ზელიდერმი 200მგ/გ 30გ კრემი

ზელიდერმი 200მგ/გ 30გ კრემი

60.00 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: Laboratorios Viñas
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აზელანის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 167430
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ზელიდერმი 200 მგ/გ კრემი

აზელაინის მჟავა

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- - პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე როგორც აღწერილია ამ გამოყენების ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის/ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.

- - შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

- დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- თუ განვითარდა რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს. ეს გულისხმობს იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 პუნქტი.

- აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან მდგომარეობა გაგიუარესდათ 30 დღის შემდეგ.

რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია

1. რა არის ზელიდერმი და რისთვის გამოიყენება.

2. რა უნდა იცოდეთ ზელიდერმის გამოყენებამდე.

3. ზელიდერმის გამოყენების წესი.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. ზელიდერმის შენახვის წესი.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის ზელიდერმი და რისთვის გამოიყენება.

- ზელიდერმი მოქმედებს ერთდროულად აკნეს პროცესში მონაწილე სამ მნიშვნელოვანი ფაქტორზე: ა) კანის ცხიმის ჭარბი სეკრეცია, ბ) ფოლიკულური არხის ბლოკირება ჭარბი კერატინის გამო და გ) მიკრობული კოლონიზაცია.

- პრეპარატი გამოიყენება აკნეს სიმპტომების ადგილობრივი მკურნალობისთვის.

- მიმართეთ ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთ ან მდგომარეობა გაგიუარესდათ 30 დღის შემდეგ.

2. რა უნდა იცოდეთ ზელიდერმის გამოყენებამდე

ზელიდერმი არ გამოიყენება

- თუ გაქვთ ალერგია ამ პრეპარატის აქტიურ ნივთიერებაზე ამ რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (მითითებული მე-6 პუნქტში);

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ზელიდერმის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალების, ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსებთან კონტაქტს. შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.

- ამ პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია მაქსიმალურად შეზღუდოთ ნებისმიერი გამაღიზიანებელი ნივთიერების (სარეცხი საშუალებები, აგრესიული კოსმეტიკა), სპირტის შემცველი პრეპარატების ან სხვა გარეგანი მოხმარების პრეპარატების გამოყენება, თუ არ წარმოადგენს სამედიცინო ჩვენებას.

სხვა მედიკამენტები და ზელიდერმი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ზელიდერმი შეიცავს პროპილენგლიკოლს, სტეარილის სპირტს, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს.

პრეპარატი შეიცავს 70 მგ პროპილენგლიკოლს (E-1 520) კრემის ყოველ გრამზე.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გამონაყარი (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი), რადგან ის შეიცავს სტეარილის სპირტს.

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია დაგვიანებული), რადგან ის შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E-218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E-216).

3. ზელიდერმის გამოყენების წესი

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის/ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ყოველი გამოყენების წინ რეკომენდებულია მოხდეს დაზიანებული ადგილის წყლით ჩამობანა და კარგად გაშრობა. დაიტანეთ ზელიდერმის თხელი ფენა აკნეზე ნაზი მასაჟით. პროდუქტის გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დღეში ერთხელ გამოყენებით, შემდეგ კი დოზირების გაზრდა დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) დოზამდე.

მგრძნობიარე კანის მქონე პაციენტებში მკურნალობა დაიწყება დღეში ერთჯერადი გამოყენებით ღამით, პირველი კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დღეში ორჯერ გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქტის რეგულარულ გამოყენებას მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და განისაზღვრება აკნეს სიმძიმის მიხედვით.

თუ გამოიყენეთ ზელიდერმის საჭიროზე მეტი დოზა

ამ მედიკამენტის სწორად გამოყენების შემთხვევაში მწვავე მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია.

თვალებთან ან სხვა მგრძნობიარე ლორწოვან გარსებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით სუფთა წყლით.

დოზის გადაჭარბების, შემთხვევითი გადაყლაპვის ან თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს (fservicio de Informatin Toxicologica), ნომერზე 91 562 04 20, მიუთითეთ პრეპარატის დასახელება და გამოყენებული რაოდენობა.

თუ დაგავიწყდათ ზელიდერმის გამოყენება

დავიწყებული დოზის კომპენსირებისთვის არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ მკურნალობა რეკომენდებული სქემისა და დოზირების შესაბამისად.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

- ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს): ქავილი, ჩხვლეტა, კანის გაწითლება გამოყენების ადგილას.

- ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-10-მდე პაციენტს): დესკვამაცია, სიმშრალე და დეპიგმენტაცია (კანის გაუფერულება) გამოყენების ადგილას.

- არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-10-მდე პაციენტს): პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება), დერმატიტი და შეშუპება გამოყენების ადგილას.

- იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10000-დან 1-10-მდე პაციენტს): ბუშტუკები, ეგზემა და წყლულები გამოყენების ადგილას.

თუ პრობლემები გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შეგიძლიათ უშუალოდ ადამიანის სამკურნალო საშუალებების შესახებ ესპანეთის ფარმაკოკონტროლის სისტემის საშუალებით (Sistema Español de Farmacovigilancia de Medicamentos de Uso Humano): https://www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

5. ზელიდერმის შენახვის წესი

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გადააგდეთ არასასურველი მედიკამენტები და კონტეინერები თქვენი აფთიაქის SIGRE პუნქტში. უტილიზაციასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები ან შეფუთვა, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ზელიდერმი

- აქტიური ნივთიერება არის აზელაინის მჟავა. კრემის ყოველი გრამი შეიცავს 200 მგ აზელაინის მჟავას (200 მგ/გ).

- სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): პროპილენგლიკოლი (E-1520), პოლიოქსიეთილენის (21) სტეარილის სპირტი, გლიცეროლის მონოდისტეარატი, ცეტეარილის ოქტანოატი, პოლიოქსიეთილენის (21) სტეარილის სპირტი, გლიცეროლი, პოლიეთილენგლიკოლი 4000, დიმეთიკონი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E-2I8), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E-216) და გასუფთავებული წყალი.

პროდუქტის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ზელიდერმი არის თეთრი ფერის კრემი კანზე გამოყენებისთვის, 30 გრამიან ტუბებში.

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

Laboratorios Vinas. S.A.

Provenza, 386

08025-ბარსელონა

ესპანეთი

წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი

Laboratorios Vinas. S.A.

პროვენცა, 386

08025-ბარსელონა

ესპანეთი

Laboratorios Vi n as, S.A.

Pol. Ind. Can Rosés

Avda, de Can Rosés,

ს/ნ 08191 რუბი - ბარსელონა

ესპანეთი

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო განახლების თარიღი: 2015 წლის ოქტომბერი

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) [Agencia Esparlola de Medicamentos y Productos Sanitarios] ვებგვერდზე: http : //www.aemps.gob.es/]

გაცემის წესი:

ფ არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე