დესანი 15მლ ორ/სპრეი
გააზიარე:
სასურსათო დანამატის ინსტრუქცია დე•სანი
ვიტამინი D3 ორალური სპრეი • 15 მლ • 100 შესხურება
პროდუქტის შესახებ
დე•სანი წარმოადგენს ვიტამინი D3-ის შემცველ სასურსათო დანამატს ორალური სპრეის ფორმით.
ორალური სპრეი უზრუნველყოფს ვიტამინი D3-ის შეწოვას პირის ღრუს ლორწოვანი გარსის საშუალებით, რაც ხელს უწყობს მის სწრაფ და ეფექტურ ათვისებას.
შემადგენლობა
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)
დემინერალიზებული წყალი, გლიცეროლი (დამატენიანებელი), ქსილიტოლი (დამატკბობელი), ზეითუნის ზეთი, არაბული გომი (სტაბილიზატორი), მზესუმზირის ლეციტინი (ემულგატორი), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3), კალიუმის სორბატი (კონსერვანტი), Mentha arvensis-ის ეთერზეთი, ქსანთანის გომი (სტაბილიზატორი), ლიმონმჟავა.
პროდუქტი ვეგეტარიანულია და არ შეიცავს შაქარს; ვიტამინი D3 მიღებულია ლანოლინის ბუნებრივი წყაროდან.
გამოყენების წესი
პირველი გამოყენების წინ დისპენსერს დააწექით 3–4-ჯერ. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.
შეისხურეთ ენის ქვეშ ან ლოყის შიდა ზედაპირზე.
თუ პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ და დისპენსერი გაიჭედა, ჩამობანეთ თბილი წყლით. გამოყენების ვადა 2 წელი.
რეკომენდებული დღიური დოზა
მოზრდილები და ბავშვები 1–2 შესხურება დღეში.
1 შესხურება შეიცავს: ვიტამინი D3 — 25 მკგ (1000 სე / IU)
500% NRV*( საკვები ნივთიერების საცნობარო დღიური ნორმა).
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
სასურსათო დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
ვარგისიანობის ვადა მოქმედებს მხოლოდ დაუზიანებელი შეფუთვისა და შენახვის რეკომენდებული პირობების დაცვის შემთხვევაში.
მწარმოებელი
Nordaid OÜ
Härgmäe 22, Tallinn, Estonia
პროდუქტი დამზადებულია GMP და HACCP სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებულ საწარმოში. წარმოების ქვეყანა: ესტონეთი










