გინელა ფლორა #10სუპ.ვაგ

გინელა ფლორა #10სუპ.ვაგ

64.90 ლარი 55.17 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ველით ბიოფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტობაქტერია აციდოფილუსი,კასეი,რეუტერი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168408
გააზიარე:

გინელა ფლორა

გინელა ფლორა არის სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც შეიცავს სტაბილურ ინაქტივირებულ (ტინდალიზებულ) ლაქტობაცილების 3 სახეობას: *Lactobacillus acidophilus*, *Lactobacillus casei* და *Lactobacillus reuteri*:

ხელს უწყობს საშოს მიკროფლორის აღდგენას, რომელიც დაზიანებულია ინფექციის, ანთების ან სხვა გარე ფაქტორების (მაგ., ბუნებრივი ლაქტობაცილებისთვის არახელსაყრელი პირობები, ჰორმონალური ცვლილებები, კონტრაცეპტივების ან ანტიბიოტიკების გამოყენება და ა.შ.) ზემოქმედებით.

ხანგრძლივი გამოყენებისას აძლიერებს საშოს ეპითელიუმის იმუნიტეტს.

განკუთვნილია ქალებისთვის,რომლებსაც აღენიშნებათ განმეორებადი და ქრონიკული ინფექციები,ჰორმონალური ცვლილებების მქონე ქალებისთვის,დაქვეითებული ვაგინალური იმუნიტეტის მქონე ქალებისთვის (კონტრაცეპტივების, ანტიბიოტიკების ან საშოს მიკროფლორაზე მოქმედი სხვა მედიკამენტების გამოყენებისას),საშოს არეში დისკომფორტის მქონე ქალებისთვის.

არ იწვევს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას.

არ საჭიროებს მაცივარში შენახვას – მოსახერხებელია მოგზაურობისას გამოსაყენებლად.

ვაგინალური სუპოზიტორები, რომლებიც ადვილად იხსნება და მარტივი გამოსაყენებელია.

გინელა ფლორას კლინიკური ეფექტი:

ასტიმულირებს იმუნურ პასუხს საშოს კედელზე ადჰეზიის (მიმაგრების) გზით

ქმნის დამცავ აპკს,აძლიერებს საშოს მიკროფლორის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს

ჩვენება
ვაგინალური დისბიოზის და ბაქტერიული ვაგინოზის კომპლექსური მართვა.
ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ვაგინალური მიკრობიოტის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენის ხელშეწყობა.
ვაგინალური ლორწოვანის ბუნებრივი ბარიერული ფუნქციის მხარდაჭერა.

შემადგენლობა
Tyndallized lactic strains (ტინდალიზირებული ლაქტობაცილები): Lactobacillus acidophilus, Lactobacillus reuteri, Lactobacillus casei.

გამოშვების ფორმა და გამოყენება
10 ვაგინალური სანთელი.
1 ვაგინალური სანთელი დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს, ძილის წინ, 10 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციით.

გინალა ფლორას ძირითადი მახასიათებლები

  • · შეიცავს 3 ტიპის სტაბილურ, ინაქტივირებულ (ტინდალიზირებულ) ლაქტობაცილებს.
  • · ხელს უწყობს დაზიანებული ვაგინალური მიკროფლორის აღდგენას ინფექციის, ანთების ან სხვა გარე ფაქტორების შემდეგ.
  • · მხარს უჭერს ვაგინალური ლორწოვანის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს.
  • · სამი ტინდალიზებული ლაქტობაცილის შტამის კომბინაცია უზრუნველყოფს ვაგინალური ეკოსისტემის კომპლექსურ მხარდაჭერას.

ტინდალიზებული ლაქტობაცილების უპირატესობები

  • · ინარჩუნებენ ბიოლოგიურად აქტიურ უჯრედულ კომპონენტებს.
  • · ხელს უწყობენ ლორწოვანის ბუნებრივ დაცვას.
  • · არ საჭიროებენ კოლონიზაციას ეფექტის გამოსავლენად.
  • · მხარს უჭერენ ვაგინალური მიკრობიოტის ფიზიოლოგიურ ბალანსს.

აღწერილი კლინიკური ეფექტი

  • · ადგილობრივი იმუნური პასუხის მოდულაცია.
  • · ვაგინალური მიკროფლორის ბუნებრივი დამცავი მექანიზმების ხელშეწყობა.
  • · ბალანსირებული მიკროფლორის შენარჩუნების მხარდაჭერა.
  • · დისბიოზის შემდეგ ლოკალური გარემოს ნორმალიზაციის ხელშეწყობა.
  • · ვაგინალური ლორწოვანის ბარიერული ფუნქციის შენარჩუნების მხარდაჭერა.
  • · ანთებითი პასუხის ინტენსივობის შემცირების ხელშეწყობა.

შენახვა: 2°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

მწარმოებელი Healton Healthcare Group

ჩეხეთის რესპუბლიკა