სალუტემ პრეგნა #30კაფს
გააზიარე:
სალუტემ პრეგნა
ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომბინირებული პრეპარატი ორსულთათვის
რბილი კაფსულა № 30
შემადგენლობა:
თევზის ქონი - 250 მგ
- · DHA-125,00 მგ
- · EPA – 25,00 მგ
ლუთეინი - 7,5 მგ
ვიტამინი C - 120 მგ.
ვიტამინი D – 5 მკგ.
ვიტამინი E – 1,8 მგ.
ვიტამინი B1 – 1,1 მგ.
ვიტამინი B2 – 1,4 მგ.
ვიტამინი B3 – 16 მგ.
ვიტამინი B5 – 6 მგ
ვიტამინი B6 – 1,4 მგ
ვიტამინი B12 – 2,5 მკგ.
ვიტამინი K1 – 75 მკგ.
ბიოტინი - 50 მკგ.
ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ
კალციუმი Ca - 5 მგ.
რკინა Fe – 14 მგ.
სპილენძი Cu – 1 მგ.
იოდი I - 220 მკგ.
თუთია Zn - 5 მგ.
მანგანუმი Mn - 2 მგ.
სელენი Se - 55 მკგ.
ქრომი Cr - 40 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი- 15 ,143 მგ.,მზესუმზირის ზეთი - 26 მგ.,სოიოს ლეციტინი- 0,5 მგ., მონო და დიგლიცერიდები - 15 მგ., ჟელატინი - 149,697 მგ., გლიცერინი - 68,826 მგ., შავი რკინის ოქსიდი - 1,246 მგ., წითელი რკინის ოქსიდი - 0,231 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები :
სალუტემ პრეგნა წარმოადგენს კომბინირებულ პოლივიტამინურ საშუალებას. პრეპარატში შემავალი ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები ავსებენ ორგანიზმს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გაზრდილი მოთხოვნილების დროს შესაძლო დეფიციტის არსებობისას.
თევზის ქონი - DHA/EPA . აუცილებელია ორსულობის პერიოდში ნაყოფის თავის ტვინის და მხედველობის ორგანოების ფორმირებისთვის, ორსულობისას ამცირებს სამეანო გართულებების და ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების რისკს, ზრდის სპერმის სიცოცხლისუნარიანობას, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული განაყოფიერებისათვის .
ლუთეინი: ლუთეინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს თვალების ჯანმრთელობაზე.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა): უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან. ასკორბინმჟავას ფიზიოლოგიური დონე ორსული ქალის ორგანიზმში უაღრესად მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისათვის, აგრეთვე ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობის მომატების თვალსაზრისით;
ვიტამინი D: ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი) არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, აგრეთვე ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესს, ორსულობის პერიოდში ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას;
ვიტამინი E:
ხელს უწყობს თვითნებური აბორტის თავიდან აცილებას, სასქესო ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზაციას .
ვიტამინი B1: თიამინის ქლორიდი .ვიტამინი B1 მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის და ნერვ-რეფლექტორული რეგულაციის პროცესში, ზემოქმედებს ნერვული აღგზნების გატარებაზე სინაფსებში.
ვიტამინი B2 : რიბოფლავინი მონაწილეობს ცილების , ცხიმების და ნახშირწყლების დაშლაში, აუცილებელია ორსულობის პერიოდში ნაყოფის ნორმალური ჩამოყალიბებისთვის, ორსულობის პერიოდში ახდენს ტერატოგენული ფაქტორების ლიმიტირებას;
ვიტამინი B3: ნიაცინი არის ვიტამინი, რომელსაც ორგანიზმი იყენებს მეტაბოლიზმის, საჭმლის მონელების, კანის ჯანმრთელობისა და ნერვული სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი B5: პანთოტენის მჟავა აუცილებელია ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილებისგან ენერგიის გამომუშავებისთვის. მას გადამწყვეტი როლი აქვს ბევრ ბიოსინთეზურ რეაქციაშიც, რომლებიც აუცილებელია ცხიმების, ქოლესტერინის, ნეიროტრანსმიტერების, სისხლის წითელი უჯრედების და თირკმელზედა ჯირკვლის სეკრეციისთვის.
ვიტამინი B6: წყალში ხსნადი ვიტამინია. აუცილებელია 100-ზე მეტი ფერმენტის გამართული ფუნქციონირებისთვის, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემების ოპტიმალურ მუშაობაში.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) საჭიროა ნუკლეინის მჟავის, ანუ დნმ - ის შესაქმნელად, იგი არა მხოლოდ აუცილებელი ვიტამინია ზრდისა და განვითარებისთვის, არამედ ორსულობის სასიცოცხლო კომპონენტია, რომელიც ამცირებს თანდაყოლილი დეფექტების რისკს.
ვიტამინი K1: წარმოადგენს აუცილებელ ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს სისხლდენის მაკონტროლებელი ცილების (შედედების ფაქტორის) წარმოქმნაში და შესაბამისად ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას. ვიტამინი K აგრეთვე საჭიროა ძვლების და სხვა ქსოვილების სიჯანსაღისთვის.
ბ იოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის.
ფოლიუმის მჟავა: აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ფოლიუმის მჟავა პასუხს აგებს დნმ - ს სინთეზზე, უჯრედების ზრდასა და დაყოფაზე, ერითროციტების წარმოებაზე და სხვა.ფოლიუმის მჟავა 50 -70% - ით ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს.
კალციუმი Ca : კალციუმს ძვლების სიმტკიცისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ნაყოფისთვის კალციუმის წყარო დედის მიერ მიღებული საკვები და კალციუმის დანამატებია. ორსულობის დროს კალციუმის შეწოვა იმატებს. დედის სხეული მეტ ესტროგენს გამოიმუშავებს, რაც ძვლების დამცავი კიდევ ერთი მექანიზმია.
რკინა Fe: აუცილებელი მინერალია, რომლის მთავარი დანიშნულებაა სისხლის წითელი უჯრედების წარმოება და ჰემოგლობინის სათანადო ფუნქციონირება.
რკინის ძირითადი ფუნქციაა სისხლში ჟანგბადის გადატანა ჰემოგლობინის მეშვეობით.
სპილენძი Cu: ეს მიკროელემენტი მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს, როგორც ფერმენტ ციტოქრომ-C ოქსიდაზას კომპონენტი, სპილენძი მონაწილეობს ენერგიის ცვლაში. უჯრედული სუნთქვის რეგულაციაში.
იოდი I: იოდზე, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ძირითად კომპონენტზე, თითქმის ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის ჩამოყალიბება და სრულყოფილი ფუნქციონირებაა დამოკიდებული.
იოდის სათანადო დონე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულებისთვის, განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში. ამ პერიოდში ნაყოფს საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი ჯერ არ გააჩნია, ამიტომ მისი განვითარება დედის ჰორმონებზეა დამოკიდებული.
თუთია Zn: თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში. თუთია მონაწილეობს სასქესო სისტემის განვითარებაში. ორსულობის პერიოდში იგი უზრუნველყოფს ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას. თუთია მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზსა და გონადოტროპინის გამოთავისუფლების პროცესში.
მანგანუმი Mn: მანგანუმის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ბევრი მეტაბოლური პროცესის წარმართვა, სქესობრივი ჰორმონების, ჯანსაღი ძვლების, მტკიცე შემაერთებელი ქსოვილის ფორმირება, ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება. შემაერთებელი ქსოვილის, მათ შორის – ძვლისა და ხრტილის წარმოქმნა;
სელენი Se : სელენი სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია ,იგი ითვლება ერთ-ერთ ძლიერ ანტიოქსიდანტად, რომელიც ხელს უშლის უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგვას და ამით ორგანიზმს მძიმე დაავადებებისგან იცავს.
ქრომი Cr : ეს მიკროელემენტი ორგანიზმის სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობს. ქრომი ხელს უწყობს მიკროელემენტების სწორ მეტაბოლიზმს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს .
ჩვენებები;
ჰიპოვიტამინოზისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.·
ვიტამინების და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა .
ორსულთა ტოქსიკოზი.
ორსულობის დაგეგმვა
ანემიის პრევენცია ორსულებში.
მიღების წესი და დოზირება : სალუტემი პრეგნა მიიღება 1 კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის შემდეგ .
უკუჩვენებები : გამოხატული მგძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები :
არ გადავაჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით!
გამოშვების ფორმა : N30 კაფსულა.
შენახვის პირობები და ვადები;
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი ; ,,GRICAR CHEMICAL’’ S.R.L. ITALY
სავაჭრო მარკის მფლობელი ,,ორნადო მედიცინა’’ - დიდი ბრიტანეთი .
საკვები დანამატი










