დოვიტა დიაჰელფი #30ტ
გააზიარე:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
გამოყენების რეკომენდაცია
დოვიტა დიაჰელფი
Dovita Diahelp
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ჯიმნემა სილვესტრეს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 200 მგ, არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 200 მგ, ბაყაყურას მშრალი ექსტრაქტი 150 მგ, თუთია (თუთიის ოქსიდი) 10 მგ, ქრომი (ქრომის პიკოლინატი) 40 მკგ.
დამხმარენივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
მოქმედების მექანიზმი:
დოვიტა დიაჰელფი ბუნებრივი წარმოშობის, კომბინირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატია ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების მხარდასაჭერად. პროდუქტი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ტკბილეულზე მომატებული მოთხოვნილების შემცირებას, სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებას და ამასთან, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც ლიპიდებისა და ნახშირწყლების სწორი მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
ჯიმნემა (Gymnema sylvestre) ხელს უწყობს ნაწლავებში გლუკოზის შეწოვის, ტკბილეულზე მოთხოვნილების შემცირებას და მონაწილეობს შიმშილის შეგრძნების კონტროლში.
არტიშოკი (Artichoke) წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციურ მხარდაჭერას გარემო ფაქტორებით (მათ შორის ალკოჰოლით) გამოწვეული დატვირთვის ფონზე, ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას, ხელს უწყობს ცხიმების მონელებას, რაც მნიშვნელოვანია სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.
ბაყაყურა (Milk Thistle) ხელს უწყობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმს, აინჰიბირებს ღვიძლის დაზიანების გამომწვევი ტოქსინების წარმოქმნას, ამიტომ ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბუნებრივ ჰეპატოპროტექტორულ საშუალებას წარმოადგენს.
თუთია მრავალი მეტაბოლური რეაქციის, მათ შორის ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი კოფაქტორია. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის, იმუნური სისტემისა და სხვადასხვა ჰორმონის სწორ ფუნქციონირებას.
ქრომი მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მეტაბოლიზმში. ხელს უწყობს ინსულინის მიმართ უჯრედების მგრძნობელობის გაუმჯობესებას.
დოვიტა დიაჰელფი რეკომენდებულია:
- · დამხმარე საშუალებად მეტაბოლური და ღვიძლის ფუნქციური დარღვევების დროს (ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ინსულინრეზისტენტობა, მეტაბოლური სინდრომი, პრედიაბეტი, სიმსუქნე, ღვიძლის გაცხიმოვნება)
- · ტკბილეულზე მომატებული მოთხოვნილების შემთხვევაში
- · ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ჭარბი მიღებისას
- · წონის კონტროლისთვის, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება მოზრდილებში, 1 ტაბლეტი დღეში, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
გაფრთხილებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი/დაბალანსებული კვების ჩასანაცვლებლად. ქრონიკული დაავადებების არსებობის ან სხვა მედიკამენტებთან ერთად მისი მიღების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. სიფრთხილით გამოიყენება ნაღველკენჭოვანი დაავადების და ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს.
უკუჩვენებები:
· პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან ალერგია
· ორსულობა/ლაქტაციის პერიოდი
· მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი
ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები:
მოყავისფრო, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, ჩანართებიანი ტაბლეტები.
გამოშვების ფორმა
30 ტაბლეტი პოლიმერულ ფლაკონში.
ვარგისობა და შენახვის პირობები
3 წელი.
ინახება არა უმეტეს 25℃ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, მზის სხივებისგან და სითბოსგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა :
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი :
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.










