დიმაპი #60კაფს
გააზიარე:
გამოყენების რეკომენდაცია
დიმაპი
Dimup
სასურსათო დანამატი
დიინდოლილმეთანი (DIM) - 100 მგ;
იაპონური კვანძოვანი ხავსის ექსტრაქტი - 25,511 მგ (რესვერატროლი - 25 მგ);
ბროწეულის კანის ექსტრაქტი - 25 მგ (ელაგის მჟავა - 5 მგ);
ბროკოლის ექსტრაქტი - 25 მგ;
ჩაის ხის ექსტრაქტი - 12,5 მგ (პოლიფენოლები - 12.25 მგ, ეპიგალოკატექინის გალატი (EGCG) - 6.25 მგ);
კალციუმის D-გლუკარატი - 125 მგ;
ყურძნის წიპწის ექსტრაქტი - 12,5 მგ;
წიწაკის ექსტრაქტი – 2,632 მგ (პიპერინი - 2,5 მგ)
დამხმარე კომპონენტები:
ჰიდროქსილპროპილ მეთილ ცელულოზა, ცელულოზა (E 460), მაგნიუმის ოქსიდი (E 530), მაგნიუმის მარილების ცხიმოვანი მჟავები (E 470b), სილიციუმის დიოქსიდი (E 551)
თვისებები: დიინდოლილმეთანი (DIM) - არის მცენარეული ნაერთი, რომელიც შედის ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულების, მათ შორის კომბოსტოს, ბროკოლის და ყვავილოვანი კომბოსტოს შემადგენლობაში. იგი არეგულირებს ჰორმონების მეტაბოლიზმს, გააჩნია ანტიკანცეროგენული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება (ამცირებს ტკივილს და შეშუპებას).
კვლევების მიხედვით, ქალბატონებში დიინდოლილმეთანი (DIM) არეგულირებს ესტროგენების მეტაბოლიზმს. ესტროგენები შეუქცევადად მეტაბოლიზდება 2-ჰიდროქსიესტრონად (2-OHE1) და 16-ჰიდროქსიესტრონად (16-OHE1). დიინდოლილმეთანი ამცირებს 16-ჰიდროქსიესტრონის („ძლიერი“ ესტროგენები) კონცენტრაციას და ზრდის 2-ჰიდროქსიესტრონის („სუსტი“ ესტროგენები) კონცენტრაციას, რითაც ამცირებს საშვილოსნოს და ასევე სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების ალბათობას. DIM ასტიმულირებს ინფიცირებული ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) და ტრანსფორმირებული უჯრედების აპოპტოზს, აგრეთვე y-ინტერფერონის რეცეპტორების ექსპრესიის სტიმულატორს. ადამიანის პაპილომავირუსის E7ონკოგენის ექსპრესიის დათრგუნვით, ბლოკავს HPV-ით ინფიცირებული უჯრედების ჰორმონდამოკიდებულ პათოლოგიურ პროლიფერაციას. DIM ასევე ბლოკავს სხვა (ჰორმონისგან დამოუკიდებელ) მექანიზმებს, რომლებიც ააქტიურებენ პათოლოგიური უჯრედების ზრდას სარძევე ჯირკვალსა და საშვილოსნოს ქსოვილებში. მას აქვს უნარი გამოიწვიოს იმ უჯრედების შერჩევითი სიკვდილი, რომლებიც გამოირჩევიან არანორმალურად მაღალი პროლიფერაციით. იგი კარგად აიტანება რეპროდუქციული, პრეკლიმაქტერიული და კლიმაქტერიული ასაკის ქალებში. ასევე აქვს გამოხატული ეფექტურობა სარძევე ჯირკვლის პათოლოგიური მდგომარეობის დროს. აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანსს და ამცირებს აკნეს განვითარებას.
მამაკაცებში დიინდოლილმეთანი (DIM) ხელს უშლის პროსტატის ინტრაეპითელურ ნეოპლაზიას და შესაბამისად ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს.
იაპონური კვანძოვანი ხავსის ექსტრაქტი - არის რესვერატროლის ერთ-ერთი უმდიდრესი წყარო (98%), რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანთებისსაწინააღმდეგო და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დამცავი თვისებები. იგი აფართოვებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლის შედედების უნარს, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
ბროწეულის კანის ექსტრაქტი (ელაგის მჟავა)- არის მძლავრი ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო ნაერთი, რომელიც 2-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე თავად ნაყოფი. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, მონაწილეობს კოლეგენის სინთეზში, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ელაგის მჟავა თრგუნავს ტიროზინაზას (ფერმენტს, რომელიც გადამწყვეტია მელანინის წარმოებაში) და ამით ხელს უშლის კანის ჰიპერპიგმენტაციას.
ბროკოლის ექსტრაქტი- დიეტური დანამატი, რომელიც მდიდარია სულფორაფანით, ვიტამინებით (C, A, K), მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესისა და ანთების შემცირებას, აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები, აძლიერებს იმუნიტეტს და უჯრედულ დაცვას.
ჩაის ხის ექსტრაქტი- შეიცავს პოლიფენოლებს (98%), ეპიგალოკატექინის გალატს (EGCG) (50%), ეთერზეთებს, რომლებსაც ახასიათებთ ძლიერი ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, კანის მარეგენირებელი და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
კალციუმის D-გლუკარატი- არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ზედმეტი ჰორმონების (მაგ. ესტროგენის) გამოდევნას, მხარს უჭერს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს უჯრედულ ჯანმრთელობას. იგი ეფექტურია ფილტვის, კანის, სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთვის, როგორც β-გლუკურონიდაზას ინჰიბიტორი.
ყურძნის წიპწის ექსტრაქტი- აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს, აფერხებს დაბერების პროცესებს, ამცირებს გსს-ის დაავადებების განვითარების რისკს, აძლირებს უჯრედების და ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს და ოსტეოგენეზს, აწესრიგებს ორგანიზმში ლიპიდურ ცვლას, ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის ორგანიზმიდან გამოდევნას, გააჩნია ანტიკანცეროგენული თვისებები.
წიწაკის ექსტრაქტი (პიპერინი) - მცენარეული ალკალოიდია ძლიერი ანტიოქსიდანტური, დეტოქიკაციური, ანთებისსაწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით. აუმჯობესებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს და საჭმლის მომნელებელ პროცესებს. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონეს. პიპერინი- ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, ეხმარება ტვინს სეროტონინისა და ენდორფინების სინთეზში.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
-რეპროდუქციული სისტემის ჰორმონდამოკიდებული დაავადებების განვითარების რისკის შემცირება.
-ბუნებრივი მენოპაუზის ან ქირურგიული ჩარევის შემდგომ დამდგარი მენოპაუზის, ჰორმონალური დისბალანსის მკურნალობა კომბინაციურ თერაპიაში.
-საშვილოსნოს მიომა (ფიბრომიომა), ფიბროადენომის ქირურგიული მკურნალობის შემდგომ განმეორებითი განვითარების პროფილქატიკა.
-საშვილოსნოს ყელის ეროზია, დისპლაზია, პაპილომატოზი.
-ენდომეტრიოზი და საკვერცხის კისტა.
-მასტოპათია.
-ჰორმონალური აკნე.
-წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.
მიღების წესი: დიმაპი მიიღება 11 წლის ასაკიდან 1-2 კაფსულა 1-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაცია.
გამოშვების ფორმა: 60 კაფსულა
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
მწარმოებელი: Vefa ilac, სტამბოლი, თურქეთი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: შპს. „ევროფარმა ჯორჯია“ თბილისი, საქართველო










