დემოპია თვ/ირგვ.გასაწმ#20სალფ

დემოპია თვ/ირგვ.გასაწმ#20სალფ

39.98 ლარი 33.98 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: S-LAB Sp. z o.o
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჟოჟობას ზეთი,ჰიალურონის მჟავა,ალოე,ალანტოინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 168399
გააზიარე:

Demodex

დემოპია

დემოდექსი

სტერილური სალფეთქები, ქუთუთოების, წამწამებისა და სახის პროფესიონალური ჰიგიენისათვის

რას წარმოადგენს დემოპიას სალფეთქები?

სტერილური ხელსახოცები ქუთუთოების, წამწამების, წარბების მიდამოსა და სახის პროფესიონალური ჰიგიენისთვის

რისთვის გამოიყენება Demopia Demodex-ის ხელსახოცები?

რეკომენდებულია მგრძნობიარე ქუთუთოების ყოველდღიური მოვლისა და ჰიგიენური წმენდისთვის, განსაკუთრებით წარბებისა და წამწამების ზრდის არეში, ასევე სახის კანის მოვლისთვის.

  • ხელს უწყობს სხვადასხვა მინარევის მოცილებას, მათ შორის წამწამების ძირებთან დაგროვილი ნადების (ცილინდრული ქერტლის), მტვრის, მტვერვის ნაწილაკებისა და ქუთუთოებიდან და ქუთუთოს კიდეებიდან გამოყოფილი სეკრეტის მოცილებას.
  • ამშვიდებს ბაქტერიული, ალერგიული ან ანთებითი პროცესებით გამოწვეულ გაღიზიანებასა და კანის ანთებას, ასევე ხელს უწყობს დისკომფორტის შემცირებას მეიბომის ჯირკვლების დისფუნქციის, გარეთა ქერისა და ქალაზიონის დროს.
  • ამცირებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, წვის შეგრძნება, სიწითლე და ქუთუთოების შეშუპება, თვალის სიმშრალე და ქუთუთოების ქვეშ უცხო სხეულის ან „ქვიშის“ შეგრძნება, მათ შორის ინფექციით გამოწვეული შემთხვევების დროს.
  • ატენიანებს ქუთუთოების კანს და ხელს უწყობს დაზიანებული ეპიდერმისის აღდგენას.

როგორ მოქმედებს Demopia Demodex - ი ს აქტიური ინგრედიენტები?

  • ჟოჟობას ზეთი (Marjoram Oil)

მის ძირითად აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს ტერპინენ-4-ოლი (Terpinen-4-ol), რომელსაც აქვს ანტისეპტიკური და ბაქტერიციდული მოქმედება. იგი ხელს უწყობს კანის დაზიანებების შეხორცების პროცესს და ამშვიდებს კანის გაღიზიანებასა და ანთებას.

  • ჰიალურონის მჟავა (Hyaluronic Acid)

ჰიალურონის მჟავა ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნივთიერებაა და კანის სტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. მისი მთავარი ფუნქციაა ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება, რაც განპირობებულია წყლის დიდი რაოდენობით შეკავების უნარით. იგი ხელს უწყობს დაზიანებული ეპიდერმისის აღდგენას, არბილებს კანს, აუმჯობესებს მის ელასტიურობასა და სიმკვრივეს და ქმნის კანის ზედაპირზე დამცავ ფენას.

  • ალოე (Aloe Gel)

ალოეს გელი ინტენსიურად ატენიანებს კანს, იცავს და ხელს უწყობს ეპიდერმისის, მათ შორის მისი ღრმა შრეების, აღდგენას.

მას აქვს დამამშვიდებელი და აღმდგენი მოქმედება გაღიზიანებულ კანზე, ასევე ხელს უწყობს ქავილისა და ანთების შემცირებას და ავლენს ანტიმიკრობულ თვისებებს.

  • ალანტოინი (Allantoin)

ალანტოინი ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, აჩქარებს გრანულაციის პროცესს და, შესაბამისად, ხელს უწყობს დაზიანებული კანის შეხორცებასა და ეპიდერმისის განახლებას. იგი ამცირებს წვისა და ქავილის შეგრძნებას, ამშვიდებს მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანის სიწითლეს. ასევე ატენიანებს, არბილებს კანს. ალანტოინი განსაკუთრებით რეკომენდებულია მგრძნობიარე, ალერგიისადმი მიდრეკილი, გაღიზიანებული და აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლისთვის.

  • D-პანთენოლი (პროვიტამინი B5)

D-პანთენოლი ადვილად შეიწოვება კანში და აღწევს ეპიდერმისში, სადაც გარდაიქმნება ვიტამინ B5-ად (პანტოთენის მჟავად). იგი ამშვიდებს გაღიზიანებულ და გაწითლებულ კანს და ხელს უწყობს კანის დაზიანებების აღდგენასა და შეხორცებას.

რამდენად ხშირად შეიძლება Demopia Demodex-ის ხელსახოცების გამოყენება?

რეკომენდებულია ხელსახოცების გამოყენება დღეში ორჯერ — დილით და საღამოს.

როგორ გამოვიყენოთ Demopia Demodex სალფეთქები?

• საშეტის გახსნამდე დაიბანეთ ხელები.

• მიიდეთ ხელსახოცი ქუთუთოზე. წამწამების ხაზის ჩათვლით, ფრთხილად დაიმასაჟეთ ქუთუთო წრიული მოძრაობებით, რათა მოიცილოთ დაგროვილი მინარევები.

• გაიწმინდეთ წარბები და სახის კანი.

•სალფეთქების გამოყენების შემდეგ თავლი გქონდეთ დახუჭულ მდგომარეობაში 10 წამის განმავლობაში..

• დაელოდეთ გაშრობას. არ ჩამოიბანოთ.

•პროცედურა გაიმეორეთ მეორე თვალზეც

ყურადღება:

Demopia Demodex არის სტერილური პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოყენებული ხელსახოცის ხელახლა გამოყენება დაუშვებელია. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გამოსაყენებლად. მოერიდეთ თვალის ზედაპირთან პირდაპირ კონტაქტს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს წვის შეგრძნება. თვალის ზედაპირთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, თვალი გამოირეცხეთ სტერილური წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.

პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისთვის.

უკუჩვენებები და უსაფრთხოების ზომები:

  • არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია;
  • არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება;
  • არ გამოიყენოთ დაზიანებულ ან ჭრილობის მქონე კანზე;
  • არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ;
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;
  • პროდუქტი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის;
  • შეინახეთ 8°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.

შემადგენლობა (INCI):

წყალი, ალოე ვერას ფოთლების წვენი, პანთენოლი, ჟოჟობას ბალახის ზეთი, 4-ტერპინეოლი, ალანტოინი, ჰიალურონის მჟავა, ლაურილ გლუკოზიდი, კოკო გლუკოზიდი, პოლისორბატ 80.

Demopia Demodex არ შეიცავს სურნელოვან ნივთიერებებს (არომატიზატორებს). აქტიური ინგრედიენტების ბუნებრივი სუნი შესაძლოა იგრძნობოდეს.

მცენარეული ექსტრაქტების შემცველობის გამო, ხელსახოცების ფერი შესაძლოა განსხვავდებოდეს.

შეფუთვა:

20 სტერილური, ერთჯერადი გამოყენების ხელსახოცი

S-LAB Sp. z o.o., ul. Kiełczowska 2, 55-095 Mirków

www.s-lab.pl