რექსაგენი 150მლ ორ/ხსნარი
გააზიარე:
REKSAGEN 150 მლ
რექსაგენი
შემადგენლობა (ყოველ 15 მლ-ში)
პანკრეატინი – 30 მგ
(ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა)
პაპაინი – 50 მგ
დარიჩინის ზეთი – 0.2 მგ
კარდამონის ზეთი – 0.4 მგ
კვლიავის ზეთი – 0.4 მგ
დამხმარე ინგრედიენტები:
დეონიზებული წყალი, ქსანთანის გუმი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი,
ფორთოხლის არომატი, სუკრალოზა.
ჩვენებები:
მუკოვისციდოზი;
შვახმან-დაიმონდის სინდრომი.
კოლიკა;
დუოდენო- და გასტროსტაზი;
ბილიარული ობსტრუქცია;
ქოლესტაზური ჰეპატიტი;
ღვიძლის ციროზი;
წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის
პათოლოგია;
წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა.
საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად
პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით,
მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით.
გამოყენების წესი:
1–4 წლის ბავშვები: 5 მლ, დღეში 2-ჯერ
4–10 წლის ბავშვები: 10 მლ, დღეში 2-ჯერ
10 წლის ასაკიდან და უფროსები: 15 მლ, დღეში 2-ჯერ
გვერდითი მოვლენები:
პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ მომატებული
მგრძნობელობის მქონე პირებში შესაძლებელია გამოვლინდეს არასასურველი რეაქციები.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და
გრილ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე.
გაფრთხილებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადების ან მედიკამენტების მიღების
შემთხვევაში, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საკვები დანამატი არ წარმოადგენს სრულფასოვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელს.
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
ლიცენზიის მფლობელი:
ASPAR İLAÇ KOZMETİK GIDA SAN. A.Ş.
Yakuplu Mah. Dereboyu Cad. No: 4/1, Beysan Sanayi Sitesi,
Beylikdüzü / სტამბოლი / თურქეთი
არ შეიცავს ქიმიურ საღებავებს.
არ შეიცავს ალკოჰოლს.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.










