სოლო ქიდს ტილ.საწ შამპუნი100მლ

სოლო ქიდს ტილ.საწ შამპუნი100მლ

69.99 ლარი 59.48 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: დელფი ფდრ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168454
გააზიარე:

Solo Kids Shampoo no lice or nits

სოლო ქიდს ტილების საწინააღმდეგო შამპუნი

ტილების საწინააღმდეგო შამპუნი ეთერზეთებითა და მცენარეული ექსტრაქტებით

სოლო ქიდს ტილების საწინააღმდეგო შამპუნი - ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული, მცენარეული შემადგენლობის ნაზი, ჰიპოალერგიული საშუალება, რომლის გამოყენება რეკომენდირებულია როგორც დატილიანების მკურნალბის პროცესში ასევე მის შემდგომ პერიოდში, როგორც ჰიგიენური საშუალება თმის და ქავილისგან გაღიზიანებული თავის კანის მოვლისთვის. ასევე მისი გამოყენება რეკომენდირებულია იმ პერიოდში, როდესაც ტილებით დასნებოვნების რისკი არსებობს. უსაფრთხოდ და ეფექტურად აცილებს ტილებს და წილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს

შემადგენლობა:

წყალი (Aque), ძმარი (Vinegar), ჩაის ხის (Melaleuca alternifolia) ეთერზეთი, ლავანდის (Lavandula angustifolia) ეთერზეთი, კვასიის ხის (Quassia amara) ექსტრაქტი, გარგარის (Prunus Armeniaca) ნაყოფის ექსტრაქტი, ატმის (Prunus Persica) ნაყოფის ექსტრაქტი, ვაშლის (Pyrus Malus) ნაყოფის ექსტრაქტი, პანთენოლი (Panthenol).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სოლო ქიდს ტილების საწინააღმდეგო შამპუნის შემადგენლობაში არსებული მცენარეული საშუალებები უსაფრთხოდ და ეფექტურად ახდენს ტილების და წილების მოცილებას მათი სასიცოცხლო ფუნქციების დათრგუნვის ხარჯზე, ამშვიდებს ქავილისგან გაღიზიანებულ თავის კანს და ამასთანავე ნაზად ასუფთავებს მას. შამპუნის შემადგენლობაში არსებული კონდიციონერის მოქმედების მქონე ინგრედიენტები და პანთენოლი არბილებს თმას, ადვილად დასამორჩილებელს ხდის მას და მარტივად დავარცხნას უწყობს ხელს.

მოქმედების მექანიზმი:

ჩაის ხის, ლავანდის ეთერზეთის და Quassia Amara-ს (კვასია ამარა) ექსტრაქტის შემცველი სოლო ქიდს ტილების საწინააღმდეგო შამპუნი ხასიათდება მაღალი ეფექტურობით, რაც განპირობებულია ტილის სასიცოცხლო ციკლის შეწყვეტით

ლავანდის ზეთი მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების აორთქლების შედეგად ახორციელებს ნეიროტოქსიურ ეფექტს, რაც გამოიხატება მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით, ზრდასრული ტილის გაშეშებით და საბოლოოდ სიკვდილით.

ჩაის ხის ეთერზეთების შემადგენლობაში არსებული ცხიმში ხსნადი მოლეკულები ადვილად აღწევენ ტილის კუტიკულაში - ცვილისებურ გარეთა შრეში, შემდეგ სასუნთქ გზებში, მექანიკურად ახშობენ მას და საბოლოოდ ტილის მოხრჩობას განაპირობებენ. ცვილისებური გარეთა შრის დარღვევა იწვევს ტილების გაუწყლოებას და სიკვდილს.

ჩაის ხის ეთერზეთები კვასია ამარას ექსტრაქტთან ერთად ტილისთვის არასასიამოვნო სუნით და გემოთი გამოირჩევა, რაც იწვევს მათი კვების დარღვევას, დასუსტებას, სიცოცხლისუნარიანობის შემცირებას, თმის ღერზე ფიქსაციის დაქვეითებას და საბოლოოდ აადვილებს მათ ფიზიკურად მოცილებას

ჩაის ხის და ლავანდის ეთერზეთების კომბინაცია ტილის საწინაღმდეგო საშუალებებთან ერთად ერთ-ერთი ეფექტური და უსაფრთხო არჩევანია ტილების წინააღმდეგ ბრძოლაში გაღიზიანებული თავის კანის და თმის მოსავლელად

ჩვენება:

  • · დატილიანების მკურნალობა
  • · თმის ყოველდღიური ჰიგიენა მისი სირბილის შესანარჩუნებლად და ადვილად დასამორჩილებლად, რაც მარტივად დავარცხნას განაპირობებს

უპირატესობა:

  • · საუკეთესოდ ამშვიდებს დატილიანების დროს ქავილით გაღიზიანებულ თავის კანს
  • · კონდიციონერის მოქმედების მქონე ინგრედიენტების და პანთენოლის შემცველობით არბილებს თმას, ადვილად დასამორჩილებელს ხდის მას და მარტივად დავარცხნას უწყობს ხელს
  • · არ აშრობს თმას
  • · ადვილად ჩამოიბანება
  • · ეფექტურად მოქმედებს დატილიანების სამკურნალოდ ძირითად საშუალებებთან ერთად

გამოყენების წესი:

გამოიყენეთ სველ თმაზე და ნაზად დაიმასაჟეთ თავის კანი, განსაკუთრებით კეფის, შუბლის და ყურების უკან, სანამ ქაფი არ წარმოიქმნება. გააჩერეთ 3–5 წუთის განმავლობაში, კარგად ჩამოივარცხნეთ სოლო ქიდსის წვრილკბილიანი სავარცხელით, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. ვინაიდან წილებთან ბრძოლა გაცილებით რთულია მათი თმის ღერთან მყარად ფიქსაციის გამო, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში სასურველია მკურნალობის განმეორება 7–10 დღის შემდეგ, რათა განადგურდეს იმ კვერცხებიდან გამოჩეკილი ტილები, რომლებიც პირველმა დამუშავებამ ვერ დააზიანა.

ვინაიდან ტილების საწინააღმდეგო შამპუნი მცენარეული შემადგენლობის გამო არ იწვევს შეჩვევას, მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად ან საჭიროებისამებრ, ტილებთან კონტაქტის რისკის პერიოდში.

რეკომენდირებულია 2 წლიდან

სიფრთხილის ზომები:

  • · შამპუნი წარმოადგენს მხოლოდ გარე გამოყენების საშუალებას
  • · მოარიდეთ შამპუნი ცხვირის, თვალის და პირის ღრუს ლორწოვანთან შეხებას.
  • · თვალთან და ლორწოვანთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამოირეცხეთ ლორწოვანი წყლით 5 წუთის მანძილზე
    • · შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
    • · არ გადაყლაპოთ

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ შამპუნი რომელიმე ინგრედიენტზე გამოხატული ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში. გამოყენებისას დაფიქსირებული ალერგიული რეაქციის დროს შეწყვიტეთ შამპუნის გამოყენება და მიმართეთ ექიმს

რა არის ტილი და როგორია მისი სასიცოცხლო ციკლი

თავის ტილი არის მოყავისფრო მწერი, რომელიც იკვევება სკალპიდან გამოწოვილი სისხლით. მრავლდება კვერცხებით - წილებით.

მდედრი ტილის მიერ წარმოქმნილი წებოვანი ნივთიერება ხელს უწყობს კვერცხების თმის ღეროზე მიმაგრებას. კვერცხი მაგრდება დაახლოებით 4 სანტიმეტრზე თმის ღეროდან, რაც წარმოადგენს იდეალურ გარემოს კვერცხის საინკუბაციოდ. 7-10 დღის შემდეგ წილებიდან იჩეკება ტილის მატლი, რომელიც ზრდასრულ ასაკს 9-12 დღეში აღწევს

როგორ ხდება დატილიანება

ვინაიდან ტილი არც დაფრინავს და არც დახტის დიდ მანძილზე, ამიტომ გავრცელებისთვის აუცილებელია თმის თმასთან უშუალო კონტაქტი.

ინვაზირებული პაციენტის მოხმარების საგნებით (სავარცხელი, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ.) ტილების გადაცემის დაბალი რისკი არსებობს. თავის ტილით ძირითადად ავადდებიან ბავშვები 3-11 წლის ასაკში.

როგორ ვებრძოლოთ დატილიანებას

  • · მოვერიდოთ ფიზიკურ, თავის თავთან მჭიდრო კონტაქტს
  • · ნაკლებად გამოვიყენოთ სხვისი პირადი ნივთები -სავარცხელი, ქუდი
  • · მუდმივად შევამოწმოთ ბავშვის თმა დათვალიერებით და ჩამოვვარცხნოთ წვრილკბილიანი სავარცხელით
  • · გრძელი თმის შემთხვევაში სასურველია თმა იყოს შეკრულ მდგომარეობაში
  • · გამოვიყენოთ დატილიანების საპრევენციო საშუალებები
  • · დატილიანების აღმოჩენიდან დროულად დავიწყოთ მკურნალობა უსაფრთხო და მცენარეული შემადგენლობის საშუალებებით

გამოშვების ფორმა:

100 მლ შამპუნი გარეგანი გამოყენებისთვის ხილის არომატით #1

შენახვის პირობები და ვადები:

სოლო ქიდს ტილების საწინააღმდეგო შამპუნი ინახება მშრალ, ბნელ, 25⁰C ნაკლებ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 12 თვის მანძილზე

შამპუნის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე

მწარმოებელი: DELFY FDR GROUP , ესპანეთი

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი