გინელა ნატალ ფერტი5მლ#6გელი
გააზიარე:
გინელა ნატალ ფერტი გელი
ვაგინალური გელი, რომელიც განკუთვნილია ჩასახვის მსურველი წყვილებისთვის. ის არა მხოლოდ არეგულირებს ქალის საშოს გარემოს pH-ს, არამედ მიო -ინოზიტოლის შემცველობის წყალობით,ახდენს სპერმატოზოიდების სტიმულირებას და აუმჯობესებს მათ ხარისხობრივ მაჩვენებლებს; კალციუმისა და მაგნიუმის იონების მეშვეობით კი გავლენას ახდენენ სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობაზე. პროდუქტი ხელს უწყობს ბუნებრივი ჩასახვისთვის ოპტიმალური pH-ის შენარჩუნებას. შემადგენლობაში შედის ჰიალურონის მჟავა, რომელიც უზრუნველყოფს ინტიმური ზონის დატენიანებას.
გინელა ნატალ ფეტი გელი მოქმედებს არა მარტო საშოს გარემოზე და არეგულირებს მის pH-ს, არამედ, მიო-ინოზიტოლის შემცველობის წყალობით, სპერმატოზოიდების სტიმულირებასაც ახდენს.
მიო-ინოზიტოლის წყალობით, ის ენერგიით ავსებს სპერმატოზოიდებს და აუმჯობესებს მათ ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
კალციუმისა და მაგნიუმის იონების მეშვეობით, ის დადებითად მოქმედებს სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობაზე.
ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ეხმარება ბუნებრივი ჩასახვისთვის შესაფერისი pH-ის შენარჩუნებაში.
შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხელს უწყობს ინტიმური ზონის დატენიანებას.
სულ უფრო მეტი წყვილი აწყდება ბუნებრივი ჩასახვის პრობლემებს. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: მშობლობის მსურველი წყვილების ასაკის ზრდა, ცხოვრების წესი და თანამედროვე ცხოვრების სტრესი. სანამ ქალი იძულებული გახდება, პროფესიული დახმარებისთვის IVF-ცენტრებს მიმართოს, მას შეუძლია სცადოს საშუალება, რომელიც სახლის პირობებში დაეხმარება.
აქტიური ინგრეგიენტები
მიო-ინოზიტოლი 2500 მგ -ხელს უწყობს ოქსიდაცუიური სტრესით გამოწვეული მეტაბოლური ცვლილებებით ცვლილებების თავიდან აცილებას და კორექციას
Mg და Zn-ის იონები -დადებითად მოქმედებს ეაკულატში სპერმის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.
კარნიტინი, კრეატინი, ფრუქტოზა-ასტიმულირებს ადამიანის სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს და წარმოადგენს ენერგიის წყაროს.
Ca-ს იონები - ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მიერ ენერგიის ათვისებას.
ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ლიმონმჟავა -არეგულირებს და ასტაბილურებს საშოს გარემოს pH-ს.
ნატრიუმის ჰიალურონატი ატენიანებს საშოს გარემოს.
გინელა ნატალ ფერტი გელის გამოყენება რეკომენდებულია სქესობრივ აქტამდე, ოვულაციის ფაზაში, როდესაც იცვლება საშვილოსნოს ყელის ლორწოს თვისებები. ლორწო უფრო ტუტე ხასიათს იძენს; გინელა ნატალ ფერტი გელი ხელს უწყობს აღნიშნული pH-ის დონის შენარჩუნებას, რაც ხელსაყრელია ბუნებრივი ჩასახვისთვის. გარდა ამისა, ეაკულაციის შემდეგ სპერმა კოაგულირდება (დედდება) და საჭიროა დაახლოებით 30 წუთი პროცესისთვის, რომელსაც გათხევადება (ლიკვეფაქცია) ეწოდება. ამ დროის განმავლობაში სპერმა კარგავს სიბლანტეს და სპერმატოზოიდებს წინსვლის საშუალება ეძლევათ. გინელა ნატალ ფერტი გელის გამოყენება უზრუნველყოფს სპერმის დაბალ სიბლანტეს და ამცირებს იმ დროს, რომელიც სპერმატოზოიდებს კვერცხუჯრედამდე მისასვლელად სჭირდებათ. აღნიშნული ფაქტორები ზრდის ბუნებრივი ჩასახვის ალბათობას.
ჩვენება
- · ბუნებრივი ორსულობის დაგეგმვა
- · ვაგინალური ph-ის დისბალანსი
- · ვაგინალური მიკროფლორის მხარდაჭერა
პროდუქტი წარმოადგენს დამხმარე საშუალაბას და არ ცვლის ინფერტილობის მკურნალობას
გამოშვების ფორმა - 5 ml # 6 ერთჯერადი გამოყევების გელი
გამოიყენება ოვულაციამდე 1-3 დღით ადრე 6 დღის მანძილზე
მწარმოებელი Healton Healthcare Group
ჩეხეთის რესპუბლიკა










