ბენზაკი 5 გელი 50მგ/გ 60გ
გააზიარე:
სარეკომანდაციო ვერსია
ბენზაკი® 5 გელი
ბენზოილის პეროქსიდი 50მგ/გ
ინფორმაცია პაციენტებისთვის
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, ან შესაძლოა შეიძინეთ აფთიაქში რეცეპტის გარეშე. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, პრეპარატი გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ბენზაკი® 5, გელი
რა წარმოადგენს ბენზაკი და როდის გამოიყენება
ბენზაკი გარეგანი გამოყენების საშუალებაა აკნეს სამკურნალოდ. მისი აქტიური ნივთიერებაა ბენზოილის პეროქსიდი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკნეს მკურნალობაში. ბენზოილის პეროქსიდს აქვს ანტიმიკრობული მოქმედება ბაქტერიების, კერძოდ, Propionibacterium acnes-ის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობს აკნეს განვითარებას. გარდა ამისა, ბენზოილის პეროქსიდი აფერხებს შავი წერტილების (კომედონების) წარმოქმნას და იწვევს გარქოვანებული უჯრედების შემცირებას და შეკუმშვას („აქერცვლის ეფექტი“). შედეგად მცირდება გამონაყარი და პუსტულები.
ბენზაკი რეკომენდებულია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნეს სამკურნალოდ.
რა უნდა გაითვალისწინოთ
დარწმუნდით, რომ ბენზაკის რეგულარულად გამოიყენება ხდება ინსტრუქციის ან ექიმის მითითებების შესაბამისად.
ექიმმა ასევე შეიძლება დანიშნოს აკნეს საწინააღმდეგო სხვა საშუალებები (მაგ., ტაბლეტები, ადგილობრივი ანტიბიოტიკები და ა.შ.) და მოგცეთ რეკომენდაციები შემდგომი ზომების შესახებ.
როდის არ გამოიყენება ბენზაკი
ბენზაკი არ გამოიყენება შემადგენელი ნივთიერებების მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევებში.
სიფრთხილით გამოიყენეთ ბენზაკი:
ბენზაკი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
თუ გაქვთ წინასწარ განწყობა თივის ცხელების, ალერგიული ასთმის ან ნეიროდერმატიტის (ატოპიის) მიმართ, ასევე გაქვთ მშრალი კანი, რომელიც მცირე რაოდენობით ცხიმს გამოიმუშავებს (სებოსტაზი), ბენზაკის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. მკურნალობის დასაწყისში მგრძნობიარე პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ კანის მსუბუქი სიწითლე და წვის შეგრძნება. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, რამდენიმე დღეში ქრება. ბენზაკით თერაპიის დროს სასურველია კანის პილინგი, რაც ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებას („აქერცვლის ეფექტი“). ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაუწყლოება, განსაკუთრებით წინასწარგანწყობილ პაციენტებში.
თუ მკურნალობის დროს წარმოქმნილი ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის დაჭიმვა ან სიმშრალე, სიწითლე და წვა, ძალიან მწვავდება, გრძელდება ერთ კვირაზე მეტხანს ან ვითარდება ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი ან წვა, უნდა მიმართოთ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში, შეწყვიტოთ პროდუქტის გამოყენება. მწვავე სიმპტომების გაქრობის შემდეგ, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს უმეტეს შემთხვევაში პრეპარატის ნაკლები სიხშირით გამოყენებით.
ეჭვის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ბენზაკმა შეიძლება გამოიწვიოს კანის შეშუპება და ბუშტუკების გაჩენა. თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდა, უნდა შეწყვიტოთ ბენზაკით მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. ბენზაკი არ უნდა წაისვათ ლორწოვან გარსებზე ან პირის ღრუს, ცხვირისა და თვალების კუთხეებზე; თვალების, პირის ღრუს ან ცხვირის ლორწოვან გარსებთან შემთხვევითმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და წვა. ამ შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი უნდა ჩამოიბანოთ დიდი რაოდენობით წყლით.
ბენზაკი არ უნდა იქნას გამოყენებული დაზიანებულ კანზე.
კანის გამაღიზიანებელი საშუალებების ერთდროული გამოყენება და მზის ან ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედება (მზის აბაზანები, სოლარიუმი) არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანების გაძლიერება.
შეღებილ მასალებთან, მათ შორის თმასთან და შეღებილ ტანსაცმელთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს მათი გაღიავება ან ფერის შეცვლა.
ეს პრეპარატი შეიცავს 40 მგ პროპილენგლიკოლს გელის ერთ გრამზე. პროპილენგლიკოლმა (E1520) შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
- გაწუხებთ სხვა დაავადებები,
- გაქვთ ალერგია ან
-იღებთ სხვა მედიკამენტებს (მათ შორის თქვენი გადაწყვეტილებით შეძენილ მედიკამენტებს) ან იყენებთ მათ კანზე წასასმელად!
ბენზაკის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
სიფრთხილის მიზნით, თავი უნდა შეიკავოთ მედიკამენტების მიღებისგან ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ან მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
ადამიანებში, ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ბენზაკი არ გამოიყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმი არ დაგინიშნავთ.
მეძუძურმა დედებმა არ უნდა წაისვან პრეპარატი მკერდის არეზე, რათა თავიდან აიცილონ ჩვილის ბენზაკთან პირდაპირი კონტაქტი.
როგორ გამოიყენება ბენზაკი
მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
ბენზაკი დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე დღეში ერთხელ ან ორჯერ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, რეკომენდებულია მისი გამოყენება დღეში ერთხელ, ძილის წინ.
ბენზაკის წასმამდე გაიწმინდეთ კანი - სასურველია სამედიცინო დასაბანი საშუალებით - და კარგად გაიმშრალეთ.
თერაპიის დაწყებამდე რეკომენდებულია პროდუქტის მიმართ მგრძნობელობის შემოწმება კანის ერთ ან ორ მცირე უბანზე. თუ ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშნავთ, მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში ერთხელ გამოყენებით. თუ პრეპარატი კარგად გადაიტანება, შეგიძლიათ გამოიყენოთ დღეში ორჯერ.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობაა 4-12 კვირა. ბენზაკი განკუთვნილია მხოლოდ კანზე გამოსაყენებლად! პროდუქტი ჭარბი დოზის გამოიყენებით ვერ მოხერხდება უფრო სწრაფი და უკეთესი შედეგის მიღწევა და შესაძლოა განვითარდეს კანის სერიოზული გაღიზიანება.
დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული ან ექიმის მიერ დანიშნული დოზა. თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ქიმიკოსს.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
ბენზაკის გამოყენება და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის შესწავლილი.
ბენზაკის გამოყენებისას განვითარებული მოვლენები
ბენზაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
კანის სიმშრალე, სიწითლე, წვის შეგრძნება ან კანის აქერცვლა.
ხშირი (ვითარდება 100-დან 1-10 პაციენტში)
ქავილი, კანის ტკივილი (ჩხვლეტა) ან კანის გაღიზიანება (კონტაქტური დერმატიტი).
იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-10 პაციენტში)
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
აღინიშნა სახის შეშუპების და ალერგიული რეაქციების ზოგიერთი შემთხვევა, მათ შორის ალერგიული რეაქციები წასმის ადგილას და მთელს სხეულზე ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები.
ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს:
- გაძლიერებული გამონაყარი კანზე ქავილით (ჭინჭრის ციება).
- სახის, თვალების, ტუჩების, ენის და პირის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), სუნთქვის გაძნელება.
- გონების დაკარგვა.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ დამატებით
ბენზოილის პეროქსიდის მათეთრებელი ეფექტის გამო, რომელიც კანზე წასმის შემდეგაც გრძელდება, ბენზაკი არ უნდა შეეხოს თმას ან შეღებილ ქსოვილს.
ვარგისობის ვადა
ბენზაკის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლამდე.
შენახვა
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-250C).
დამატებითი ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ექიმისგან ან ფარმაცევტისგან. მათ აქვთ დეტალური ტექნიკური ინფორმაცია.
ბენზაკის შემადგენლობა
1 გ გელი შეიცავს
აქტიური ინგრედიენტები
50 მგ ბენზოილის პეროქსიდი
დამხმარე ნივთიერებები
პროპილენგლიკოლი (E1520), გლიცეროლი (E422), კარბომერი 940, ნატრიუმის ედეტატი, დოკუზატ ნატრიუმის მაღალდისპერსიული სილიციუმი, პოლოქსამერი 182, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აკრილატის კოპოლიმერი, გასუფთავებული წყალი
რეგისტრაციის ნომერი
45185 (Swissmedic).
ხელმისაწვდომი შეფუთვები
60 გ ტუბი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Galderma SA, CH-6300 Zug
ეს ინსტრუქცია ბოლოს გადახედა მედიკამენტების სააგენტოს მიერ (Swissmedic) 2024 წლის მაისში.









