ლინკასი #16ტ უშაქრო პიტნის/არ
გააზიარე:
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ლინკას მცენარეული
ხველის საწინააღმდეგო პასტილები
სავაჭრო დასახელება: ლინკას მცენარეული ხველის საწინააღმდეგო პასტილები
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: არ აქვს
სამკურნალო ფორმა : პასტილები (პიტნის, ფორთოხლის, თაფლი-ლიმონის, ალუბლის)
შემადგენლობა: 1 პასტილი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ძარღვიანი ადჰადოტის ფოთლის ექსტრაქტი სითხე 0,625 მლ
მენთოლის კრისტალი 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: იზომალტი, ასპარტამი, ლიმონმჟავა, ასორბინის მჟავა, ევკალიპტის ზეთი.
პასტილებში პიტნის გემოთი დამატებით: თეთრი საღებავი, არომატიზატორი, პიტნა
პასტილებში ფორთოხლის გემოთი დამატებით: ყვითელი საღებავი, ფორთოხლის არომატის დანამატი
პასტილებში თაფლისა და ლიმონის გემოთი დამატებით: შოკოლადის ყავისფერი საღებავი, ლაიმის საღებავი, ლიმონის არომატის დანამატი, თაფლის არომატის დანამატი.
პასტილებში ალუბლის გემოთი დამატებით: წითელი საღებავი, ალუბლის არომატის დანამატი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გაციების და ხველის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლინკას პასტილები არის კომპლექსური პრეპარატი, რომლის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების თვისებებით.
ძარღვიანი ადჰადოტა შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებს და ალკალოიდებს, მათ შორის ვაზიცინი, ვაზიცინოლი და ვაზიცინონი. ამ ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს გააჩნია მუკოლიტური (ამსუბუქებს სიმკვრივეს და სიბლანტეს), ანთების საწინააღმდეგო, ბრონოლიტური (ხსნის ბრონქულ სპაზმებს, ამსუბუქებს სუნთქვას) და ამოსახველებელი (ასტიმულირებს სურფაქტანტის სინთეზს, რომელიც აუმჯობესებს ალვეოლური უჯრედების ფუნქციას, ზრდის ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას და აჩქარებს ნახველის გამოყოფას) თვისებები. გარდა ამისა, მას აქვს ასთმის საწინააღმდეგო ეფექტი, იცავს ბრონქოსპაზმისგან, რომელიც გამოწვეულია ჰისტამინის მოქმედებით.
მენთოლს გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი მოქმედება: ამცირებს ანთებას და აადვილებს ყლაპვას. ადგილობრივ მოქმედებას თან ახლავს ძარღვების შეკუმშვა, სიცივის შეგრძნება, რომელიც გადადის მცირე წვის შეგრძნებაში. ანტისეპტიკური მოქმედება მიიღწევა მიკრობული უჯრედების შერჩევითი დამარცხების გამო. პასტილებში შემავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს გააჩნიათ კომპლექსური ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. პასტილები ნელ-ნელა გაიწოვება, ამასთან სამკურნალო ნივთიერებები თანაბრად ფარავს ყელის ლორწოვანი გარსს, ამსუბუქებს ანთებას და მტკივნეულ შეგრძნებებს ყელის არეში. მნიშვნელოვნად ამცირებს ხველის ხანგრძლივობას და სიმძიმეს. გარდა ამისა, პირის ღრუში შეწოვებისას, აქტიური ნივთიერებები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელ მოქმედებას ქვედა სასუნთქი გზების მიდამოებზე.
გამოყენების ჩვენება:
გამაღიზიანებელი ხველა და ყელის ტკივილი ისეთ პირობებში, როგორიცაა ბრონქიტი (მწვავე და ქრონიკული), ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი.
გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილებისთვის: 1 პასტილი ყოველ 2-3 საათში. მაქსიმალური დღიური დოზა - 8 პასტილი. ბავშვებისთვის (5 წელზე უფროსი): 1 პასტილი ყოველ 4-5 საათში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 4 პასტილი. გაიწუწნოს ნელ-ნელა სრულ გადნობამდე.
მკურნალობის კურსი 3-5 დღე.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტებზე.
უკუჩვენებები:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სამკურნალო ურთიერთმოქმედება: არ არის რეკომენდებული ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ. კოდეინი) ერთდროული გამოყენება, რაც იწვევს ნახველის წარმოების შემცირებას.
განსაკუთრებული მითითებები:
სამკურნალო საშუალების განსაკუთრებული ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე, ან პოტენციურ საშიშ მექანიზმებზე.
პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას და ფსიქომოტორული რეაქციების შენელებას, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია იმ პირების მიერ, რომელთა მუშაობა დაკავშირებულია ტრანსპორტთან და სხვა მექანიზმებთან.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენებამდე სასურველია ექიმის კონსულტაცია.
დოზის გადაჭარბება:
არ არის გამოვლენილი
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
8 პასტილი ალუმინის/ პოლივინილიდენ-ფთორიდის ბლისტერში გამოყენების ინსტრუქციით დახურვად კონვერტში
8 პასტილი ალუმინის/ პოლივინილიდენ-ფთორიდის ბლისტერში, 2 ბლისტერი ინსტრუქციით მუყაოს შეფუთვაში
შენახვის პირობები:
შეინახეთ არა უმეტეს 25 გრადუს ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ მიიღოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
LF 37/A-3, სამეწარმეო ზონა ლანდი,
ქ. კარაჩი, საფოსტო ინდექსი № 74900, პაკისტანი
Herbion NATURALS
[ხელმოწერილია / ბეჭედდასმულია]
მთარგმნელი: ნანი ქერიმოვი









