დოვიტა კოგნივა #30კაფს
გააზიარე:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
გამოყენების რეკომენდაცია
დოვიტა კოგნივა
DOVITA COGNIVA
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
Concental® Sideritis scardica extract (ბერძნული მთის ჩაის ექსტრაქტი) - 450 mg;
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (HPMC).
სუფთა, მცენარეული ფორმულა - არ შეიცავს გმო-ს, შემავსებლებს, ხელოვნურ დანამატებს, კოფეინს და გლუტენს. 100%-ით ვეგანური მცენარეული კაფსულები. შესაფერისია ვეგანებისა და მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის. გამოიყენება მოზარდებსა და მოზრდილებში.
მოქმედების მექანიზმი :
დოვიტა კოგნივა არის თავის ტვინის ფუნქციონირების მხარდასაჭერად შემუშავებული ახალი თაობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. მისი ფორმულა ეფუძნება ბერძნული მთის ჩაის (Sideritis scardica) დაპატენტებულ, კლინიკურად შესწავლილ ექსტრაქტს - Concental-ს.
ბად-ის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები უზრუნველყოფენ კომპლექსურ სისხლძარღვთა-ნეირონულ მხარდაჭერას:
- ცერებრული ჰემოდინამიკა: ხელს უწყობს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას (ცერებრულ პერფუზიას) და ჟანგბადით მომარაგებას იმ ძირითად უბნებში, რომლებიც დაკავშირებულია კოგნიტურ მუშაობასთან.
- ნეირონული აქტივობა: ოპტიმიზაციას უკეთებს ნეირონულ კომუნიკაციას, კლინიკურად დადასტურებული ეფექტით აუმჯობესებს რეაქციის დროს, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციასა და ინფორმაციის დამუშავების სიჩქარეს.
- ფსიქოემოციური სტაბილურობა: ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას დაღლილობისა თუ სტრესის დროს და გააჩნია სიტუაციური შფოთვის შესამცირებელი მოქმედება.
- ანტიოქსიდანტური დაცვა: ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, უზრუნველყოფს ტვინის სიცოცხლისუნარიანობას და მხარს უჭერს ჯანსაღ დაბერებას (კოგნიტური დაბერების პროცესების შენელებას).
პროდუქტი არ შეიცავს კოფეინს ან სხვა სინთეზურ სტიმულატორებს, რაც გამორიცხავს მუშაობის შეფერხებას, ორგანიზმის შემდგომ გამოფიტვასა და „ენერგიის მკვეთრი ვარდნის“ ეფექტს.
დოვიტა კოგნივა რეკომენდებულია:
დოვიტა კოგნივა რეკომენდებულია სტრესულ გარემოში მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და გონებრივი პროცესების დაჩქარების მიზნით. მისი მიღება მიზანშეწონილია მაღალი ფსიქოემოციური დატვირთვის დროს, როდესაც საჭიროა ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია, სწრაფი რეაგირება და შედეგიანობა.
რეკომენდებულია შემდეგი სამიზნე ჯგუფებისთვის:
- სტუდენტები: სწავლისა და ინტენსიური საგამოცდო პერიოდის განმავლობაში;
- დასაქმებული სპეციალისტები: გადატვირთული სამუშაო რეჟიმის, საქმიანი შეხვედრების, საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების დროს;
- სპორტსმენები: შეჯიბრებების პერიოდში ფოკუსირებისა და რეაქციის სიჩქარის გასაუმჯობესებლად;
- 40 წელს გადაცილებული მოზრდილები: გონებრივი ტონუსის, სიმკვეთრისა და ჯანსაღი კოგნიტური ფუნქციების შესანარჩუნებლად.
მიღების წესი და დოზირება :
მიიღება 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად. მაღალი აქტივობის პერიოდებში მიიღება დღეში 2 კაფსულამდე ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
გაფრთხილებები:
დოვიტა კოგნივა წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს და არ გამოიყენება მრავალფეროვანი კვების შემცვლელად! არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ქრონიკული დაავადებების ან მედიკამენტური თერაპიის შემთხვევაში გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მუქი მწვანე ფერის, ჰიპრომელოზას (HPMC) ვეგანური კაფსულები №00, შევსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილით.
გამოშვების ფორმა :
30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში.
ვარგისობა და შენახვის პირობები
2 წელი. ინახება არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა :
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33










