კასპოლიოფი 50მგ ი.ვ.ფხვ#1ფლ

კასპოლიოფი 50მგ ი.ვ.ფხვ#1ფლ

262.00 ლარი 235.80 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: რომფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კასპოფუნგინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 167426
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

პროდუქტის შემაჯამებელი დახასიათება

კასპოლიოფი

CASPOLYOF

1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება

კასპოლიოფი 50მგ, ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატისთვის

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი შეიცავს 50მგ კასპოფუნგინს (აცეტატის სახით)

ექსციპიენტების ცნობილი ეფექტებით

ყოველი 50მგ ფლაკონიო შეიცავს 38,6მგ საქაროზას.

ექსციპიენტების სრული სია იხილეთ განყოფილებაში 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატისთვის

ფხვნილი აღდგენის წინ არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 თერაპიული ჩვენებები

თერაპიული ჩვენებები

  • · ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა მოზრდილებში ან პედიატრიულ პაციენტებში
  • · ინვაზიური ასპერგილოზის მკურნალობა მოზრდილებში და ან პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ან აქვთ აუტანლობა ამფოტერიცინი B-ს, ამფოტერიცინი B-ს ლიპიდური ნაერთების და/ან იტრაკონაზოლის მიმართ.

რეზისტენტობა განისაზღვრება ინფექციის პროგრესირებით ან მკურნალობის უშედეგობით, სოკოს საწინააღმდეგო ეფექტური თერაპიული დოზების მიღებიდან მინიმუმ 7 დღის შემდეგ.

  • · სოკოვანი ინფექციის (როგორიცაა კანდიდოზი ან ასპერგილოზი) ემპირიული თერაპია ცხელებისა და ნეიტროპენიის მქონე მოზრდილ ან პედიატრიულ პაციენტებში.

4.2 დოზირება და მიღების წესი

კასპოფუნგინის დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ინვაზიური სოკოვანი ინფექციების მართვის გამოცდილება.

დოზირება

მოზრდილი პაციენტები

მკურნალობის პირველ დღეს მიიღება ერთჯერადი 70მგ დამტვირთველი დოზა, შემდეგ 50მგ დღეში. >80კგ სხეულის მასის მქონე პაციენტებში საწყისი 70მგ დამტვირთველი დოზის შემდეგ, რეკომენდებულია კასპოფუნგინი 70მგ დღეში (იხ. განყოფილება 5.2). სქესის ან რასის მიხედვით დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. განყოფილება 5.2).

პედიატრიული პაციენტები (12 თვიდან 17 წლამდე)

პედიატრიულ პაციენტებში (12 თვიდან 17 წლამდე) დოზირება განისაზღვრება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (იხ. გამოყენების ინსტრუქცია პედიატრიულ პაციენტებში, მოსტელერის1 ფორმულა). ყველა ჩვენებაში ერთჯერადი 70მგ/მ2 დამტვირთველი დოზა (არა უმეტეს 70მგ-ზე მეტი დღეში) მიიღება პირველ დღეს, შემდეგ კი 50მგ/მ2 დღეში (არა უმეტეს 70მგ-ზე მეტი დღეში). თუ 50მგ/მ2 დღიური დოზა კარგად გადაიტანება, მაგრამ არ შეინიშნება ადექვატური კლინიკური პასუხი, დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია 70მგ/მ2-მდე დღეში (არა უმეტეს 70მგ დღეში).

კასპოფუნგინის უსაფრთხოება და ეფექტურობა სათანადოდ არ შესწავლილა კლინიკურ კვლევებში, რომელიც ჩატარდა ახალშობილებსა და 12 თვამდე ასაკის ჩვილ ბავშვებში. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე. შეზღუდული მონაცემების მიხედვით, ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში (3 თვემდე) შესაძლებელია დაინიშნოს კასპოფუნგინი დღიური დოზით 25მგ/მ2 და მცირე ასაკის ბავშვებში (3-11 თვის) დღიური დოზით 50მგ/მ2 (იხ. განყოფილება 5.2).

მკურნალობის ხანგრძლივობა

ემპირიული თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ პასუხზე. თერაპია უნდა გაგრძელდეს ნეიტროპენიის მოგვარებიდან 72 საათამდე (ANC≥500). სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობაა შეადგენს მინიმუმ 14 დღეს და უნდა გაგრძელდეს 7 დღით ნეიტროპენიის და კლინიკური სიმპტომების მოხსნის შემდეგ.

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ და მიკრობიოლოგიურ პასუხზე. ინვაზიური კანდიდოზის ნიშნების და სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ და კულტურებზე უარყოფითი პასუხის შემდეგ, შესაძლებელია დაინიშნოს სოკოს საწინააღმდეგო პერორალური თერაპია. ზოგადად, ბოლო დადებითი კულტურიდან სოკოს საწინააღმდეგო თერაპია უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 14 დღის განმავლობაში.

ინვაზიური ასპერგილოზის მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის ფონური დაავადების სიმწვავეზე, იმუნიტეტზე და კლინიკურ პასუხზე. ზოგადად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან 7 დღის განმავლობაში.

4 კვირაზე მეტი ხნით მკურნალობის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. თუმცა, არსებული მონაცემები მიუთითებენ, რომ კასპოფუნგინი კარგად გადაიტანება უფრო ხანგრძლივი თერაპიის დროს (მოზრდილებში 162 დღემდე და ბავშვებში 87 დღემდე).

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებში (65 წლის ზევით), AUC იზრდება დაახლოებოთ 30%-ით. თუმცა, არ არის საჭირო სისტემატურად დოზის კორექცია. >65 წლის პაციენტების მკურნალობის შესახებ მონაცემები არასაკმარისია (იხ. განყოფილება 5.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. განყოფილება 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე მოზრდილებში (ჩაილდ პიუს ქულა 5-6), დოზის კორექცია საჭირო არ არის. ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე მოზრდილებში (ჩაილდ პიუს ქულა 7-9), რეკომენდებულია კასპოფუნგინის მიღება დღიური დოზით 35მგ დღეში ფარმაკოკინეტიკური მონაცემების გათვალისწინებით. პირველ დღეს მიიღება საწყისი 70მგ დამტვირთველი დოზა. ღვიძლის მწვავე დისუფნქციის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს ქულა >9) და ღვიძლის ფუნქციის რომელიმე ხარისხის დარღვევის მქონე პედიატრიულ პციენტებში, კასპოფუნგინის მიღების შესახებ კლინიკური გამოცდილება არ არის (იხ. განყოფილება 4.4).

გამოყენება მეტაბოლური ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად

შეზღუდული მონაცემები ადასტურებს, რომ კასპოფუნგინის სადღეღამისო დოზის გაზრდა 70 მგ-მდე, 70 მგ დამტვირთველი დოზის შესაბამისად, გასათვალისწინებელია მოზრდილ პაციენტებში, კასპოფუნგინის ერთდროული გამოყენებისას მეტაბოლური ფერმენტების გარკვეული ინდუქტორებთან ერთად (იხ. განყოფილება 4.5). როდესაც კასპოფუნგინი ერთდროულად ინიშნება პედიატრიულ პაციენტებში (12 თვიდან 17 წლამდე ასაკში) მეტაბოლური ფერმენტების იგივე ინდუქტორებთან (იხ. განყოფილება 4.5), გასათვალისწინებელია კასპოფუნგინის დღიური დოზა 70მგ/მ2 (არ უნდა აღემატებოდეს 70 მგ ფაქტობრივ დღიურ დოზას).

მიღების წესი

გახსნისა და განზავების შემდეგ, ხსნარის მიღება უნდა მოხდეს ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით 1 საათის მანძილზე.

კასპოფუნგინის მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ.

1 მოსტელერი RD: სხეულის ზედაპირის ფართობის გამარტივებული კალკულაცია. N Engl J Med 1987 Oct 22;317(17):1098 (letter)

4.3 უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან განყოფილებაში 6.1 ჩამოთვლილი ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

4.4 სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

კასპოფუნგინის მიღებისას ადგილი ჰქონდა ანაფილაქსიის განვითარებას. მსგავს შემთხვევაში, უნდა შეწყდეს კასპოფუნგინის გამოყენება და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ისეთი ჰისტამინ-მედიატირებული ალერგიული გვერდითი რეაქციებისას, როგორიცაა გამონაყარი, სახის შეშუპება, ანგიოედემა, ქავილი, სითბოს შეგრძნება ან ბრონქოსპაზმი, შესაძლებელია საჭირო გახდეს თერაპიის შეწყვეტა და/ან სათანადო მკურნალობის დანიშვნა.

შეზღუდული მონაცემების მიხედვით კასპოფუნგინის მიერ არ ხდებოდა მოქმედება არა-კანდიდოზურ საფუარაზე და არაასპერგილოზის ობზე. კასპოფუნგინის ეფექტურობა მოცემული სოკოვანი პათოგენების მიმართ არ არის დადგენილი.

კასპოფუნგინის ციკლოსპორინთან ერთად გამოყენება შეფასდა ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში და მოზრდილ პაციენტებში. ზოგიერთ ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეში, რომლებიც იღებდნენ ორ 3მგ/მლ დოზას ციკლოსპორინს კასპოფუნგინთან ერთად, გამოვლინდა ალანინ ტრანსამინაზას (ALT) გარდამავალი მომატება და ასპარტატ ტრანსამინაზას (AST) მომატება 3-ჯერ მეტად ნორმულ ზედა ზღვარზე, რაც რეგულირდებოდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 40 პაციენტის რეტროსპექტულ კვლევაში კასპოფუნგინით და ციკლოსპორინით მკურანლობისას 1-290 დღე (მედიანური 17.5 დღე), არ შეინიშნებოდა სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარება ღვიძლის მხრივ. მოცემული მონაცემების მიხედვით კასპოფუნგინის გამოყენება შესაძლებელია იმ პაციენტებში, რომლებიც მკურანლობენ ციკლოსპორინით, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. კასპოფუნგინის და ციკლოსპორინის ერთდროული მიღებისას საჭირო ღვიძლის ფერმენტის დონის მონიტორინგი.

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში, AUC იზრდებოდა დაახლოებით 20% და 75%-ით, შესაბამისად. დღიური დოზის 35მგ-მდე შემცირება რეკომენდებულია ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის. არ არსებობს კლინიკური გამოცდილება ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ან ღვიძლის რაიმე სახის დისფუნქციის მქონე პედიატრიულ პაციენტებში. მოსალოდნელია უფრო მაღალი ექსპოზიცია, ვიდრე ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის დროს და კასპოფუნგინის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს მოცემულ პაციენტებში (იხ. განყოფილებები 4.2 და 4.5).

ლაბორატორიული ანომალიები ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში შეინიშნებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში, მოზრდილებსა და პედიატრიულ პაციენტებში, კასპოფუნგინით მკურნალობის დროს. ზოგიერთ მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტში სერიოზული ფონური მდგომარეობით, რომლებიც იღებდნენ სხვადასხვა პრეპარატებს კასპოფუნგინთან ერთად, შეინიშინებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ღვიძლის დისფუნქცია, ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა; არ დადგენილა კასპოფუნგინთან მიზეზობრივი კავშირი. კასპოფუნგინის მიღებისას ღვიძლის ფუნქციის ანალიზების დარღვევისას უნდა ტარდებოდეს ღვიძლის ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი და უნდა მოხდეს რისკის/სარგებლის შეფასება.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, ფრუქტოზას აუტანლობით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით, დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება (იხ. განყოფილება 2).

სტივენს-ჯონსონის სინდრომის (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (TEN) შემთხვევები აღინიშნა კასპოფუნგინის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების შემდეგ. სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ კანის ალერგიული რეაქცია (იხ. განყოფილება 4.8).

4.5 ურთიერთქმედება სხვა პრეაპრატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

in vitro კვლევები მიუთითებენ, რომ კასპოფუნგინი არ არის ციტოქრომ P450 (CYP) სისტემის რომელიმე ფერმენტის ინჰიბიტორი. კლინიკურ კვლევებში კასპოფუნგინი არ აინდუცირებდა სხვა ნივთერებების CYP3A4 მეტაბოლიზმს. კასპოფუნგინი არ არის სუბსტრატი P-გლიკოპროტეინისთვის და არის ცუდი სუბსტრატი ციტოქრომ P450 ფერმენტისთვის. თუმცა, კასპოფუნგინი ურთიერთქმედებდა სხვა პრეპარატებთან ფარმაკოლოგიურ და კლინიკურ კვლევებში.

ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში ჩატარებულ ორ კლინიკურ კვლევაში ციკლოსპორინი A (ერთი 4მგ/კგ დოზა ან ორი 3მგ/კგ დოზა 12 საათიანი შუალედით) ზრდიდა კასპოფუნგინის AUC-ს დაახლოებით 35%-ით. მსგავსი მომატება სავარაუდოდ გამოწვეულია კასპოფუნგინის ღვიძლში მიტაცების შემცირებით. კასპოფუნგინი არ ზრდის ციკლოსპორინის პლაზმურ დონეებს. კასპოფუნგინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოიყენებისას შეინიშნებოდა ალტ და ასტ დონის მომატება 3-ჯერ მეტად ზედა ნორმულ ზღვარზე, და მისი გამოსწორება ხდებოდა პრეპარტების შეწყვეტის შემდეგ. 40 პაციენტში ჩატარებულ რეტროსპექტულ კვლევაში კასპოფუნგინის და ციკლოსპორინის მიღებისას 1-290 დღე (მედიანური 17.5 დღე), არ შეინიშნებოდა ღვიძლის მხრივ სერიოზული გვერდითი დარღვევების განვითარება (იხ. განყოფილება 4.4).

ორივე პროდუქტის ერთად გამოყენებისას საჭიროა ღვიძლის ფერმენტების სათანადო მონიტორინგი.

კასპოფუნგინი ამცირებდა ტაკროლიმუსის კონცენტრაციებს 26%-ით ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში. პაციენტებში ორივე პრეპარატის მიღებისას საჭიროა ტაკროლიმუსის სისხლში კონცენრაციების მონიტორინგი და ტაკროლიმუსის დოზის კორექცია.

ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კასპოფუნგინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა იტრაკონაზოლის, ამფოტერიცინ B, მიკოფენოლატის, ნელფინავირის ან ტაკროლიმუსის მიერ კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით. კასპოფუნგინი არ ზემოქმედებდა ამფოტერიცინ B-ს, იტრაკონაზოლის, რიფამპიცინის ან მიკოფენოლატ მოფეტილის ფარმაკოკინეტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მონაცემები შეზღუდულია , არ არის საჭირო ამფოტერიცინ B-ს, იტრაკონაზოლის, ნელფინავირის ან მიკოფენოლატ მოფეტილის კასპოფუნგინთან ერთად გამოყენებისას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება.

რიფამპიცინი იწვევდა AUC -ს მომატებას 60%-ით და კასპოფუნგინის საბაზისო კონცენტრაციის მომატებას 170%-ით ორივე პროდუქტის ერთად გამოყენების პირველ დღეს ჯანმრთელ მოხალისეებში. კასპოფუნგინის საბაზისო დონეები თანდათანობით მცირდებოდა განმეორებითი გამოყენებისას. ორკვირიანი გამოყენების შემდეგ რიფამპიცინს გააჩნდა შეზღუდული მოქმედება AUC-ზე, მაგრამ საბაზისო დონეები შეადგენდა 30%-ით დაბალს ვიდრე მხოლოდ კასპოფუნგინის მიღებისას. ურთიერთმედების მექანიზმი სავარაუდოდ გამოწვეული იყო საწყისი ინჰიბირებით და ტრანსპორტული ცილების შესაბამისი ინდუქციით. მსგავსი ეფექტი მოსალოდნელია სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც, რომლებიც აინდუცირებენ მეტაბოლურ ფერმენტებს. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკული კვლევის შეზღუდული მონაცემები მიუთითებენ, რომ კასპოფუნგინის გამოყენება ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ეფავირენზი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, დექსამეთაზონი, ფენიტოინი ან კარბამაზეპინი, შეიძლება იწვევდეს კასპოფუნგინის AUC-ის შემცირებას. მეტაბოლური ფერმენტების ინდუქტორებთან ერთდროული მიღებისას მოზრდილ პაციენტებში 70მგ-იანი დამტვირთველი დოზის მიღების შემდეგ კასპოფუნგინის დღიური დოზა უნდა გაიზარდოს 70მგ-მდე (იხ. განყოფილება 4.2).

პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევებში გამოიყენებოდა კასპოფუნგინი დღიური დოზით 50 ან 70მგ. სხვა პრეპარატებთან კასპოფუნგინის მაღალი დოზების ურთიერთქმედება ფორმალურად არ შესწავლილა.

პედიატრიულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური კვლევის რეგრესიის ანალიზის შედეგები მიუთითებენ, რომ დექსამეტაზონის კასპოფუნგინთან ერთად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კასპოფუნგინის საბაზისო კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. მსგავსი მოვლენა შესაძლოა მიუთითებდეს რომ პედიატრიულ პაციენტებს აღენიშნებათ მოზრდილების მსგავსი ინდუქტორებით შემცირება. კასპოფუნგინის პედიატრიულ პაციენტებში (12 თვიდან 17 წლამდე) პრეპარატის კლირენსის ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა რიფამპიცინი, ეფავირენზი, ნევირაპინი, ფენიტოინი, დექსამეთაზონი ან კარბამაზეპინი, კასპოფუნგინი ინიშნება დღიური დოზით 70მგ/მ2 (არა უმეტეს 70მგ დღეში).

4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

კასპოფუნგინის ორსულებში გამოყენების შესახებ მონაცემები არა არსებობს ან შეზღუდულია. დაუშვებელია კასპოფუნგინის გამოყენება ორსულობის დროს, თუ არ არის უკიდურესი აუცილებლობა. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ტოქსიკურობის განვითარება (იხ. განყოფილება 5.3). ცხოველების კვლევამ აჩვენა, რომ კასპოფუნგინი გადის პლაცენტურ ბარიერში.

ლაქტაცია

უცნობია, კასპოფუნგინი გადადის თუ არა ლაქტატში. ცხოველებში არსებული ფარმაკოდინამიკული/ტოქსიკოლოგიური მონაცემები მიუთითებენ კასპოფუნგინის გადასვლაზე რძეში. კასპოფუნგინის მიღებისას ქალებმა ძუძთი კვება უნდა შეწყვიტონ.

ფერტილობა

მამრ და მდედრ ვირთაგვებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლინდა კასპოფუნგინის მოქმედება ფერტილობაზე (იხ. განყოფილება 5.3). ფერტილობაზე კასპოფუნგინის ზემოქმედების შესაფასებლად კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

4.7 ეფექტები ავტომობილის მექანიზმების მართვაზე

კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა.

4.8 გვერდითი ეფექტები

შეინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია და სავარაუდოდ ჰისტამინით განპირობებული გვერდითი რეაქციები) (იხ. განყოფილება 4.4).

ინვაზიური ასპერგილოზით დაავადებულ პაციენტებში ასევე შეინიშინებოდა ფილტვის შეშუპება, მოზრდილების რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) და რადიოგრაფული ინფილტრატები.

მოზრდილი პაციენტები

კლინიკურ კვლევებში 1865 მოზრდილი პაციენტი იღებდა კასპოფუნგინის ერთჯერად ან მრავაჯელრად დოზებს: კვლევის პირველ ფაზაში შეფასდა 564 ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტი (ემპირიული თერაპიის კვლევა), 382 პაციენტი ინვაზიური კანდიდოზით, 228 პაციენტი ინვაზიური ასპერგილოზით, 297 პაციენტი ლოკალური კანდიდოზური ინფექციებით და 394 ინდივიდი ჩართული კვლევის I ფაზაში. ემპირიული თერაპიის კვლევაში მონაწილე პაციენტები გადიოდნენ ქიმიოთერაპიას სიმსივნის სამკურნალოდ ან ჩაუტარდათ ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა (39 ალოგენური ტრანსპლანტაციის ჩათვლით). კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ კანდიდას ინფექციის მქონე პაციენტები, მათ უმრავლესობას აღენიშნებოდა სერიოზული ფონური სამედიცინო მდგომარეობა (მაგ. ჰემატოლოგიური ან სხვა სახის სისმსივნე, ბოლო დროს გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, აივ) რომლებიც საჭიროებდნენ სხვადასხვა პრეპარტებით ერთდროულ მკურნალობას. პაციენტებში ასპერგილოზის არაშედარებით კვლევაში, ხშირად შეინიშნებოდა სერიოზული სამედიცინო მდგომარეობები (მაგ. ძვლის ტვინის ან პერიფერული ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ჰემატოლოგიური სიმსივნეები, მყარი სიმსივნეები ან ორგანოთა ტრანსპლანტაცია), რომლებიც საჭიროებდნენ სხვადასხვა პრეპარტებით ერთდროულ მკურნალობას.

ფლებიტი წარმოადგენდა ხშირად განვითარებულ ადგილობრივ გვერდით მოვლენას პაციენტთა ყველა ჯგუფში. სხვა სახის ადგილობრივი რეაქციები იყო ერითემა, ტკივილი/დაჭიმულობა, ქავილი, გამონადენი და წვის შეგრძნება. ყველა დაფიქსირებული კლინიკური თუ ლაბორატორიული დარღვევა მოზრდილ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ კასპოფუნგინით (სულ 1780) იყო ტიპიური, მსუბუქი და იშვიათად იწვევდა პრეპარტის მიღების შეწყვეტას.

გვერდითი რეაქციების ცხრილი

შემდეგი გვერდითი რეაქციები აღინიშნა კლინიკურ კვლევებში ან/და პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას

ორგანოთა სისტემური კლასი

ხშირი (≥1/100 - <1/10)

არახშირი (≥1/1,000 - <1/100)

უცნობი (ვერ ფასდება არსებყული მონაცემებით)

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ჰემოგლობინის შემცირება, ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოციტების შემცირება

ანემია, თრომბოციტოპენია, კოაგულოპათია, ლეიკოპენია, ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა, ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა, ნეიტროფილების შემცირება

 

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

ჰიპოკალიემია

სითხის შეკავება, ჰიპომაგნიემია, ანორექსია, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალციემია, მეტაბოლური აციდოზი

 

ფსიქიატრიული დარღვევები

 

შფოთვა, დეზორიენტაცია, უძილობა

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა, დისგევზია, პარესთეზია, ძილიანობა, ტრემორი, ჰიპესთეზია

 

თვალის მხრივ

 

თვალის სკლერების სიყვითლე, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენის მომატება

 

გულის მხრივ

 

პალპიტაცია, ტაქიკარდია, არითმია, წინაგულების ფიბრილაცია, გულის შეგუბებითი უკმარისობა

 

სისხლძარღვების მხრივ

ფლებიტი

თრომბოფლებიტი, ჰიპერემია, ცხელი ალები, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია

 

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ქოშინი

ცხვირის გაჭედვა, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ტაქიპნოე, ბრონქოსპაზმი, ხველა, ქოშინი ღამის პაროქსიზმები, ჰიპოქსია, ხიხინი, ქოშინი

 

გასტროინტესტინური დარღვევები

გულისრევა, დიარეა, ღებინება

მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, პირის სიმშრალე, დისპეფსია, დისკომფორტი კუჭის არეში, მუცლის შებერვა, ასციტი, ყაბზობა, დისფაგია, მეტეორიზმი

 

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის მაჩვენებლების მომატება (ალანინ-ამინოტრანსფერაზის, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას, სისხლის ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინი პირდაპირი და არაპირდაპირი)

ქოლესტაზი, ჰეპატომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური დარღვეევბი, ჰეპატოტოქსიკურობა, ღვიძლის დარღვევები, გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება

 

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი, ქავილი, ერითემა, ჰიპერჰიდროზი

მულტიფორმული ერითემა, მაკულური გამონაყარი, მაკულო-პაპულური გამონაყარი, გენერალიზებული ჭინჭრის ციება, ალერგიული დერმატიტი, გენერალიზებული ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი, გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, კანის დაზიანება

ტოქსიკური

ტოქსიკური

ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი 4.4)

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ართრალგია

ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე, მიალგია

 

თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

 

თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა

 

ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მხრივ

ცხელება, შემცივნება, ქავილი ინფუზიის ადგილას

ტკივილი, კათეტერის ადგილის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, სიცხის შემგრძნება, ერითემა ინფუზიის ადგილზე, ინფუზიის ადგილის გამაგრება, ტკივილი ინფუზიის ადგილზე, შეშუპება ინფუზიის ადგილზე, ფლებიტი ინექციის ადგილზე, პერიფერიული შეშუპება, მგრძნობელობა, დისკომფორტი გულმკერდის არეში, ტკივილი გულმკერდის არეში, სახის შეშუპება, სხეულის ტემპერატურის ცვლილების შეგრძნება, კანის გამაგრება, სისხლჩაქცევა ინფუზიის ადგილზე, ინფუზიის ადგილზე გაღიზიანება, ფლებიტი ინფუზიის ადგილზე, გამონაყარი ინფუზიის ადგილზე, ინფუზიის ადგილზე ჭინჭრის ციება, ერითემა ინექციის ადგილას, შეშუპება ინექციის ადგილას, ტკივილი ინექციის ადგილზე, შეუძლოდ ყოფნა, შეშუპება

 

კვლევები

სისხლში კალიუმის დონის შემცირება, სისხლის ალბუმინი დონის შემცირება

სისხლის კრეატინინის გაზრდა, ერითროციტები შარდში, ტოტალური ცილის შემცირება, შარდში ცილის არსებობა, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, პროთრომბინის დროის შემცირება, სისხლში ნატრიუმის შემცირება, სისხლში ნატრიუმის გაზრდა, სისხლში კალციუმის შემცირება, სისხლში კალციუმის გაზრდა, სისხლის ქლორიდის შემცირება, სისხლში გლუკოზის გაზრდა, სისხლის მაგნიუმის შემცირება, სისხლის ფოსფორის შემცირება, სისხლის ფოსფორის გაზრდა, სისხლში შარდოვანას გაზრდა, აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის გახანგრძლივება, სისხლის ბიკარბონატის შემცირება, სისხლის ქლორიდის გაზრდა, სისხლში კალიუმის გაზრდა, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შარდმჟავას შემცირება, სისხლის არსებობა შარდში, სუნთქვისას პათოლოგიური ხმები, ნახშირორჟანგის შემცირება, იმუნოსუპრესიული წამლების დონის გაზრდა, INR გაზრდა, ლეიკოციტები შარდში და შარდში pH გაზრდა

 

100 მოზრდილ პაციენტში კასპოფუნგინი ასევე შესწავლილი იქნა დღიური დოზით 150მგ (51 დღე) (იხ. განყოფილება 5.1). კვლევაში მოხდა 50მგ კასპოფუნგინის (პირველ დღეს 70მგ დამტვირთველი დოზის შემდეგ) შედარება დღიურ დოზასთან 150მგ, ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობის დროს. უსაფრთხოება კასპოფუნგინის ორივე დოზის ჯგუფში იყო მსგავსი. პაციენტთა რაოდენობა პრეპარატთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენებით ან პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენებით, რომლებიც იწვევდა კასპოფუნგინის მიღების შეწყვეტას, შედარებითი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფში.

პედიატრიული პაციენტები

5 კლინიკური კვლევის მონაცემები, რომლებიც ჩატარდა 171 პედიატრიულ პაციენტში, მიუთითებს, რომ კლინიკური გვერდითი გამოცდილების საერთო ინტენსივობა (26.3%; 95% სი - 19.9, 33.6) არ იყო უარესი მოზრდილ პაციენტებთან შედარებით (43.1%; 95% სი - 40.0, 46.2). თუმცა, პედიატრიულ პაციენტებში სავარაუდოდ შეინიშნება განსხვავებული გვერდითი მოვლენების პროფილი მოზრდილებთან შედარებით. პრეპარატთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს პედიატრიულ პაციენტებში პირექსია (11.7%), გამონაყარი (4.7%) და თავის ტკივილი (2.9%).

გვერდითი რეაქციების ცხრილი

შემდეგი გვერდითი რეაქციები აღინიშნა კლინუიკურ კვლევებში ან/და პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას

ორგანოთა სისტემური კლასი

ძალიან ხშირი (≥1/10)

ხშირი (≥1/100 - <1/10)

დარღვევები სისხლის და კლიმფური სისტემის მხრივ

 

ეოზინოფილის რაოდენობის გაზრდა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

 

თავის ტკივილი

დარღვევები გულის მხრივ

 

ტაქიკარდია

სისხლძარღვოვანი დარღვევბი

 

გაწიტლება, ჰიპოტენზია

ჰეპატობილიარული დარღვევბი

 

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ასტ, ალტ)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

 

გამონაყარი, ქავილი

ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მხრივ

ცხელება

შემცივნება, ტკივილი კათეტერის მიდამოში

კვლევები

 

კალიუმის დონის დაქვეითება, ჰიპომაგნიემია, გლუკოზის დონის მომატება, ფოსფორის დონის დაქვეითება და ფოსფორის მომატება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ, მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების აღწერა. ეს იძლევა სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შეტყობინებას, თხოვენ ნაციონალური შეტყობინების სისტემით.

4.9 ჭარბი დოზირება

არის შეტყობინება კასპოფუნგინის დღეში 400მგ-მდე დოზის არაგანზრახული მიღების შემთხვევა. ამან არ გამოიწვია კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდით ეფექტები. კასპოფუნგინი არ დიალიზდება.

5. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი

ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ათქ კოდი: J02AX04.

მოქმედების მექანიზმი

კასპოფუნგინის აცეტატი არის ნახევრადსინთეზური ლიპოპეპტიდური (ექინოკანდინი) შენაერთი რომელიც სინთეზირებულია Glarea lozoyensis პროდუქტის ფერმენტირებისგან. კასპოფუნგინის აცეტატი აინჰიბირებს ბეტა (1.3)– D-გლუკანის სინთეზს, რომელიც არის უმრავლესობა მიცელიალური სოკოს და საფუარას უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტი. ბეტა (1,3) – D- გლუკანი არ არის წარმოდგენილი ძუძუმწოვართა უჯრედებში.

კასპოფუნგინის ფუნგიციდური მოქმედება გამოვლინდა კანდიდას საფუარას წინააღმდეგ. in vitro და in vivo კვლევებმა გამოავლინა, რომ ასპერგილოზის ექსპოციზია კასპოფუნგინის მიმართ იწვევს ჰიფალურ აპიკალური დაბოლოებების და განტოტების წერტილების ლიზისს და სიკვდილს, სადაც ხდება უჯრედის ზრდა და დაყოფა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კასპოფუნგინს გააჩნია in vitro მოქმედება ასპერგილოზის სახეობების წინააღმდეგ (Aspergillus fumigatus [N = 75], Aspergillus flavus [N = 111], Aspergillus niger [N = 31], Aspergillus nidulans [N = 8], Aspergillus terreus [N = 52] და Aspergillus candidus [N = 3]). კასპოფუნგინს ასევე გააჩნია in vitro მოქმედება კანდიდას სახეობების წინააღმდეგ (Candida albicans [N = 1,032], Candida dubliniensis [N = 100], Candida glabrata [N = 151], Candida guilliermondii [N = 67], Candida kefyr [N = 62], Candida krusei [N = 147], Candida lipolytica [N = 20], Candida lusitaniae [N = 80], Candida parapsilosis [N = 215], Candida rugosa [N = 1], და Candida tropicalis [N = 258]), მრავალჯერადი რეზისტენტული ტრასპორტის მუტაციის მქონე იზოლატების ჩათვლით, რომელთაც გააჩნიათ შეძენილი ან შიდა რეზისტენტობა ფლუკონაზოლის, ამფოტერიცინ B და 5-ფლუკოტოზინის მიმართ. მგრძნობელობის ტესტი ჩატარდა კლინიკური და ლაბორატორიული სტანდარტების ინსტიტუტის (CLSI, ყოფილი კლინიკური ლაბორატორიული სტანდარტების ეროვნული კომიტეტი [NCCLS]) M38-A2 მეთოდის (ასპერგილოზის სახეობებისთვის) და M27-A3 მეთოდის (კანდიდას სახეობებისთვის) მოდიფიცირების მიხედვით.

საფუარებისთვის მგრძნობელობის ტესტზე სტანდარტიზებული ტექნოლოგია დადგინდა EUCAST-ის მიერ. EUCAST- ის საბოლოო წერტილები კასოფოფუნგინისთვის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, MIC დიაპაზონების მნიშვნელოვანი შიდალაბორატორიული მნიშვნელოვანი ცვლილების გამო. საბოლოო წერტილების ნაცვლად, კანდიდას იზოლიტები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ანიდულაფუნგინის, აგრეთვე მიკაფუნგინის მიმართ, უნდა ჩაითვალოს კასპოფუნგინის მიმართაც მგრძნობიარედ. ანალოგიურად, C. parapsilosis იზოლატები, რომლებიც მგძნობიარეა ანიდულაფუნგინისთვის და მიკაფუნგინისთვის, შეიძლება განიხილოს მგძნობიარედ, კასფოფუნგინის მიმართაც.

რეზისტენტობის მექანიზმი

მკურნალობის დროს პაციენტთა მცირე ჯგუფში განისაზღვრა კანდიდას იზოლატები შემცირებული მგრძნობელობით კასპოფუნგინის მიმართ (MICs კასპოფუნიგნისთვის >2 მგ/ლ (4-30-ჯერ მომატება MIC-ს) CLSI-ით დამტკიცებული, MIC ტესტირების სტანდარტული მეთოდების გამოყენებით) იდენტიფიცირებული რეზისტენტობის მექანიზმი იყო FKS1 ან/და FKS2 C.glabrata-სთვის). მოცემული შემთხვევები ასოცირდებოდა ცუდ კლინიკურ გამოსავალთან.

შეინიშნებოდა კასპოფუნგინის მიმართ in vitro რეზისტენტობის განვითარება ასპერგილოზის სახეობების მიერ. შეზღუდულ კლინიკურ გამოცდილებაში, შეინიშნებოდა კასპოფუნგინის მიმართ რეზისტენტობა, პაციენტებში, ინვაზიური ასპერგილოზის დროს. რეზისტენტობის მექანიზმი დადგენილია. კასპოფუნგინის მიმართ რეზისტენტობის ინტენსივობა კანდიდას და ასპერგილოზის სხვადასხვა კლინიკური იზოლატების მიერ, იშვიათია. შეინიშნება Candida-ს რეზისტენტობა კასპოფუნგინის მიმართ, მაგრამ დაავადება შეიძლება განსხვავდებოდეს სახეობიდან და რეგიონიდან გამომდინარე.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ინვაზიური კანდიდოზი მოზრდილ პაციენტებში: საწყის კვლევაში განხორციელდა 239 პაციენტის მონაწილეობა კასპოფუნგინის და ამფოტერიცინ B-ს შესადარებლად ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობისთვის. 24 პაციენტს აღენიშნებოდა ნეიტროპენია. ყველაზე ხშირად დასმულ დიაგნოზს წარმოადგენდა სისხლის ინფექციები (კანდიდემია) (77%, N=186) და კანდიდოზური პერიტონიტი (8%, N=19); პაციენტები კანდიდოზური ენდოკარდიტით, ოსტეომიელიტით ან მენინგიტით გაირიცხა კვლევიდან. მიიღებოდა 50მგ კასპოფუნგინი დღეში ერთხელ 70მგ დამტვირთველი დოზის შემდეგ, მაშინ როდესაც ამფოტერიცინ B მიიღებოდა 0.6-0.7 მგ/კგ დღეში არანეიტროპენიულ პაციენტებში ან 0.7-1.0მგ/კგ დღეში ნეიტროპენიულ პაციენტებში. ინტრავენური თერაპიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 11.9 დღეს, 1-28 დღის დიაპაზონით. დადებით პასუხს წარმოადგენდა სიმპტომების გაქრობა და კანდიდური ინფექციის მიკრობიოლოგიური კლირენსი. პასუხის პირველადი ეფექტურობის ანალიზში ჩართული იყო 224 პაციენტი ინტრავენური თერაპიის დასასრულს; ინვაზიური კადნიდოზის მკურნალობისთვის დადებითი პასუხის მაჩვენებელი იყო შედარებითი, კასპოფუნგინის (73% [80/109] და ამფიტერიცინი B (62% [71/115] შემთხვევაში [% სხვაობა 12.7 (95.6% სი - 0.7, 26.0)]. კანდიდემიით დაავადებულ პაციენტთა შორის ინტრავენური თერაპიის დასასრულს დადებითი პასუხის მაჩვენებელი შედარებითი იყო კასპოფუნგინისთვის (72% [66/92] და ამფოტერიცინ B (63% [59/94]) ეფექტურობის პირველად ანალიზში [% სხვაობა 10.0 (95.0 სი - 4.5, 24.5)]. პაციენტებში სისხლთან არდაკავშირებული ინფექციებით, მონაცემები უფრო შეზღუდული იყო. ნეიტროპენიულ პაციენტებში დადებითი პასუხის მაჩვენებელი შეადგენდა 7/14 (50%) კასპოფუნგინის ჯგუფში და 4/10 (40%) ამფოტერიცინ B ჯგუფში. მოცემული შეზღუდული მონაცემები მყარდება ემპირიული თერაპიის კვლევის გამოსავალით.

მეორე კვლევაში, ინვაზიური კანდიდოზით დაავადებულ პაციენტებში, ხდებოდა კასპოფუნგინის დღიური დოზის 50მგ (პირველ დღეს 70მგ დამტვირთველი დოზის შემდეგ) ან 150მგ კასპოფუნგინის დღეში მიღება (იხ. განყოფილება 4.8). მოცემულ კვლვაში კასპოფუნგინის დოზის მიღება ხდებოდა 2 საათის განმავლობაში (რუტინული 1 საათიანი მიღების ნაცვლად). კვლევაში არ ირთვებოდნენ პაციენტები კანდიდოზური ენდოკარდიტით, მენინგიტით ან ოსტეომიელიტით. ვინაიდან, ეს იყო პირველადი თერაპიის კვლევა, პაციენტები რომლებიც იყვნენ რეფრაქტერულნი მანამდე გამოყენებული ანტიფუნგური საშუალებების მიმართ, ასევე არ ჩაერთნენ კვლევაში. ნეიტროპენიული პაციენტების რაოდენობა კვლევაში ასევე შეზღუდული იყო (8.0%). ეფექტურობა წარმოადგენდა მეორად საბოლოო წერტილს მოცემულ კვლევაში. პაციენტები რომლებიც აკმაყოფილებდნენ ჩართვის კრიტერიუმებს და იღებდნენ კასპოფუნგინის ერთ ან მეტ დოზას, შედიოდნენ ეფექტურობის ანალიზებში. დადებითი საერთო პასუხის მაჩვენებელი კასპოფუნგინის კვლევის დასასრულს მსგავსი იყო 2 სამკურნალო ჯგუფში: 72% (73/102) და 78% (74/95) კასპოფუნგინის 50მგ და 150მგ სამკურნალო ჯგუფებისთვის, შესაბამისად (სხვაობა 6.3% [95% სი - 5.9, 18.4).

ინვაზიური ასპერგილოზი მოზრდილ პაციენტებში: 69 მოზრდილი პაციენტი (18-80 წლის) ინვაზიური ასპერგილოზით შეფასდა ღია, არაშედარებით კვლევაში, კასპოფუნგინის უსაფრთხოების, ამტანობის და ეფექტურობის შესაფასებლად. პაციენტები იყვნენ რეფრაქტერულნი ან არატოლერანტულნი სხვა სტანდარტული ანტიფუნგური თერაპიის მიმართ. პაციენტები უნდა იყვნენ ან რეფრაქერულნი (დაავადების პროგრესირება ან სხვა სახის სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გაუმჯობესება არა ნაკლებ 7 დღის განმავლობაში) (ჩარიცხულ პაციენტთა 84%) ან ინტოლერანტული (ჩარიცხული პაციენტების 16%) სხვა სტანდარტული ანტიფუნგური თერაპიების მიმართ.

პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნებოდა ფონური მდგომარეობები (ჰემატოლოგიური სიმსივნე N=24, ალოგენური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა N=18], ორგანოთა გადანერგვა N=8, სოლიდური სიმისივნე N=3 ან სხვა მდგომარეობები N=10. მიკოზის განსხვავებები, რომელთა მოდელირებაც მოხდა კვლევის ჯგუფის კრიტერიუმის შემდეგ გამოიყენებოდა ინვაზიური ასპერგილოზის დიაგნოსტირებისთვის და თერაპიის პასუხისთვის (დადებითი პასუხი საჭიროებდა რენტგენის სურათის და სიტპომების და ნიშნების კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას). თერაპიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 33.7 დღეს, 1-162 დღის დიაპაზონით. დამოუკიდებელი ექსპერტის მიხედვით პაციენტთა 41% (26/63) კასპოფუნგინის ერთი დოზის მიღებისას გააჩნდა დადებითი პასუხი. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს 7 დღეზე მეტ ხანს, 50% აღენიშნებოდა (26/52) დადებითი პასუხი. დადებითი პასუხის მაჩვენებელი პაციენტებში, რომლებიც იყვენენ ან რეფრაქტერულნი ან არატოლერანტულნი მანამდე ჩატარებული თერაპიემის მიმართ, შეადგენდა 36% (19/53) და 70% (7/10), შესაბამისად. თუმცა, მანამდე ჩატარებული სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის დოზები 5 რეფრაქტერულ პაციენტში მცირე იყო, ვიდრე ინვაზიური ასპერგილოზის დროს ხშირად მიღებისას, სასურველი პასუხის მაჩვენებელი თერაპიის დროს კასპოფუნგინის მიღებისას მსგავსი იყო იმ პაციენტების პასუხისა, რომლებიც იყვნენ რეფრაქტერულნი (2/5 / 17/48, შესაბამისად). პასუხების მაჩვენებლები ფილტვის დაავადების და ექსტრაპულმონარული დაავადების მქონე პაციენტებში შეადგენდა 47% (21/45) და 28% (5/18), შესაბამისად. პაციენტებში ექსტრაპულმონარული დაავადებით 8-დან 2 პაციენტს, რომელთაც ასევე აღებიშნებოდათ სავარაუდო, განსაზღვრული ან შესაძლო ცნს პრობლემები, გააჩნდათ სასურველი პასუხი.

ემპირიული თერაპია ფიბრილურ, ნეიტროპენიულ მოზრდილ პაციენტებში: სულ 1111 პაციენტი ცხელებით და ნეიტროპენიით მონაწილეობდა კლინიკურ კვლევაში და უტარდებოდათ მკურნალობა ან კასპოფუნგინის დღიური დოზით 50მგ (70 მგ დამტრვირთველი დოზის შემდეგ) ან ლიპოსომური ამფოტერიცინი B 3.0მგ/კგ დღეში. ამორჩეულ პაციენტებს გავლილი ჰქონდათ ქიმიოთერაპია სიმსივნის სამკურნლოდ ან ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და აღეიშნებოდათ ნეიტროპენია (<500 უჯრედი/მმ3 96 სთ-ის განმავლობაში) და ცხელება (>38.0°C) რომლებიც არ პასუხობდნენ პარენტერალურ ანტიბაქტერიულ თერაპიას, პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობდა ნეიტროპენიის შემსუბუქების შემდეგ 72 საათის მანძილზე, მაქსიმუმ 28 დღე. თუმცა, პაციენტებს აღენიშნებოდათ დადასტურებული სოკოვანი დაავადება, რომლის მკურნალობაც შესაძლოა გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივად. თუ პრეპარატი კარგად გადაიტანებოდა, მაგრამ 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ ხცელება და კლინიკური გამოვლინებები რჩებოდა, შესაძლებელი იყო კასპოფუნგინის დღიური დოზის გაზრდა 70მგ-მდე (ნამკურნალები პაციენტები 13.3%) ან 5,0მგ/კგ დღეში ლიპოსომალური ამფოტერიცინი B (პაციენტების 14.3%). პირველადი მოდიფიცირებული განკურნების ეფექტურობის ანალიზში ჩართული იყო 1095 პაციენტი საერთო სასურველი პასუხით; კასპოფუნგინი (33.9%) ეფექტური იყო, ისევე, როგორც ლიპოსომალური ამფოტერიცინი B (33.97%) [% განსხვავება 0.2 (95.2% სი - 5.6, 6.0)]. საერთო სასურველი პასუხი საჭროებდა 5 კრიტერიუმის დაკმაყოფილებას: (1) ნებისიერი სახის სოკოვანი დაავადების საბაზისო წარმატებული მკურნალობა (კასპოფუნგინი 51.9% [14/27], ლიპოსომალური ამფოტერიცინი B 25.9% [7/27]), (2) მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში ან კვლევის პრეპარატის მიღების დროს არ უნდა მომხდარიყო სოკოვანი ინფექციის გარღვევა (კასპოფუნგინი 94.8% [527/556], ლიპოსომალური ამფოტერიცინი B 95,5% [515/539]), (3) თერაპიის დასრულების შემდეგ 7 დღის განმალვლობაში გადარჩენა (კასპოფუნგინი 92.6% [515/556]), ლიპოსომალური ამფოტერიცინი B 89.2% [481/539]), (4) პრეპარატის მიღების არშეწყვეტა პრეპარატთან დაკავშირებული ტოქსიურობის ან ეფექტურობის ნაკლებობის გამო (კასპოფუნგინის 89.7% [499/556], ლიპოსომალური ამფოტერიცინი B 85.5% [461/539] და (5) ნეიტროპენიის დროს ცხელების მოხსნა (კასპოფუნგინი 41.2% [229/556]. ლიპოსომალური ამფოტერიცინი B 41.4% [223/539]). პასუხის მაჩვენებელი კასპოფუნგინის და ლიპოსომალური ამფოტერიცინი B-ს მიმართ საბაზისო ინფექციებისთვის, რომელიც გამოწვეული იყო ასპერგილოზის სახეობებით, შეადგენდა შესაბამისად 41.7% (5/12) და 8.3% (1/12), და კანდიდას სახეობებით შეადგენდა 66.7% (8/12) და 41.7% (5/12). კასპოფუნგინის ჯგუფის პაციენტებს აღენიშნებოდათ ინფექციის გარღვევა გამოწვეული შემდეგი სახის უჩვეულო საფუარებით და ობით: Trichosporon-ის სახეობები (1), Fusarium სახეობები (1), Mucor სახეობები (1), და Rhizopus სახეობები (1).

პედიატრიული პოპულაცია

კასპოფუნგინის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა პედიატრიულ პაციენტებში 3 თვიდან 17 წლამდე ასაკის ორ პროსპექტულ, მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევაში. კვლევის დიზაინი, დიაგნოსტირების კრიტერიუმი და ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმი მსგავსი იყო მოზრდილებში ჩატარებული შესაბამისი კვლევების.

პირველი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 2-17 წლის ასაკის 82 პაციენტი, იყო რანდომიზებვული, ორმაგი ბრმა და ხდებოდა კასპოფუნგინის (დღიური დოზით 50მგ/მ2 ინტრავენურად პირველ დღეს 70მგ/მ2 დამტვირთველი დოზის შემდეგ [არა უმეტეს 70მგ დღეში]) და ლიპოსომალური ამფოტერიცინ B-ს (3მგ/კგ ი.ვ. დღეში) შედარება 2:1 მკურნალობაში (56 - კასპოფუნგინის, 26 - ლიპოსომალური ამფოტერიცინი B-ს) ემპირიული თერაპიის სახით პედიატრიულ პაციენტებში ცხლებით და ნეიტროპენიით. წარმატების საერთო დონე ანალიზების შედეგებში შეადგენდა: 46.6% (26/56) კასპოფუნგინის და 32.2% (8/25) ლიპოსომალური ამფოტერიცინ B-ს თვის.

მეორე კვლევა იყო პროსპექტული, ღია, არაშედარებითი, რომელშიც შეფასდა კასპოფუნგინის ეფექტურობა და უსაფრთხოება პედიატრიულ პაციენტებში (6 თვიდან 17 წლამდე ასაკის) ინვაზიური კანდიდოზის, ეზოფაგური კანდიდოზის და ინვაზიური ასპერგილოზის დროს (გადარჩენის თერაპიის სახით). მონაწილეობდა 49 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ კასპოფუნგინის 50მგ/მ2 ი.ვ დღეში ერთხელ, პირველ დღეს 70მგ/მ2 დამტვირთველი დოზის შემდეგ (არა უმეტეს 70მგ დღეში), რომელთა შორის 48 პაციენტი შედიოდა MITT ანალიზებში, მათგან 37-ს აღენიშნებოდა ინვაზიური კანდიდოზი, 10-ს ინვაზიური ასპერგილოზი და 1 პაციენტს - ეზოფაგური კანდიდოზი. სასურველი პასუხის მაჩვენებელი ჩვენების მიხედვით კასპოფუნგინის თერაპიის დასასრულს იყო შემდეგი: 81% (30/37) ინვაზიური კანდიდოზის, 50% (5/10) ინვაზიური აპსერგილოზის და 100% (1/1) ეზოფაგური კანდიდოზის შემთხვევაში.

ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ (2:1) კომპარატორ-კონტროლირებად, უსაფრთხოების, ტოლერანტობის და ეფექტურობის კვლევაში, ახალშობილებში და 3 თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილები (დადასტურებული კულტურით) კასპოფუნგინი (2 მგ/კგ/დ ინტრავენურად, ინფუზიით 2 საათზე მეტი), ამფოტერიცინ B დეოქსიქოლატის წინააღმდეგ, შეფასებულია ინვაზიური კანდიდოზი. არასრულფასოვანი ჩარიცხვის გამო, კვლევა ადრე დასრულდა და მხოლოდ 51 პაციენტი მოხდა რანდომიზირებული. სოკოსგან განკურნებულ პაციენტთა წილი, 2 კვირიანი თერაპიის შემდეგ, კასპოფუნგინის მკურნალობის ჯგუფში (71.0%), მსგავსი იყო ამფოტერიცინის B დეოქსიქოლატის სამკურნალო ჯგუფში (68.8%). ამ კვლევის საფუძველზე, ახალშობილებისტვის და ჩვილებისტვის დოზირების რეკომენდაციები არ შეიძლება გაკეთდეს.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

განაწილება

კასპოფუნგინი ექსტენსიურად უკავშირდება ალბუმინს. კასპოფუნგინის დაუკავშირებელი ფრაქცია პლაზმაში მერყეობს 3.5% ჯანმრთელ მოხალისეებში და 7.6%-დე, პაციენტებში, ინვაზიური კანდიდოზით. განაწილებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია კასპოფუნგინის პალზმურ კინეტიკაში და წარმოადგენს სიჩქარის მაკონტროლებელ საშუალებას ალფა- და ბეტა-უტილიზაციის ფაზებში. ქსოვილებში განაწილება მიიღწევა 1.5-2 დღეში მიღების შემდეგ, როდესაც დოზის 92% ვრცელდებოდა ქსოვილებში. როგორც მოსალოდნელია, კასპოფუნგინის ქსოვილებში არსებული მხოლოდ მცირე ფრაქცია მოგვიანებით უბრუნდება პლაზმას ძირითადი შენაერთის სახით. ამიტომ, ელიმინაცია ხდება წონასწორული განაწილების არარსებობის დროს და კასპოფუნგინის განაწილების მოცულობის განსაზღვრა ამჟამად შეუძლებელია.

ბიოტრანსფორმაცია

კასპოფუნგინი განიცდის სპონტანურ დეგრადაციას შენაერთის ღია წრეში. შემდგომი მეტაბოლიზმი მოიცავს პეპტიდის ჰიდროლიზს და N-აცეტილირებას. კასპოფუნგინის დეგრადაციის შედეგად ფორმირებული ორი შუალედური პროდუქტი შენაერთი მოცემულ ღია წრეში, ქმნიან კოვალენტურ ადუქტებს პლაზმურ ცილებთან და იწვევენ დაბალ დონიან შეუქცევად კავშირს პლაზმურ ცილებთან.

in vitro კვლევები მიუთითებს, რომ კასპოფუნგინი არ არის ციტოქრომ P450 ფერმენტების 1A2, 2A6, 2C9, 2C19, 2D6 ან 3A4 ინჰიბიტორი. კლინიკურ კვლევებში კასპოფუნგინი არ ამცირებს ან არ აინჰიბირებს სხვა პრეპარატების CYP3A4 მეტაბოლიზმს. კასპოფუნგინი არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს და არის ცუდი სუბსტრატი ციტოქრომ P450 ფერმენტისთვის.

ელიმინაცია

კასპოფუნგინის ელიმინაცია პლაზმადან ნელა მიმდინარეობს, 10-12 მლ/წთ კლირენსით. კასპოფუნგინის პლაზმური კონცენტრაციები იხრება პოლიფაზურად 1 საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ. მოკლე ალფა ფაზა მიმდინარეობს ინფუზიის შემდეგ, რომელსაც მოყვება ბეტა ფაზა ნახევარგამოყოფის პერიოდით 9-11 სთ. დამატებითი გამა ფაზა ასევე ხდება ნახევრგამოყოფის პერიოდით 45 სთ. განაწილება ექსკრეციასა ან ბიოტრასნფორმაციისგან განსხვავებით წარმოადგენს დომინანტური მექანიზმს, რომელიც გავლენას ახდენს პლაზმურ კლირენსზე.

რადიოაქტიული დოზის დაახლოებით 75% გამოიყოფოდა 27 დღის განმავლობაში: 41% შარდში და 34% ფეკალიებში. მიღებიდან პირველი 30 სთ-ს განმალვობაში კასპოფუნგინის მცირე ექსკრეცია ან ბიოტრანსფრომაცია შეინიშნება. ექსკრეცია ნელია და რადიოაქტიულობის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 12-15 დღეს. კასპოფუნგინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში (დაახლოებით 1.4% დოზის).

კასპოფუნგინი ავლენს ზომიერ არახაზოვან ფარმაკოკინეტიკას გაზრდილი კუმულაციით დოზის გაზრდასთან ერთად და დოზის დროზე დამოკიდებულებით მრავალჯერადი დოზის მიღების შედეგად წონასწორული მდგომარეობის მისაღწევად.

განსაკუთრებული პოპულაცია

კასპოფუნგინის მომატებული ექსპოზიცია შეინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის და ღვიძლის მსუბუქი დისფუნქციის მქონე მოზრდილ, ქალებში და ხანდაზმულებში. ზოგადად მომატება იყო ზომიერი და არც ისე დიდი იმისათვის რომ საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში ან მძიმე წონიან პაციენტებში, შესაძლებელია გახდეს საჭირო დოზის კორექცია (იხ. ქვემოთ).

წონა: წონა გავლენას ახდენდა კასპოფუნგინის ფარმაკოკინეტიკაზე პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურ ანალიზებში მოზრდილ პაციეტნებში კანდიდოზის დროს. პლაზმური კონცენტრაციები მცირდება წონის მატებასთან ერთად. საშუალო ექსპოზიცია მოზრდილ პაციენტებში 80კგ წონით 23%-ით მცირე იყო, ვიდრე 60კგ წონის მქონე მოზრდილ პაციენტებში (იხ. განყოფილება 4.2).

ღვიძლის დისფუნქცია: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე მოზრდილ პაციენტებში AUC იზრდებოდა დაახლოებით 20 და 75%, შესაბამისად, კლინიკური გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევის მქონე მოზრდილ პაციენტებში და ღვიძლის ფუქნციის ნებისმიერი ხარისხის დარღვევის მქონე პედიატრიულ პაციენტებში არ არსებობს. მრავალჯერადი დოზების კვლევაში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე მოზრდილ პაციენტებში დღიური დოზის შემცირება 35-მგ-მდე, განაპირობებდა იგივე AUC-ს, რაც შეინიშნებოდა ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში სტანდარტული რეჟიმის მიღებისას (იხ. განყოფილება 4.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ერთჯერადი 70მგ დოზის კლინიკურ კვლევაში, კასპოფუნგინის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის (კრეატინინის კლირენსი 50-80მლ/წთ) მქონე მოზრდილ პაციენტებში და საკონტროლო სუბიექტებში. თირკმლის ფუნქციის ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 31-49 მლ.წთ), მძიმე (კრეატინინის კლირენსი 5-30მლ.წთ) და ბოლო სტადიის (კრეატინინის კლირენსი <10მლ/წთ და დიალიზზე დამოკიდებული) ფუნქციის შემთხვევაში ზომიერად იზრდებოდა კასპოფუნგინის პლაზმურ კონცენტრაციები ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ (დიაპაზონი: 30-49% AUC-თვის). თუმცა, ინვაზიური კანდიდოზით, ეზოფაგური კანდიდოზით ან ინვაზიური ასპერგილოზით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კასპოფუნგინის 50მგ მრავალჯერად დოზებს არ შეინშნებოდა კასპოფუნგინის კონცენტაციაზე თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და განვითარებული დარღვევის მნიშვენლოვანი ეფექტი. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია. კასპოფუნგინი არ გამოიდევნება დიალიზით, ამიტომ, ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ არ არის საჭირო დამატებითი დოზის მიღება.

სქესი: კასპოფუნგინის პლაზმური კონცენტრაციები საშუალოდ 17-38% მაღალი იყო ქალებში ვიდრე მამაკაცებში.

ხანდაზმულები: AUC (28%) და C24სთ (32%) ზომიერი მომატება შეინიშნებოდა ხანდაზმულ მამაკაცებში, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცებში. პაციენტებში, რომლებიც ემპირიულად მკურნალობდნენ ან რომელთაც აღენიშნებოდათ ინვაზიური კანდიდოზი, ასაკის ზომიერი ეფექტი შეინიშნებოდა ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან მიმართებაში.

რასა: პაციენტების ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებდნენ კასპოფუნგინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი გასნხვავების არარსებობაზე ევროპულ, შავკანიან, ესპანელ და მეტის პაციენტთა შორის.

პედიატრიული პაციენტები:

მოზარდებში (12-17 წლის) კასპოფუნგინის მიღებისას დღიური დოზით 50მგ/მ2 (მაქსიმუმ 70მგ დღეში), კასპოფუნგინის პლაზმური AUC 0-24 სთ ზოგადად შედარებითი იყო მოზრდილებისა კასპოფუნგინის დღიური დოზით 50მგ მიღებისას. მოზარდებში, რომლებიც იღებდნენ >50მგ დღეში, ფაქტიურად 8-დან 6 იღებდა მაქსიმუმ 70მგ/დღეში. მოზარდებში კასპოფუნგინის პლაზმური კონცენტრაციები მცირდებოდა მოზრდილების მსგავსად 70მგ დღეში მიღებისას, რომლის გამოყენებაც ყველაზე ხშირად ხდებოდა მოზარდებში.

ბავშვებში (2-11 წლის) კასპოფუნგინის დღიური დოზით 50მგ/მ2 მიღებისას (მაქსიმუმ 70მგ დღეში), კასპოფუნგინის პლაზმური AUC0-24 სთ მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ შედარებითი იყო მოზარდებში კასპოფუნგინის 50მგ დღეში მიღებასთან.

მცირე ასაკის ბავშვებში და ჩვილ ბავშვებში (12-23 თვის) კასპოფუნგინის დღიური დოზით 50მგ/მ2 მიღებისას (მაქსიმუმ 70მგ დღეში) კასპოფუნგინის პლაზმური AUC 0-24 სთ მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ შედარებითი იყო მოზრდიელბში კასპოფუნგინის 50მგ დღეში მიღებასთან და უფროსი ასაკის ბავშვებში (2-11 წლის) 50მგ/მ2 დღეში მიღებასთან.

საერთო ჯამში არსებული ფარმაკოკინეტიკა, ეფექტურობა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია 3-10 თვის ასაკის პაციენტებში. ერთი 10 თვის ბავშვის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც იღებდა 50მგ/მ2 დღეში, აღენიშნებოდა AUC 0-24 სთ იმავე დიზაპაზონში, როგორც უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში 50მგ/მ2 და 50მგ მიღებისას, შესაბამისად, მაშინ როდესაც ერთი 6 თვის ბავშვში 50მგ/მ2 დოზირებისას AUC0-24 სთ უფრო მაღალი იყო.

ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში (<3 თვის) კასპოფუნგინის დღიური დოზით 25მგ/მ2 მიღებისას (შესაბამისი საშუალო დღიური დოზა 2.1 მგ/კგ), კასპოფუნგინის პიკური კონცენტრაციები და კასპოფუნგინის საბაზისო კონცენტრაცია მრავალჯერადი დოზირების შემდეგ შედარებითი იყო მოზრდილებში კასპოფუნგინის 50მგ დღეში მიღებასთან. პირველ დღეს C1სთ შედარებითი იყო და C24სთ ზომიერად იზრებოდა (36%) მოცემულ ახალშობილებსა და ჩვილებში. თუმცა, განსხვავება შეინიშნებოდა როგორც C1სთ (4 დღე გეომეტრიული მაჩვენებელი 11.73 მკგ/მლ, დიაპაზონი 2.63-22.05 მკგ/მლ) და C24სთ (მე-4 დღე გეომეტრიული მაჩვენებელი 3.55მკგ/მლ, დიაპაზონი 0.13 – 7.17 მკგ/მლ). AUC0-24სთ შემოწმება არ ჩატარებულა მოცემულ კვლევაში იშვიათი პლაზმური შერჩევის გამო. კასპოფუნგინის ეფექტურობა და უსაფრთხოება სათანადოდ არ ჩატარებულა პერსპექტიულ კლინიკურ კვლევებში ახალშობილებისა და 3 წლამდე ასაკის ჩვილი ბავშვების მონაწილეობით.

5.3 ვირთაგვებზე და მაიმუნებზე ჩატარებულმა გამნეორებითი დოზების ტოკსიკურობის კვლევებმა, 7-8 მგ / კგ-მდე დოზების ინტრავენურად გამოყენებით გამოავლინა ინექციის ადგილის რეაქციები ვირთაგვებში და მაიმუნებში, ჰისტამინის გამოთავისუფლება ვირთაგვებში და ღვიძლზე მიმართული არასასურველიო ეფექტების მტკიცებულება მაიმუნებში. განვითარებასთან დაკავშირებული ტოქსიკურობის კვლევებმა ვირთაგვებში აჩვენა, რომ კასპოფუნგინი იწვევს ნაყოფის წონის შემცირებას და ხერხემლის, გულმკერდის და ქალას ძვლების არასრული ოსიფიკაციის სიხშირის ზრდას, დოზებში 5მგ/კგ, რასაც ახლავს დედისთვის არასასურველი მოვლენებიც, როგორიც არის ჰისტამინის გამოთავისუფლების ნიშნები მაკე ვირთაგვებში. ასევე აღინიშნა ცერვიკალური ნეკნების ავადობის ზრდა. კასპოფუნგინი უარყოფითი იყო in vitro გამოკვლევებში, როგორც პოტენციურ გენოტოქსიურობაზე, ასევე თაგვის ძვლის ტვინის ქრომოსომულ ტესტზე in vivo. ცხოველებში, კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად გრძელვადიანი გამოკვლევა არ ჩატარებულა. კასფოფუნგინი, კვლევებში მდედრი და მამრი ვირთაგვების ფერტილობაზე გავლენას არ ახდენდა 5მგ/კგ-მდე /დღეში დოზებით.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 ექსციპიენტების ჩამონათვალი

საქაროზა

მანიტოლი

ყინულოვანი ძმარმჟავა

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირენლად)

6.2 შეუთავსებლობა

დაუშვებელია შერევა გამხსნელებთან, რომლებიც შეიცავენ გლუკოზას, ვინაიდან კასპოფუნგინი არ არის სტაბილური გამხსნელებში, რომელბიც შეიცავენ გლუკოზას. შეუთავსებლობის კვლევების არარსებობის გამო, მოცემული სამედიცინო პროდუქტის შერევა დაუშვებელია სხვა პრეპარატებთნ.

6.3 ვარგისობის ვადა

2 წელი.

აღდგენილი კონცენტრატი: გამოიყენება დაუყოვნებლივ. სტაბილურობის მონაცემები მიუთითებს, რომ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის შენახვა შესაძლებელია 24 სთ-ის მანძილზე ფლაკონის არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე შენავისას და საინექციო წყალში გახსნისას.

პაციენტის განზავებული საინფუზიო ხსნარი: გამოიყენება დაუყოვნებლივ. სტაბილურობის მონაცემები მიუთითებენ, რომ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 24 სთ-ის მანძილზე არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე შენახვისას ან 48 სთ-ის განმავლობაში, როდესაც ინტრავენური საინფუზიო ჩანთა (ბოთლი) ინახება მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე) და განზავებულია ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ საინფუზიო ხსნარში (0.9%), 4.5 მგ/მლ (0.45%), ან 2.25 მგ/მლ (0.225%), ან რინგერ ლაქტატის ხსნარში.

კასპოფუნგიმი არ შეიცავს კონსერვანტებს. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, მისი შენახვის პირობების დაცვის პასუხისმგებლობა გამოყენებამდე ეკისრება მომხმარებელს და ნორმალურ პირობებში არ უნდა აღემატებოდეს 24 სთ-ს 2-8°C ტემპერატურაზე, თუ აღდგენა და განზავება ჩატარებულია კონტროლირებად ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

6.4 შენახვის განსაკუთრებული პირობები

გაუხსნელი ფლაკონები: შეინახეთ მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე).

აღდგენის და განზავების შემდეგ სამკურნალო საშუალბის შენახვის პირობები იხ. განყოფილებაში 6.3.

6.5 კონტეინერის ბუნება და შემადგნელობა

10მლ I ტიპის შუშის ფლაკონი ნაცრისფერი ბუთილის საცობით და პლასტიკის თეთრი დისკით აღჭურვილი ალუმინის ხუფით.

6.6 სპეციალური გაფრთხილებები მოპყრობისთვის და სხვა განკარგვისთვის

კასპოლიოფის აღდგენა

დაუშვებელია გლუკოზის შემცველი ნებისმიერი გამხსნელების გამოყენება, ვინაიდან კასპოფუნგინი არ არის სტაბილური გლუკოზის შემცველ გამხსნელებში. არ შეუურიოთ ან არ გამოიიყენოთ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში ვინაიდან კასპოფუნგინის შეთავსებადობის შესახებ სხვა ინტრავენურ სუბსტანციებთან, ადიტიურ საშუალებებთან ან სამედიცინო პროდუქტებთან, მონაცემები არ არსებობს. დაათვალიერეთ ვიზუალურად საინფუზიო ხსნარი ფერის შეცვლის და მასში ნაწილაკების არსებობის გამოსავლენად.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გამოყენების ინსტრუქცია მოზრდილ პაციენტებში

1 საფეხური. ჩვეულებრივი ფლაკონის აღდგენა

ფხვნილის გასახსნელად გამოიღეთ ფლაკონი ოთახის ტემპერატურაზე და ასეპტიკურ პირობებში დაუმატეთ 10.5 მლ საინექციო წყალი. გახსნილი ფლაკონის კონცენტრაცია იქნება: 5.2 მგ/მლ.

თეთრიდან მოთეთრო ფერამდე, კომპაქტური ლიოფილიზირებული ფხვნილი გაიხსნება სრულად. შეანჯღრიეთ ფრთხილად, ვიდრე არ მიიღება გამჭვირვალე ხსნარი. გახსნილი ხსნარის შემოწმება უნდა მოხდეს ვიზუალურად ფერის შეცვლის ან მასში ნაწილაკების არსებობის აღმოსაჩენად. მოცემული გახსნილი ხსნარის შენახვა შესაძლებელია 24 სთ-ს მანძილზე არა უმეტეს 25°C ტემპერრატურაზე.

2 საფეხური. არდგენილი კასპოლიოფის დამატება პაციენტის საინფუზიო ხსნარში

საბოლოო საინფუზიო ხსნარის გამხსნელებია: ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი ან რინგერ ლაქტატის ხსნარი. საინფუზიო ხსნარის მომზადება ხდება ასეპტიკურად, გახსნილ კონცენტრატზე სათანადო რაოდენობის ხსნარის დამატებით (როგორც მოცემულია ქვემოთ ცხრილში) 250მლ-იანი საინფუზიო პაკეტში ან ბოთლში. შემცირებული მოცულობის საინფუზიო ხსნარი - 100მლ უნდა გამოიყენებოდეს, თუ სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელია 50მგ ან 35მგ დღიური დოზებისთვის. დაუშვებელია შემღვრეული ან ნალექიანი ხსნარის გამოყენება

საინფუზიო ხსნარის მომზადება მოზრდილებში საინფუზიოდ

დოზა *

აღდგენილი კასპოლიოფის მოცულობა ინტრავენურ პაკეტში ან ბოთლში გადასატანად

სტანდარტული პრეპარატი

(გახსნილი კასპოლიოფი დამატებული 250მლ-ზე) საბოლოო კონცენტრაცია

მცირე მოცულობის საინფუზიო ხსნარი (გახსნილი კასპოლიოფი დამატებული 100მლ-ზე) საბოლოო კონცენტრაცია

50 მგ

10 მლ

0.20 მგ/მლ

-

50 მგ მცირე მოცულობაში

10 მლ

-

0.47 მგ/მლ

35 მგ ღვიძლის ზომიერი დისფუნქციისთვის (ერთი 50მგ ფლაკონიდან)

7 მლ

0.14 მგ/მლ

-

35 მგ ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დისფუნქციისთვის (ერთი 50მლ ფლაკონიდან) მცირე მოცულობაში

7 მლ

-

0.34 მგ/მლ

70 მგ

10 მლ

0.28 მგ/მლ

არ არის რეკომენდებული

*10.5მლ გამოიყენება ყველა ფლაკონის გასახსნელად/აღსადგენად

გამოყენების ინსტრუქცია პედიატრიულ პაციენტებში

სხეულის ზედაპირის ფართობის გამოთვლა (BSA) პედიატრიულ პაციენტებში

ინფუზიის მომზადებამდე, უნდა მოხდეს სხეულის ზედაპირის ფართობის გამოთვლა შემდეგი ფორმულის გამოყენებით: (მოსტელერის ფორმულა)

BSA (მ2) =

70მგ/მ2 საინფუზიო ხსნარის მომზადება > 3 თვის ასაკის პედიატრიული პაციენტებისთვის (50მგ ფლაკონის გამოყენებით)

1. განსაზღვრეთ დამტვირთველი დოზა, რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს პედიატრიულ პაცინეტებში პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) (იხ. გამოანგარიშება ზემოთ) და შემდეგი ტოლობის გამოყენებით:

BSA (მ2) x 70მგ/მ2 = დამტვირთველი დოზა

1-ელ დღეს, პაციენტისთვის გამოთვლილი მაქსიმალური დამტვირთველი დოზის მიუხედავად, დოზა არ უნდა აჭარბებდეს 70მგ-ს.

2. გამოიღეთ კასპოლიოფის ფლაკონი მაცივრიდან, რომ მისი ტემპერატურა გაუთანაბრდეს ოთახისას.

3. ასეპტიკურ პირობებში დაუმატეთ 10.5 მლ საინექციო წყალიa. მოცემული გახნსილი ხსნარის შენახვა შესაძებელია 24 სთ-ის მანძილზე არა უმეტეს 25°Cb ტემპერატურაზე. ამის შედეგად მიიღება კასპოფუნგინის საბოლოო 5.2 მგ/მლ კონცენტრაცია ფლაკონში.

4. ფლაკონიდან ამოიღეთ სამედიცინო პროდუქტის მოცულობა, რაც ტოლია გამოთვლილი დამტვირთველი დოზის (საფეხური 1). ასეპტიკური პირობების დაცვით გადაიტანეთ გახსნილი კასპოლიოფის ეს მოცულობა (მლ)c ი.ვ. პაკეტში (ან ბოთლში), რომელიც შეიცავს 250მლ 0.9%, 0.45% ან 0.225% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს, ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნარს. ალტერნატიულად, გახსნილი კასპოლიოფის მოცულობა შეიძლება დაემატოს 0.9%, 0.45% ან 0.225% მცირე მოცულობის ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნარს, რომ არ მოხდეს საბოლოო კონცენტრაციის 0.5მგ/მლ გადაჭარბება. მოცემული საინფუზიო ხსნარის გამოყენება შესაძლებელია 24 საათის მანძილზე თუ ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ან 48 საათის მანძილზე თუ ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე.

50მგ/მ2 საინფუზიო ხსნარის მომზადება >3 თვის პედიატრიული პაციენტებისთვის (50მგ ფლაკონის გამოყენებით)

1. განსაზღვრეთ დღიური შემანარჩუნებელი დოზა პედიატრიულ პაციენტებში გამოსაყენებლად პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) და შემდეგი ტოლობის გამოყენებით:

BSA (მ2) x 50მგ/მ2 = დღიური შემანარჩუნებელი დოზა

დღიურმა შემანარჩუნებელმა დოზამ პაციენტისთვის გამოთვლილი დოზის მიუხედავად არ უნდა გადააჭარბოს 70მგ-ს.

2. გამოიღეთ კასპოლიოფის ფლაკონი მაცივრიდან, რომ მისი ტემპერატურა გაუთანაბრდეს ოთახისას..

3. ასეპტიკური პირობების დაცვით დაუმატეთ 10.5 მლ საინექციო წყალი. მოცემული გახსნილი ხსნარის შენახვა შესაძლებელია 24 სთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ამის შედეგად მიიღება საბოლოო 5.2 მგ/მლ კონცენტრაცია ფლაკონში.

4. ფლაკონიდან ამოიღეთ სამედიცინო პროდუქტის მოცულობა, რაც ტოლია გამოთვლილი შემანარჩუნებელი დოზის (საფეხური 1). ასეპტიკური პირობების დაცვით გადაიტანეთ გახსნილი კასპოფუნგინი მოცემული მოცეულობა (მლ) ი.ვ. პაკეტში ( ან ბოთლში), რომელიც შეიცავს 250მლ 0.9%, 0.45% ან 0.225% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს, ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნარს. ალტერნატიულად, გახსნილი კასპოფუნგინის მოცულობა შეიძლება დაემატოს 0.9%, 0.45% ან 0.225% შემცირებული მოცულობის ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხნსარს, საბოლოო კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0.5მგ/მლ. მოცემული საინფუზიო ხსნარის გამოყენება შესაძლებელია 24 სთ-ს მანძილზე თუ ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ან 48 სთ თუ ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე.

მითითებები მომზადებისთვის :

a. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მასა იხსნება სრულად. შეანჯღრიეთ ნელა ვიდრე არ მიიღებთ

გამჭვირვალე ხსნარს.

b. შეამოწმეთ ვიზუალურად ხსნარი ფერის შეცვლის ან მასში ნაწილაკების არსებობის აღმოსაჩენად.

დაუშვებელია გამოყენება, თუ ხსნარი ნალექიანი ან ამღვრეულია.

c. კასპოლიოფის ფორმულა უზრუნველყოფს ფლაკონის სრულ დოზას (50მგ), როდესაც ფლაკონიდან

ხდება 10მლ-ს ამოღება.

გაცემის რეჟიმი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს რომფარმ კომპანი საქართველო

თბილისი, სააკაძის დაღმართი №8, ოფისი №7ა


8. სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი(ები)

9. პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი

10. ტექსტის გადახედვის თარიღი

სექტემბერი 2019