რეფლუქსაიდი 10მლ #24საშე

რეფლუქსაიდი 10მლ #24საშე

48.00 ლარი 40.80 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: BioDue S.p.A.
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168681
გააზიარე:

რეფლუქსაიდი ®

სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი გასტროეზოფაგური რეფლუქსისთვის.

რეფლუქსის საწინააღმდეგი საღეჭი ტაბლეტები.

დანიშნულება

რეფლუქსაიდი® პერორალური გამოყენების სამედიცინო დანიშნულების პროდუქტია, რომელიც, მექანიკური მოქმედების წყალობით, განკუთვნილია გასტროეზოფაგური რეფლუქსის და ეზოფაგიტის სიმპტომების შესამცირებლად. პროდუქტის გამოყენება ამცირებს წვის შეგრძნებას (გულძმარვას), რეგურგიტაციას, ყლაპვის გაძნელებას (დისფაგია), მტკივნეულ ყლაპვას (ოდინოფაგია), ხველას, ხმის ჩახლეჩას.

შემადგენლობა

სორბიტოლი, მაგნიუმის ალგინატი, ანისუმ სტელატუმის ექსტრაქტი, ფოენიკულუმ ვულგარეს ექსტრაქტი, გვირილას ექსტრაქტი, ლავანდა ანგუსტიფოლიას ექსტრაქტი, ტილია პლატიფილოსის ექსტრაქტი, მაგნიუმის სტეარატი, აცესულფამი K, სუკრალოზა, არომატიზატორები.

შეფუთვა

12 x 1 გ საღეჭი ტაბლეტი.

გამოყენების ინსტრუქცია

1-2 ტაბლეტი ჭამის შემდეგ და ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, გვერდითი რეაქციის არსებობის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვარგისიანობის ვადებში. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალმა ბუნებრივმა კომპონენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე (გემო, სუნი, ფერი), ხარისხზე ზემოქმედების გარეშე. პროდუქტი ინახება 4-30°C. ტემპერატურაზე .

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და გენმოდიფიცირებულ ნაერთებს.

მწარმოებელი:

BIODUE S.p.A. -Via A. Lorenzetti, 3/A- LOC. Sambuca VP-Barberino Tavarnelle(FI)-Italia.

დისტრიბუტორი:

შპს ,,ჰიპოკრატე“. ქ. თბილისი. ალ. მრევლიშვილის ქ.6

რეფლუქსაიდი ®

სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი გასტროეზოფაგური რეფლუქსისთვის

რეფლუქსის საწინააღმდეგო ერთჯერადი გამოყენების საშეები.

დანიშნულება

რეფლუქსაიდი® პერორალური გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საშუალებაა, რომელიც მექანიკური მოქმედების წყალობით, განკუთვნილია გასტროეზოფაგური რეფლუქსის და ეზოფაგიტის სიმპტომების შესამცირებლად. პროდუქტის გამოყენება ამცირებს წვის შეგრძნებას (გულძმარვას), რეგურგიტაციას, ყლაპვის გაძნელებას (დისფაგია), მტკივნეულ ყლაპვას (ოდინოფაგია), ხველას, ხმის ჩახლეჩას.

შემადგენლობა

მაგნიუმის ალგინატი, ანისუმ სტელატუმის ექსტრაქტი, გვირილა რეკუტიტას ექსტრაქტი, ფოენიკულუმ ვულგარეს ექსტრაქტი, ქსანთანის ფისი, ლავანდა ანგუსტიფოლიას ექსტრაქტი, ტილია პლატიფილოსის ექსტრაქტი, სუკრალოზა, ნატრიუმის მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი, დემინერალიზებული წყალი.

შეფუთვა

24 x 10 მლ ერთჯერადი გამოყენების საშე.

გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ: 1-2 საშე ჭამის შემდეგ და ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

ბავშვებში 4-დან 12 წლამდე: ნახევარი დოზა ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გაფრთხილება

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, გვერდითი რეაქციის არსებობის შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, გამოიყენეთ კოლოფზე მითითებულ ვარგისიანობის ვადებში. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალმა ბუნებრივმა კომპონენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე (გემო, სუნი, ფერი), ხარისხზე ზემოქმედების გარეშე. პროდუქტი ინახება 4-30°C. ტემპერატურაზე .

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და გენმოდიფიცირებულ ნაერთებს.

მწარმოებელი:

BIODUE S.p.A. -Via A. Lorenzetti, 3/A- LOC. Sambuca VP-Barberino Tavarnelle(FI)-Italia.

დისტრიბუტორი:

შპს ,,ჰიპოკრატე“. ქ. თბილისი. ალ. მრევლიშვილის ქ.6