მალდიკოლი 30მლ ორ/წვეთები
გააზიარე:
სურსათის დანამატი
მალდიკოლი ® /Maldicol®
30მლ საბავშვო წვეთები
გვირილის, ბარამბოს, კამის, პიტნის, ვარსკვლავისებური ანისულის და ძირას შემცველობით,
სპეციალურად შერჩეული 6 მცენარეული ექსტრაქტი აირების აღმოსაფხვრელად
ინგრედიენტები
კვებითი ინფორმაცია
|
საკვები ნივთიერებები |
თითო დოზა (15 წვეთი) |
|
გვირილის მშრალი ექსტრაქტი |
3,75 მგ |
|
ლიმონის ბალზამის მშრალი ექსტრაქტი |
15 მგ |
|
კამის მშრალი ექსტრაქტი |
15 მგ |
|
პიტნის თხევადი ექსტრაქტი |
6,75 მკლ/ mcl |
|
ვარსკვლავისებური ანისულის ეთერზეთი |
0,3 მკლ/ mcl |
|
ძირას ეთერზეთი |
0,03 მკლ/mcl |
ინგრედიენტები : წყალი, ფრუქტოზის სიროფი, თაფლი, ლიმონის ბალზამის (Melissa officinalis L.) ფოთლები-სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი (0,8% როზმარინის მჟავაზე გათვლით); კამის (Foeniculum vulgare Mill.) ნაყოფი - სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი (0,9%–1,1% ეთერზეთებზე გათვლით); პიტნის (Mentha x piperita L.) ფოთლები- თხევადი ექსტრაქტი (E/D 1:1); გვირილის (Matricaria chamomilla L.) ყვავილედი - სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტი (1,2% აპიგენინსა და აპიგენინ-7-გლუკოზიდზე გათვლით); მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა; კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი; ვარსკვლავისებური ანისულის (Illicium verum Hook. f.) ნაყოფი -ეთერზეთი; ძირას (Cuminum cyminum L.) ნაყოფი-ეთერზეთი.
რა არის და რისთვის გამოიყენება მალდიკოლი : სურსათის დანამატი, რომელიც დამზადებულია გვირილის, ბარამბოს, კამის, პიტნის, ვარსკვლავისებური ანისულის და ძირას, სპეციალურად შერჩეული 6 მცენარეული ექსტრაქტის ბაზაზე, აირების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას. გვირილას ასევე აქვს დამარბილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა : დღეში 10-15 წვეთი, გაუზავებელი ან წყალში/სხვა სასმელში გაზავებული სახით. ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტისთვის დამახასიათებელია მცირე ნალექის წარმოქმნა ან ფერისა და გემოს ცვლილება, რაც გავლენას არ ახდენს პროდუქტის ხარისხსა და ეფექტურობაზე. გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
გაფრთხილებები : 3 წლამდე ასაკის ბავშვებში პროდუქტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. სურსათის დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
შეფუთვა : 30მლ ფლაკონი.
სუფთა წონა / Net conten t 30 ml ℮
წარმოებულია :
MAR-FARMA SRL-სთვის
Via Melzi d’Eril 12 - 20154 მილანი - იტალია
GRICAR CHEMICAL SRL-ის მიერ
Via S. Giuseppe 18/20 - 20861 Brugherio (MB) – იტალია
შპს „ნიუ ფარმ გრუპი”-ს (საქართველო) სახელით.
ოფიციალური დისტრიბუტორი : შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
ი. ევდოშვილის ქ.18, 0119 თბილისი, საქართველო.
დამზადების თარიღი/ვარგისიანობის ვადა და სერიის ნომერი იხილეთ სურსათის დანამატის შეფუთვაზე.










