ექსბონა #30კაფს
გააზიარე:
ექსბონა
EXBONA
შემადგენლობა :
1 კაფსულა შეიცავს :
ვიტამინი E (დ-ალფა ტოკოფეროლი) 200 UI
ვიტამინი A (რეტინოლის პალმეტატი) 800 UI
თუთია (თუთიის სულფატი) 50 მგ.
სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 250 მკგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ბუნებრივი წარმოშობის ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომპლექსი.
ბიოლოგიური აქტივობის მქონე საკვები დანამატი რეკომენდებული როგორც A და E ვიტამინების დამატებითი წყარო.
ვიტამინი E წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს , ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი რომელიც აფერხებს პათოლოგიურ ჟანგვით რეაქციებს.დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე მამაკაცებსა და ქალებში, არეგულირებს გულსისხლძარღვთა , რესპირატორულ და ენდოკრინულ ფუნქციებს , სისხლწარმომქმნელი სისტემების ფუნქციონირებას , ანელებს დაბერების პროცესს.
ვიტამინი A ცხიმში ხსნადი ვიტამინია, მნიშვნელოვანი კომპონენტია მხედველობის და კანის სიჯანსაღისთვის, ასევე ძვლების ჩამოყალიბების, იმუნური და რეპროდუქციული სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის.
თუთია - მონაწილეობს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებში და აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც მონაწილეობენ დაბერების პროცესში; თუთია აუცილებელია ორგანიზმში შემავალი ყველა უჯრედის სწორი ფუნქციონირებისათვის; აქტიურად მონაწილეობს სქესობრივი მომწიფების პროცესში; აუმჯობესებს კანის ფერს, ამკვირებს ფრჩხილებს, თმას, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას, ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას; წარმოადგენს მამაკაცის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან ელემენტს, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების აქტივობას და მამაკაცის ჰორმონების რეგულირებას; ხელს უწყობს და აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს, კომბინაციაში აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ყურადღებას და მეხსიერებას, ხსნის გაღიზიანებადობას, აუმჯობესებს განწყობას;
სელენი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ჩვენებები;
1.არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების (რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით.
2.სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
3. რეკომენდებულია როგორც A და E ვიტამინების დამატებითი წყარო.
4. აქტიური გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა.
5. ქალსა და მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, სპერმატოგენეზის შეფერხება, ლიბიდოს დაქვეითება , სქესობრივი დისფუნქციები.
6 მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე.
7. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მორეციდივე ვირუსული ინფექციები, ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით.
8. თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, გამონაყარი კანზე, აკნე, ფსორიაზი, სებორეა, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება).
9. კომპლექსური თერაპიის სახით, მენსტრუალური ციკლის, სახსრებისა და ხერხემალის მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებების ჰორმონალური მკურნალობისას.
10. A ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიის გარეშე (თვალებში სიმშრალის შეგრძნება); A ვიტამინის დეფიციტი ქსეროფთალმიით.
11. კომპლექსურ თერაპიაში: სხვადასხვა დისკერატოზი და ჰიპერკერატოზი, სებორეული ეგზემა, ფოლიკულური კერატოზი, დამწვრობა, მოყინვა, ნაწოლები და სხვა მდგომარეობები, რომელიც მიმდინარეობს დუნე ეპითელიზაციით.
12. მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკა
გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა.
უკუჩვენება : მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ .
გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილებში 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა : რბილი ჟელატინისებრი კაფსულა № 30
შენახვის პირობები : ინახება მშრალ ,სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე
პროდუქციისა და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია ,,ORNADO MEDICINE “,დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი “SIA PRIMEA”, ლატვია
საკვები დანამატი










