ფემილი ომეგა 15მლ ორ/სპრ

ფემილი ომეგა 15მლ ორ/სპრ

80.00 ლარი 68.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ესტონეთი
მწარმოებელი: ნორდეიდ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ომეგა-3,ვიტ.ე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168667
გააზიარე:

ფემილი ომეგა


ომეგა-3 ორალური სპრეი • 15 მლ • 100 შესხურება


პროდუქტის შესახებ
ფემილი ომეგა წარმოადგენს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველ სასურსათო დანამატს ორალური სპრეის ფორმით.
ორალური სპრეის ფორმა უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების შეწოვას პირის ღრუს ლორწოვანი გარსის საშუალებით, რაც ხელს უწყობს მათ ეფექტურ და სწრაფ ათვისებას.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები EPA და DHA ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
DHA ასევე ხელს უწყობს ტვინის ნორმალური ფუნქციისა და მხედველობის შენარჩუნებას.
გულისთვის სასარგებლო ეფექტი მიიღწევა დღეში 250 მგ EPA და DHA-ის მიღებისას, ხოლო ტვინისა და მხედველობისთვის – 250 მგ DHA-ის მიღებისას.


შემადგენლობა
ომეგა-3 თევზის ზეთის კონცენტრატი (EPAX6000)
MCT ქოქოსის ზეთი, ალფა-ტოკოფეროლი (ანტიოქსიდანტი), ლიმონის ბალახის (Lemongrass) არომატი.


არ შეიცავს შაქარს.


გამოყენების წესი
პირველი გამოყენების წინ დისპენსერს დააწექით 3–4-ჯერ.
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.
შეისხურეთ ენის ქვეშ ან ლოყის შიდა ზედაპირზე.
თუ პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ და დისპენსერი გაიჭედა, ჩამობანეთ თბილი წყლით. გამოყენების ვადა 2 წელი.


რეკომენდებული დღიური დოზა
1 შესხურება შეიცავს: თევზის ზეთი — 117 მგ, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები — 67.4 მგ, EPA — 33.6 მგ, DHA — 22.4 მგ
მოზრდილები: 5 შესხურება დღეში - თევზის ზეთი — 585 მგ, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები — 337 მგ, EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) — 168 მგ, DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) — 112 მგ
ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზის განსაზღვრისთვის მიმართეთ პედიატრს.


გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
სასურსათო დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი
პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.


შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.
ვარგისიანობის ვადა მოქმედებს მხოლოდ დაუზიანებელი შეფუთვისა და შენახვის რეკომენდებული პირობების დაცვის შემთხვევაში.


მწარმოებელი
Nordaid OÜ
Härgmäe 22, Tallinn, Estonia
პროდუქტი დამზადებულია GMP და HACCP სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებულ საწარმოში. წარმოების ქვეყანა: ესტონეთი