტოილეთანოლამიდის და ალფა-ლიპოის მჟავას შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც რეკომენდებულია ნეიროანთებითი პროცესებით გამოწვეული სიმპტომების (ტკივილი, ანთება) შესამსუბუქებლად.

პალმიტოილეთანოლამიდი ̶ ენდოგენური მოლეკულა ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. სასარგებლოა ქრონიკულ და ნეიროპათიულ ტკივილთან დაკავშირებული მდგომარეობების დროს.

ალფა-ლიპოის მჟავა ̶ ორგანიზმში ფიზიოლოგიურად წარმოებული ნაერთი მძლავრი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური თვისებებით. ამცირებს თავისუფალი რადიკალების და პროანთებითი ნივთიერებების წარმოქმნას ორგანიზმში.

დოვიტა ნეუროპეა წარმოებულია წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიით (Fast-slow technology - European patent EP 2074991A1 M.A.T.R.I.S.®), რაც აქტიური ნივთიერებების ორფაზიან, მოდიფიცირებულ გამოთავისუფლებას გულისხმობს: პალმიტოილეთანოლამიდი (ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტი) გამოთავისუფლდება დაუყოვნებლივ, ხოლო ალფა-ლიპოის მჟავა (მავნე თავისუფალი რადიკალებისა და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტი) ნელი, მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით ხასიათდება, რაც მის უკეთ შეწოვასა და ხანგრძლივ ეფექტს უზრუნველყოფს.

შედეგად, ანთებისა და ტკივილის საწინააღმდეგო ეფექტი დგება სწრაფად და ნარჩუნდება ხანგრძლივად, რაც სიმპტომების ოპტიმალურ მართვასა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

დოვიტა ნეუროპეა რეკომენდებულია:

  • პალმიტოილეთანოლამიდსა და ალფა-ლიპოის მჟავაზე მომატებული მოთხოვნილების ან მათი დეფიციტის დროს.

  • ნეიროანთებითი პროცესებით გამოწვეული ქრონიკული და ნეიროპათიული ტკივილის დროს.

მიღების წესი და დოზირება :

რეკომენდებულია ზრდასრულებში, დღეში 1-2 პაკეტის შიგთავსის მიღება, პირის ღრუში პირდაპირი გახსნით, დაღეჭვის გარეშე.

გაფრთხილებები:

პროდუქტი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს და არ გამოიყენება მრავალფეროვანი/დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი. იშვიათ შემთხვევებში, ალფა-ლიპოის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

თუ ხართ ორსულად, იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება, პროდუქტის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია!

გამოშვების ფორმა :

ოროდისპერსული გრანულები პაკეტში, 20 პაკეტი მუყაოს კოლოფში.

ვარგისობა და შენახვის პირობები

2 წელი. ინახება არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე;

პროდუქტი მოარიდეთ სითბოს წყაროებს, მზის სინათლეს და წყალთან კონტაქტს. პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა :

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33

www.rational.ge