პილოდიგესტი #60ტ საღ
გააზიარე:
პილოდიგესტი
PYLODIGEST
ტაბლეტი
შემადგენლობა:
Pylopass™ (Lactobacillus reuteri , მალტოდექსტრინი) 200 მგ; კალციუმის კარბონატი 160 მგ , დამატკბობელი: იზომალტი; ანტიადჰეზიური საშუალება: მაგნიუმის სტეარატი; დამატკბობელი: სტევიოლის გლიკოზიდები; არომატიზატორი: ვანილი.
საკვები დანამატის ფუნქცია:
შექმნილია Pylopass™, Lactobacillus reuteri -ს სტანდარტიზებული შტამით, რომელიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით და ავლენს მნიშვნელოვან კოაგრეგაციის აქტივობას კუჭის დონეზე (Helicobacter pylori), და კალციუმის კარბონატით მჟავიანობის კონტროლისთვის.
Pylopass™
Pylopass™ არის Lactobacillus reuteri -ს გამომშრალი კულტურა, უნიკალური მოქმედების მექანიზმით, რომელიც აკონტროლებს Helicobacter pylori-ს დონეს გვერდითი მოვლენების გამოწვევის გარეშე.
Pylopass™- ს ზედაპირის სპეციფიური რეცეპტორები ეკვრიან H. pylori-ს, ქმნიან კოაგრეგაციას, რაც ხელს უშლის ბაქტერიის პილორულ კედლებზე მიმაგრებას. შემდგომში, კოაგრეგატები გადადის ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა საჭმლის მომნელებელ ნარჩენებთან ერთად.
ეს კოაგრეგაცია დამოკიდებულია მხოლოდ Pylopass™ უჯრედების ზედაპირსა და H. pylori ბაქტერიების კედლებს შორის შეკავშირებაზე. ეს შეკავშირება სპეციფიკურია H. pylori-სთვის და შესაბამისად, არ იწვევს დისბალანსს ნაწლავის ფლორაში.
კალციუმის კარბონატი
კალციუმის კარბონატი არის ანტაციდი რომელიც გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის ან გულძმარვის სიმპტომების შესამსუბუქებლად. კალციუმის კარბონატი ზრდის კუჭის pH-ის მნიშვნელობას (კუჭის წვენის pH ახლოსაა 0.8-თან, რომელიც შეიძლება მონელების დროს pH 2-მდე გაიზარდოს), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ამცირებს კუჭის მჟავიანობას.
გამოყენების ინსტრუქცია:
რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტის მიღება, 1 ტაბლეტის დაღეჭვა სადილამდე და 1 ტაბლეტის ვახშამამდე. პილოდიგესტის მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 30 დღის განმავლობაში.
გაფრთხილებები:
არ გამოიყენოთ ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად . მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სუფთა და მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.
შეფუთვა:
მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 4 ბლისტერს ალუმინ-PVCD 15 მოგრძო ტაბლეტით
რაოდენობა: 60 საღეჭი ტაბლეტი
თითოეული ტაბლეტის წონა: 830 მგ. სუფთა წონა: 49.8 მგ
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას
შენახვის ვადა: წარმოებიდან 3 წელი.
პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია ბლისტერსა და ყუთზე
მწარმოებელი: ლაბორატორია საკაი ბარსელონა, ესპანეთი
Industria 46 A Pol. Ind. Nord-Est
E-08740 Sant Andreu de la Barca
ბარსელონა – ესპანეთი
ტელეფონი +34 93 653 5260
[email protected]
www.sakai-laboratorios.com










