მოდაფინილი ჯენერისი 100მგ #30ტ

მოდაფინილი ჯენერისი 100მგ #30ტ

200.00 ლარი 170.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: მალტა
მწარმოებელი: APL Swift Services
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მოდაფინილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 167266
გააზიარე:

ჩანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

მოდაფინილ ჯენერისი 100 მგ ტაბლეტები

მოდაფინილი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი, შესაძლოა, ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი დაავადების მსგავსია.

თუ შენიშნავთ რაიმე სახის გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართი ფურცელში. იხილეთ ნაწილი 4.

რას მოიცავს ეს ჩანართი ფურცელი

1. რა არის მოდაფინილ ჯენერისი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ მოდაფინილ ჯენერისის მიღებამდე

3. როგორ მივიღოთ მოდაფინილ ჯენერისი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ მოდაფინილ ჯენერისი

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის მოდაფინილ ჯენერისი და რისთვის გამოიყენება

ტაბლეტების აქტიური ნივთიერება არის მოდაფინილი.

მოდაფინილის მიღება შეუძლიათ ნარკოლეფსიით დაავადებულ მოზრდილებს, რათა მათ სიფხიზლის შენარჩუნებაში დაეხმარონ. ნარკოლეფსია არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს დღის განმავლობაში ძლიერ ძილიანობას და შეუფერებელ სიტუაციებში უეცარი ჩაძინების ტენდენციას (ძილის შეტევები). მოდაფინილმა შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი ნარკოლეფსიის მდგომარეობა და შეამციროს ძილის შეტევების ალბათობა, მაგრამ შესაძლოა არსებობდეს სხვა გზები, რომლითაც შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა, რაზედაც თქვენი ექიმიც მოგცემთ რჩევას.

2. რა უნდა იცოდეთ მოდაფინილ ჯენერისის მიღებამდე

არ მიიღოთ მოდაფინილ ჯენერისი, თუ გაქვთ ალერგია მოდაფინილზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია ნაწილ 6-ში).

თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემა.

თუ გაქვთ უკონტროლო, საშუალოდან მძიმემდე მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია).

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

მოდაფინილ ჯენერისის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

გაქვთ გულის პრობლემები ან მაღალი არტერიული წნევა, მოდაფინილ ჯენერისის მიღების დროს ექიმმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს ეს მაჩვენებლები.

თუ ოდესმე გქონიათ დეპრესია, ცუდი განწყობა, შფოთვა, ფსიქოზი (რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა) ან მანია (ჭარბი აღგზნებადობა ან უკიდურესი ბედნიერების განცდა) ან ბიპოლარული აშლილობა, რადგან მოდაფინილ ჯენერისმა შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა.

-თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები (ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ უფრო დაბალი დოზის მიღება).

- თუ წარსულში გქონიათ ალკოჰოლთან ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები.

სხვა საკითხები, რომლებ იც უნდა განიხილოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

- ზოგიერთ ადამიანს აღენიშნებოდა სუიციდური ან აგრესიული აზრები ან ქცევა ამ მედიკამენტის მიღების დროს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გრძნობთ, რომ დეპრესია გეწყებათ, თუ აგრესიული ან მტრულად ხართ განწყობილი სხვა ადამიანების მიმართ, ან თუ

1

თუ გამოგივლინდათ აგრესია ან მტრული დამოკიდებულება სხვა ადამიანებთან, თუ წარმოგეშვათ სუიციდური აზრები, ან თუ გრძნობთ სხვა ცვლილებებს თქვენს ქცევაში (იხილეთ ნაწილი 4) შეგიძლიათ მიმართოთ ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს, რათა დაგეხმაროთ დეპრესიის ნიშნების ან თქვენს ქცევაში სხვა ცვლილებების აღმოჩენაში.

ამ მედიკამენტს აქვს პოტენციალი, რომ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ მასზე დამოკიდებულება გაგიჩნდეთ. თუ მისი მიღება დიდი ხნის განმავლობაში გჭირდებათ, ექიმი რეგულარულად შეამოწმებს, არის თუ არა ის თქვენთვის ისევ შესაფერისი ეს მედიკამენტი.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

სხვა მედიკამენტები და მოდაფინილ ჯენერისი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. მოდაფინილ ჯენერისს და სხვა მედიკამენტებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედება და ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენს მიერ მიღებული დოზების კორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მოდაფინილ ჯენერისთან ერთად იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

ჰორმონალური კონტრაცეპტივები (მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, იმპლანტები, საშვილოსნოსშიდა სპირალები და ტრანსდერმული პლასტირები). მოდაფინილ ჯენერისის მიღებისას და მკურნალობის შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში, უნდა განიხილოთ სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები, რადგან მოდაფინილ ჯენერისი ამცირებს მათ ეფექტურობას.

-ომეპრაზოლი (მჟავა რეფლუქსის, საჭმლის მონელების დარღვევის ან წყლულების დროს).

-ანტივირუსული მედიკამენტები აივ ინფექციის სამკურნალოდ (პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგ. ინდინავირი ან რიტონავირი).

- ციკლოსპორინი (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების შეუგუებლობის თავიდან ასაცილებლად, ართრიტის ან ფსორიაზის დროს).

-ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან ფენიტოინი).

-დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ამიტრიპტილინი, ციტალოპრამი ან ფლუოქსეტინი) ან შფოთვის სამკურნალო საშუალებები (მაგ. დიაზეპამი).

- სისხლის გამათხელებელი სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ვარფარინი). თქვენი ექიმი გააკონტროლებს სისხლის შედედების დროს მკურნალობის განმავლობაში.

-კალციუმის არხის ბლოკატორები ან ბეტა-ბლოკატორები მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების დროს (მაგ. ამლოდიპინი, ვერაპამილი ან პროპრანალოლი).

-ქოლესტერინის დონის დამწევი სტატინები (მაგ. ატორვასტატინი ან სიმვასტატინი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, არ უნდა მიიღოთ მოდაფინილ ჯენერისი.

მოდაფინილი ეჭვმიტანილია, რომ იწვევს თანდაყოლილ დეფექტებს და სპონტანურ აბორტს, თუ იგი მიიღება ორსულობის პერიოდში.

მოდაფინილ ჯენერისის მიღების დროს (და მისი შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში) ან თუ გაქვთ რაიმე სახის შიშები, მიმართეთ ექიმს ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების შესახებ, რომლებიც თქვენთვის შესაფერისია.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მოდაფინილ ჯენერისმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან თავბრუსხვევა 10-დან 1 ადამიანში. თუ ამ მდგომარეობას განიცდით ან თუ ამ მედიკამენტის მიღების დროს კვლავ ძილიანობას გრძნობთ, არ სცადოთ მანქანის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

მოდაფინილ ჯენერისი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი სახეობის შაქრის აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

მოდაფინილ ჯენერისი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად ნატრიუმის გარეშეა.

3. როგორ მივიღოთ მოდაფინილ ჯენერისი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული მთლიანად წყალთან ერთად.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში. მისი მიღება შესაძლებელია დღეში ერთხელ (დილით) ან გაყოფა ორ დოზად დღეში მისაღებად (100 მგ დილით და 100 მგ შუადღისას). ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დღიური დოზის 400 მგ-მდე გაზრდა.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის)

რეკომენდებული დოზაა 100 მგ დღეში.

ექიმი გაზრდის თქვენს დოზას (მაქსიმუმ 400 მგ დღეში) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები.

თირკმლის და ღვიძლის მძიმე პრობლემების მქონე მოზრდილების ჩვეულებრივი დოზაა 100 მგ დღეში. ექიმი რეგულარულად გადახედავს თქვენს მკურნალობას, რათა დარწმუნდეს, რომ ის თქვენთვის შესაფერისია.

თუ მიიღეთ მოდაფინილ ჯენერისის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ საჭიროზე ჭარბი მოდაფინილ ჯენერისის ტაბლეტი, შეიძლება იგრძნოთ ღებინება, მოუსვენრობა, დეზორიენტაცია, დაბნეულობა ან აღგზნება. ასევე შეიძლება გქონდეთ ძილის პრობლემები, დიარეა, ჰალუცინაციები (შეგრძნებები, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს), ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის სიხშირის ცვლილება ან არტერიული წნევის მომატება.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ. თან იქონიეთ ეს ჩანართი ფურცელი და დარჩენილი ტაბლეტები.

თუ დაგავიწყდათ მოდაფინილ ჯენერისის მიღება

თუ დაგავიწყდათ მედკამენტის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს და არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:

- გაგიჩნდათ სუნთქვის უეცარი გაძნელება, თუ სუნთქვა ხიხინით გაგიძლიერდათ ან სახე, პირი ან ყელი შეგიშუპდათ.

- შეამჩნევთ კანზე გამონაყარს ან ქავილს (განსაკუთრებით თუ ის მთელ სხეულს მოიცავს). ძლიერმა გამონაყარმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ბუშტუკები ან აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, თვალებში, ცხვირში ან სასქესო ორგანოებზე. ასევე შეიძლება გქონდეთ მაღალი ტემპერატურა (ცხელება) და სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგები.

- გრძნობთ რაიმე ცვლილებას თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაში, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

-განწყობის ცვალებადობას ან აზროვნების დარღვევას

- აგრესიას ან მტრულ განწყობას

-გულმავიწყობას ან დაბნეულობას

-უკიდურეს ბედნიერების შეგრძნებას

-ზედმეტ აღგზნებას ან ჰიპერაქტიურობას

-შფოთვას ან ნერვიულობას

- დეპრესიას, სუიციდური აზრებს ან ქცევას

- აგზნებას ან ფსიქოზს (რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბოდვებს ან არარეალურ ნივთებს), განცალკევების ან დაბუჟების შეგრძნებას ან პიროვნულ აშლილობას.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს შემდეგს:

ძალიან ხშირ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება (შეიძლება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდეს):

- თავის ტკივილი.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს):

- თავბრუსხვევა.

- ძილიანობა, ძლიერი დაღლილობა ან ძილის გაძნელება (უძილობა).

- გულისცემის შეგრძნება, რომელიც შეიძლება ნორმაზე სწრაფი იყოს

- ტკივილი გულმკერდის არეში

- სახის წამოხურება

- პირის სიმშრალე

- მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა ან ყაბზობა

-სისუსტე

- ხელების ან ფეხების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება

- მხედველობის დაბინდვა

- სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგები, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი (ღვიძლის ფერმენტების მომატება)

არ ც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ს):

- ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე, ფეხის კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი, კანკალი ან ტრემორი - ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება)

- კუნთების გლუვი მოძრაობის გაძნელება ან მოძრაობის სხვა პრობლემები, კუნთების დაჭიმულობა, კოორდინაციის პრობლემები

- თივის ცხელების სიმპტომები, მათ შორის ქავილი/სურდო ან ცრემლიანი თვალები

- გაძლიერებული ხველა, ასთმა ან ქოშინი

- კანზე გამონაყარი, აკნე ან კანის ქავილი

- ოფლიანობა

- არტერიული წნევის ცვლილებები (მაღალი ან დაბალი), გულის პათოლოგიური რიტმი (ეკგ) და არარეგულარული ან უჩვეულოდ ნელი გულისცემა

- ყლაპვის გაძნელება, სშუბებული ენა ან წყლულები პირის ღრუში

- მეტეორიზმის მომატება, რეფლუქსი (კუჭიდან სითხის უკან ამოსვლა) მადის მომატება, წონის ცვლილებები, წყურვილი ან გემოს შეცვლა - გულისრევის შეგრძნება (ღებინება)

- შაკიკი

- მეტყველების პრობლემები

- დიაბეტი (სისხლში შაქრის მომატებული დონე)

- სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე

- ხელებისა და ფეხების შეშუპება

- ძილის დარღვევა ან უჩვეულო სიზმრები

- სექსუალური ლტოლვის დაკარგვა

- ცხვირიდან სისხლდენა, ყელის ტკივილი ან ცხვირის ღრუების ანთება (სინუსიტი)

- მხედველობის დარღვევა ან თვალების სიმშრალე

- შარდის გამოყოფის დარღვევა ან გახშირებული შარდვა

- მენსტრუალური ციკლის დარღვევა

- სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ თქვენი ლეიკოციტების რაოდენობა შეიცვალა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება INFARMED, I.P.-ს მიაწოდოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო პირების მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაგზავნით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

ვებ-გვერდი: htt ://www.infarmed. t/web/infarmed/submissaoram

(სასურველია) ან შემდეგი კონტაქტების საშუალებით:

Diregäo de Gestäo do Risco de Medicamentos

Parque da Saüde de Lisboa გამზ. ბრაზილია 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)

ელ.ფოსტა: [email protected]

5. როგორ შევინახოთ მოდაფინილ ჯენერისი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ზომებს. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მოდაფინილ ჯენერისი

აქტიური ნივთიერებაა მოდაფინილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ მოდაფინილს.

სხვა ინგრედიენტებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი (K-30), კროსკარმელოზა ნატრიუმი და მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება მოდაფინილ ჯენერისი და შეფუთვის შემცველობა

მოდაფინილ ჯენერისის ტაბლეტები არის თეთრიდან მოთეთრომდე ფერის, კაფსულის ფორმის, შემოუგარსავი და ერთ მხარეს გრავირებულია „41“ და მეორე მხარეს „J“.

მოდაფინილ ჯენერისი ხელმისაწვდომია გაუმჭვირვალე თეთრ PCV-PVdC/ალუმინის ბლისტერებში, 20 ან 30 ტაბლეტით.

შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს მარკეტინგული.

მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი

Generis@ Farmacéutica, S.A.

რუა ჟოაო დე დეუსი, 19

2700-487 ამადორა

პორტუგალია

მწარმოებლები

APL Swift Services (Malta) Limited

HF26, Hal Far ინდუსტრიული ქონება, Hal Far

Birzebbugia, BBG 3000 მალტა

Generis@ Farmacéutica, S.A.

რუა ჟოაო დე დეუსი, 19

2700-487 ამადორა

პორტუგალია

ამ ჩანართ ფურცელში ბოლო ცვლილებები შევიდა:

ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია