ანსიკალმი #30კაფს ვეგან
გააზიარე:
ანსიკალმი
ANSICALM
შემადგენლობა:
Cyracos® (DE ბარამბო (Melissa officinalis) ფოთოლი), 600 მგ.
თუთიის ოქსიდი, L-თეანინი; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) 1.4მგ (100% VRN*),, თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) 1,1 მგ (100% VRN*),, ; ციანკობალამინი (ვიტამინი B12) 2.5µg (100% VRN*), ანტიადჰეზიური აგენტები: კალციუმის ფოსფატი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, კაფსულის შემომგარსველი აგენტი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.
როგორც საკვები დანამატი-
ხელს უწყობს შფოთვის , უძილობის და სხვა სიმპტომების ( როგორიცაა ემოციური არასტაბილურობა , ასთენია და სხვ .) მართვას , რომლებიც დაკავშირებულია ნერვულ მდგომარეობებთან და სტრესთან .
მიღების წესი:
რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება დილით საუზმის შემდეგ და 1 კაფსულის მიღება საღამოს ძილის წინ, ჭიქა წყალთან ერთად.
გაფრთხილებები:
არ გამოიყენოთ ჯანმრთელი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად. მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვა. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. მოარიდეთ ბავშვებს. ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.
შემადგენლობის აღწერა:
Cyracos® (სტანდარტიზებული მელისას ექსტრაქტი):Cyracos® არის შერჩეული Melissa officinalis-ის ფოთლების ექსტრაქტი დაბალი ეთერზეთების შემცველობით და სტანდარტიზებული და ტიტრირებული შემადგენლობით: 15% ჰიდროქსიცინამონის მჟავა და 7% როზმარინის მჟავა.
სამეცნიერო კვლევები მიუთითებს, რომ Cyracos® ამცირებს შფოთვასთან და ნერვიულობასთან დაკავშირებულ სიმპტომებს (აღელვება, დაძაბულობა, მოტორული დარღვევები), რაც ხელს უწყობს ჩაძინების პროცესს.
ჩატარდა რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 18დან 30 წლამდე ასაკის 30 ადამიანი. შეფასდა შფოთვით გამოწვეული სამი ძირითადი სიმპტომის შემცირება — აღელვება, დაძაბულობა და მოტორული დარღვევები, ასევე სხვა თანმხლები სიმპტომები (ემოციური არასტაბილურობა, ასთენია, დანაშაულის გრძნობა, საუბრის გაძნელება, სომატური ჩივილები და სხვ.) და სტრესთან დაკავშირებული უძილობა.
15 დღიანი Cyracos®-ის გამოყენების შემდეგ, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, შფოთვის გამოვლინებები შემცირდა 32%-ით, სხვა თანმხლები სიმპტომები — 69%-ით, ხოლო სტრესით გამოწვეული უძილობა — 60%-ით.
პირებში, რომლებიც იღებდნენ Cyracos®-ს, არასასურველი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
L-თეანინი -ამინომჟავა, რომელიც გვხვდება მწვანე ჩაიში (Camellia sinensis L.) ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს სტრესს, ხელს უწყობს სტრესზე ფიზიკური და გონებრივი რეაქციის შემცირებას. L-თეანინი სტრუქტურულად ჰგავს GABA-ს ნეიროტრანსმიტერებს და გლუტამინს, ზრდის ტვინის ალფა ტალღების აქტივობას და არეგულირებს ნეიროტრანსმიტერების- გამა-ამინომჟავავას, დოფამინის და სეროტონინის დონეს, რომლებიც აუმჯობესებს განწყობას და აწესრიგებს ძილს. L თეანინი ასევე აუმჯობესებს ფოკუსირების და კონცენტრირების უნარს. L-თეანინი ცნობილია მისი ადაპტოგენური თვისებებით. ხელს უწყობს წონის კლებას და ხელს უშლის კოფეინით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. აუმჯობესებს ძილის ხარისხს. აუმჯობესებს გამძლეობას და კონცენტრაციის უნარს ვარჯიშის დროს, ხელს უწყობს ვარჯიშის შემდგომ ორგანიზმის ძალების აღდგენას.
B-კომპლექსის ვიტამინები (B1, B6 და B12):
ვიტამინი B1 (თიამინი):
ფუნქციონირებს როგორც კოენზიმი ენერგიის წარმოქმნასა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ პროცესებში. ბუნებრივად გვხვდება მარცვლეულში, წითელ ხორცში და კაკალში.
ვიტამინ B1-ის მიღება დაკავშირებულია ჩაძინების და ენერგიის დონის გაუმჯობესებასთან.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი):
მოქმედებს როგორც კოენზიმი მრავალ პროცესში, მათ შორის სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერის სინთეზში.
ბუნებრივად გვხვდება მარცვლეულში, ცხვრის ხორცში, კარტოფილში და ავოკადოში.
ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ B6-ის მიღება სასარგებლოა დეპრესიასთან დაკავშირებულ მდგომარეობებში.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი):
ძირითად როლს ასრულებს მიელინის გარსის ფორმირებაში ნერვულ სისტემაში.
მისი ძირითადი წყაროა მარცვლეული, რძე, ცხვრის ხორცი და ზეთიანი თევზი.
დაკავშირებულია ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან.
პროდუქტისა და შეფუთვის აღწერა:
მუყაოს ყუთი, რომელიც შეიცავს 2 ბლისტერს ალუმინი-PVCD-ით, თითოეულში 15 კაფსულა
შეიცავს: 30 ვეგანურ კაფსულას
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოებიდან.
პარტიის ნომერი და ვადის გასვლის თარიღები დაბეჭდილია ბლისტერზე და ყუთზე
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას
მწარმოებელი: ლაბორატორია საკაი ბარსელონა, ესპანეთი
Industria 46 A Pol. Ind. Nord-Est
E-08740 Sant Andreu de la Barca
ბარსელონა – ესპანეთი
ტელეფონი +34 93 653 5260
[email protected]
www.sakai-laboratorios.com










