ორნადექსი 0.5მგ/0.4მგ #30კაფს

ორნადექსი 0.5მგ/0.4მგ #30კაფს

34.67 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ლაბორ.ლეონ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტამსულოზინი+დუტასტერიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 167004
გააზიარე:

ფურცელი–ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ორნადექსი

0.5 მგ/0.4 მგ მყარი კაფსულები

დუტასტერიდი/ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.

- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის ამ ფურცელ–ჩანართში:

1. რა არის ორნადექსი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ ორნადექსის მიღებამდე

3. როგორ მიიღება ორნადექსი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ორნადექსი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ორნადექსი და რისთვის გამოიყენება იგი

ორნადექსი გამოიყენება გადიდებული პროსტატის (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) მქონე მამაკაცების სამკურნალოდ - წინამდებარე ჯირკვლის არასიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც გამოწვეულია ჰორმონის დიჰიდროტესტოსტერონის ჭარბი გამომუშავებით.

ორნადექსი არის ორი განსხვავებული მედიკამენტის, სახელწოდებით დუტასტერიდი და ტამსულოზინი, კომბინაცია. დუტასტერიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორები, ხოლო ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ალფა-ბლოკატორები.

პროსტატის ზრდასთან ერთად შეიძლება განვითარდეს უროლოგიური პრობლემები, როგორიცაა მოშარდვის გაძნელება და ტუალეტში ხშირი სიარული. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს შარდის ნაკადის შენელება და ის ნაკლებად ძლიერი ხდება. მკურნალობის გარეშე არსებობს თქვენი შარდის ნაკადის სრული დაბლოკვის რისკი (შარდის მწვავე შეკავება). ეს მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო მკურნალობას. ზოგჯერ საჭიროა ოპერაცია წინამდებარე ჯირკვლის მოცილების ან ზომის შემცირების მიზნით.

დუტასტერიდი აქვეითებს ჰორმონის, სახელწოდებით დიჰიდროტესტოსტერონი, გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს პროსტატის შემცირებას და სიმპტომების შემსუბუქებას. ეს შეამცირებს შარდის მწვავე შეკავების რისკს და ოპერაციის საჭიროებას. ტამსულოზინი მოქმედებს პროსტატის ჯირკვლის კუნთების მოდუნების გზით, რაც აადვილებს შარდის გამოყოფას და სწრაფად აუმჯობესებს სიმპტომებს.

2. რა უნდა იცოდეთ ორნადექსის მიღებამდე

არ მიიღოთ ორნადექსი

- თუ ქალი ხართ (რადგან ეს წამალი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის).

- თუ თქვენ ხართ 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი ან მოზარდი.

- თუ ალერგიული ხართ დუტასტერიდის, სხვა 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორების, ტამსულოზინის, სოიოს, არაქისის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

- თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა, რომელიც იწვევს თქვენთან თავბრუსხვევას, გულის წასვლის შეგრძნებას ან გულის წასვლას (ორთოსტატული ჰიპოტენზია).

- თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

èთუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენ გეხებათ, არ მიიღოთ ეს პრეპარატი სანამ არ გაივლით კონსულტაციას თქვენს ექიმთან.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ ექიმს ორნადექსის მიღებამდე

- ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში, გულის უკმარისობა უფრო მეტად განვითარდა პაციენტში, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს და სხვა პრეპარატს, სახელწოდებით ალფა-ბლოკატორი, როგორიცაა ტამსულოზინი, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ დუსტასტერიდს ან მხოლოდ ალფა–ბლოკატორს. გულის უკმარისობა ნიშნავს, რომ თქვენი გული არ ტუმბავს სისხლს ისე, როგორც საჭიროა.

- დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა იცის ღვიძლის პრობლემების შესახებ. თუ გქონდათ რაიმე დაავადება, რომელიც აზიანებდა თქვენს ღვიძლს, შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი გამოკვლევები ორნადექსის მიღებისას.

- დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა იცის, გაქვთ თუ არა თირკმლების სერიოზული პრობლემები.

- კატარაქტის (ბროლის შემღვრევა) ოპერაცია. თუ თქვენ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას კატარაქტის მოსაშორებლად, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ შეწყვიტოთ ორნადექსის მიღება ოპერაციამდე გარკვეული ხნით ადრე. უთხარით თქვენს თვალის სპეციალისტს ოპერაციის დაწყებამდე, რომ იღებთ ორნადექსს ან ტამსულოზინს (ან ადრე მიგიღიათ). თქვენმა სპეციალისტმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ოპერაციის დროს გართულებების თავიდან ასაცილებლად.

- ქალები, ბავშვები და მოზარდები არ უნდა შეეხონ ორნადექსის დაზიანებულ კაფსულებს, რადგან აქტიური ნივთიერება შეიწოვება კანში. კანთან შეხების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიბანეთ დაზიანებული ადგილი საპნითა და წყლით.

- გამოიყენეთ პრეზერვატივი სქესობრივი აქტის დროს. დუტასტერიდი აღმოაჩინეს მამაკაცების სპერმაში, რომლებიც იღებდნენ ორნადექსს. თუ თქვენი პარტნიორი არის ან შეიძლება იყოს ორსულად, თქვენ უნდა მოარიდოთ ის სპერმის ზემოქმედებას, რადგან დუტასტერიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მამრობითი სქესის ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე. ნაჩვენებია, რომ დუტასტერიდი ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სპერმის მოცულობას და სპერმატოზოიდების მოძრაობას. ამან შეიძლება შეამციროს თქვენი ფერტილობა.

- ორნადექსი გავლენას ახდენს სისხლის ანალიზზე PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი), რომელიც ზოგჯერ გამოიყენება პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს ეს ეფექტი და მაინც შეიძლება გამოიყენოს ტესტი პროსტატის კიბოს გამოსავლენად. თუ თქვენ იტარებთ სისხლის ანალიზს PSA-ზე, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ორნადექსს. მამაკაცებმა, რომლებიც იღებენ ორნადექსს, რეგულარულად უნდა ჩაიტარონ PSA ტესტირება.

- პროსტატის კიბოს გაზრდილი რისკის მქონე მამაკაცების კლინიკურ კვლევაში, მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ დუტასტერიდს, უფრო ხშირად აღენიშნებოდათ პროსტატის კიბოს სერიოზული ფორმა, ვიდრე მამაკაცებს, რომლებიც არ იღებდნენ დუტასტერიდს. დუტასტერიდის ეფექტი პროსტატის კიბოს ამ სერიოზულ ფორმაზე გაურკვეველია.

- ორნადექსმა შეიძლება გამოიწვიოს მკერდის გადიდება და მტკივნეულობა. თუ ეს შემაწუხებელი ხდება, ან თუ შეამჩნევთ მკერდის გამაგრებას ან გამონადენს დვრილიდან, უნდა გაესაუბროთ ექიმს ამ ცვლილებების შესახებ, რადგან ეს შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული მდგომარეობის ნიშნები, როგორიცაა ძუძუს კიბო.

è დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ორნადექსის მიღებასთან დაკავშირებით.

სხვა მედიკამენტები და ორნადექსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არ მიიღოთ ორნადექსი ამ პრეპარატებთან ერთად:

- სხვა ალფა–ბლოკატორები (გადიდებული პროსტატის ან მაღალი არტერიული წნევის დროს)

ორნადექსი არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატებთან ერთად:

- კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)

ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია შევიდეს რეაქციაში ორნადექსთან, რამაც შესაძლოა გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. ეს მედიკამენტები მოიცავს:

- ფდე–5 ინჰიბიტორები (გამოიყენება ერექციის მისაღწევად ან შესანარჩუნებლად), როგორიცაა ვარდენაფილი, სილდენაფილის ციტრატი და ტადალაფილი

- ვერაპამილი ან დილთიაზემი (მაღალი არტერიული წნევის დროს)

- რიტონავირი ან ინდინავირი (აივ–ის დროს)

- იტრაკონაზოლი ან კეტაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციებისთვის)

- ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი)

- ციმეტიდინი (კუჭის წყლულის დროს)

- ვარფარინი (სისხლის შედედების დროს)

- ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)

- პაროქსეტინი (ანტიდეპრესანტი)

- ტერბინაფინი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ)

- დიკლოფენაკი (გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ)

è აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს.

ორნადექსი საკვებთან ერთად

ორნადექსი უნდა მიიღოთ ყოველდღე საკვების ერთი და იმავე მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორნადექსი არ უნდა მიიღონ ქალებმა.

ქალები, რომლებიც ორსულად არიან (ან შეიძლება იყვნენ) არ უნდა შეეხონ დაზიანებულ კაფსულებს. დუტასტერიდი შეიწოვება კანში და შეიძლება გავლენა იქონიოს მამრობითი სქესის ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებული რისკია ორსულობის პირველ 16 კვირაში.

გამოიყენეთ პრეზერვატივი სქესობრივი აქტის დროს. დუტასტერიდი აღმოჩენილია მამაკაცების სპერმაში, რომლებიც იღებენ ორნადექსს. თუ თქვენი პარტნიორი არის ან შეიძლება იყოს ორსულად, თქვენ უნდა მოარიდოთ ის სპერმის ზემოქმედებას.

ნაჩვენებია, რომ ორნადექსი ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, სპერმის მოცულობას და სპერმატოზოიდების მოძრაობას. ამიტომ მამაკაცის ფერტილობა შეიძლება დაქვეითდეს.

è მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის, თუ ორსულ ქალს აქვს შეხება ორნადექსთან.

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ორნადექსი ზოგიერთ ადამიანში იწვევს თავბრუსხვევას, ამიტომ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უნარზე უსაფრთხოდ მართოთ ავტოტრანსპორტი ან იმუშაოთ მექანიზმებთან.

è არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან, თუ თქვენ გაქვთ ასეთი ზემოქმედება.

ორნადექსი შეიცავს სოიოს ლეციტინს, პროპილენგლიკოლს და ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს სოიოს ლეციტინს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს. თუ ალერგიული ხართ არაქისის ან სოიოს მიმართ, არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პროდუქტი.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო კაფსულაში, ანუ არსებითად " თავისუფალია ნატრიუმისგან"

ეს პრეპარატი შეიცავს 299 მგ პროპილენგლიკოლს თითოეულ კაფსულაში.

3. როგორ მიიღება ორნადექსი

ყოველთვის მიიღეთ ორნადექსი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ იღებთ მას რეგულარულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი PSA დონის მონიტორინგზე. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენი უნდა მიიღოთ

რეკომენდებული დოზა არის ერთი კაფსულა დღეში ერთხელ, საკვების ერთი და იმავე მიღებიდან 30 წუთის შემდეგ ყოველდღე.

როგორ უნდა მიიღოთ

გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად წყლის მიყოლებით. არ დაღეჭოთ ან არ გატეხოთ კაფსულა. კაფსულების შიგთავსთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი პირში ან ყელში.

თუ მიიღებთ საჭიროზე მეტ ორნადექსს

რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ ორნადექსის ძალიან ბევრი კაფსულა.

თუ დაგავიწყდათ ორნადექსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

არ შეწყვიტოთ ორნადექსის მიღება რჩევის გარეშე

არ შეწყვიტოთ ორნადექსის მიღება ექიმთან წინასწარ საუბრის გარეშე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ლერგიული რეაქცია

ალერგიული რეაქციების ნიშნები შეიძლება შეიცავდეს:

- გამონაყარი კანზე (რომელიც შეიძლება იყოს ქავილით)

- ჭინჭრის ციება (ჭინჭრის ციების გამონაყარის მსგავსი)

- ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება.

è დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი გაგიჩნდებათ და შეწყვიტეთ ორნადექსის მიღება.

თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა

ორნადექსმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება და იშვიათად გულის წასვლა. ფრთხილად იყავით მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში გადასვლისას, განსაკუთრებით, თუ ღამით გაგეღვიძებათ, ვიდრე არ გაიგებთ, როგორ მოქმედებს ეს პრეპარატი თქვენზე. თუ მკურნალობისას ნებისმიერ დროს იგრძნობთ თავბრუსხვევას ან სისუსტეს, დაჯექით ან დაწექით სიმპტომების სრულად გაქრობამდე.

კანის სერიოზული რეაქციები

კანის სერიოზული რეაქციების ნიშნები შეიძლება შეიცავდეს:

- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის აქერცვლით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

èამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და შეწყვიტეთ ორნადექსის გამოყენება.

ხშირი გვერდითი ეფექტები

შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 მამაკაცზე, რომელიც იღებს ორნადექსს:

- იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა)*

- დაქვეითებული სექსუალური სურვილი (ლიბიდო)*

- ეაკულაციის სირთულე, როგორიცაა სექსის დროს გამოთავისუფლებული სპერმის რაოდენობის შემცირება*

- მკერდის გადიდება ან მტკივნეულობა (გინეკომასტია)

- თავბრუსხვევა.

- * პაციენტების მცირე რიცხვში ზოგიერთი ეს სიპტომები შეიძლება გაგრძელდეს ორნადექსის მიღების შეწყვეტის შემდეგაც.

არახშირი გვერდითი ეფექტები

შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 მამაკაცზე

- გულის უკმარისობა (გული ნაკლებად ეფექტურად ახოეციელებს სისხლის მთელ სხეულში გადატუმბვას. შესაძლოა ისეთი სიმპტომების განვითარება, როგორიცაა ქოშინი, ძლიერი დაღლილობა და შეშუპება ტერფებსა და ფეხებში

- დაბალი არტერიული წნევა დგომისას

- აჩქარებული გულისცემა (პალპიტაცია)

- ყაბზობა, დიარეა, ღებინება, ცუდად ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)

- სისუსტე ან ძალების დაკარგვა

- თავის ტკივილი

- ცხვირის ქავილი, გაჭედვა ან გამონადენი ცხვირიდან (რინიტი)

- გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი

- თმის ცვენა (ჩვეულებრივ სხეულიდან) ან თმის ზრდა.

იშვიათი გვერდითი ეფექტები

შეიძლება გავლენა მოახდინოს 1,000-დან 1 მამაკაცზე

- ქუთუთოების, სახის, ტუჩების, ხელების ან ფეხების შეშუპება (ანგიოედემა)

- გულის წასვლა.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები

შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 მამაკაცზე

- სასქესო ასოს მუდმივი მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

- კანის სერიოზული რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

სხვა გვერდითი ეფექტები

სხვა გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა მამაკაცების მცირე რაოდენობაში, მაგრამ მათი ზუსტი სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

- არანორმალური ან სწრაფი გულისცემა (არითმია ან ტაქიკარდია ან წინაგულების ფიბრილაცია)

- ქოშინი (დისპნოე)

- დეპრესია

- სათესლე ჯირკვლების ტკივილი და შეშუპება

- ცხვირიდან სისხლდენა

- ძლიერი გამონაყარი კანზე

- მხედველობის ცვლილებები (მხედველობის დაბინდვა ან მხედველობის დაქვეითება)

- პირის სიმშრალე

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართში V. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

5. როგორ ინახება ორნადექსი

რეკომენდებულია „არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე“.

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბოთლზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება იმ თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ მედიკამენტი ჩამდინარე წყალში <ან საყოფაცხოვრებო ნაგავში>. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ორნადექსი

აქტიური ნივთიერებებია დუტასტერიდი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს

0.5 მგ დუტასტერიდს და 0.4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს (0.367 მგ ტამსულოზინის ეკვივალენტურს).

სხვა ინგრედიენტებია:

მყარი კაფსულის გარსი:

რკინის ოქსიდი შავი (E 172)

რკინის ოქსიდი წითელი (E 172)

ტიტანის დიოქსიდი (E 171)

რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172)

ჟელატინი

დუტასტერიდის რბილი კაფსულის შემცველობა:

პროპილენგლიკოლ მონოკაპრილატი, ტიპი II

ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E 321)

რბილი კაფსულის გარსი:

ჟელატინი

გლიცეროლი

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ტრიგლიცერიდები (საშუალო ჯაჭვის)

ლეციტინი (შეიძლება შეიცავდეს სოიოს ზეთს) (იხილეთ ნაწილი 2)

ტამსულოზინის პელეტები:

მეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის კოპოლიმერის (1:1) დისპერსია 30 პროცენტი (შეიცავს ნატრიუმის ლაურილსულფატს, პოლისორბარტს 80)

მიკროკრისტალური ცელულოზა

დიბუტილ სებაკატი

პოლისორბატი 80

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი

კალციუმის სტეარატი

შავი მელანი:

შელაკი (E 904)

რკინის ოქსიდი შავი (E 172)

პროპილენგლიკოლი (E 1520)

კონცენტრირებული ამიაკის ხსნარი, (E 527)

კალიუმის ჰიდროქსიდი (E 525)

იხილეთ ნაწილი 2 „ორნადექსი შეიცავს სოიოს ლეციტინს და პროპილენგლიკოლს“.

როგორ გამოიყურება ორნადექსი და შეფუთვის შიგთავსი

ეს პრეპარატი არის მოგრძო მყარი ჟელატინის კაფსულა, ყავისფერი კორპუსით და კრემისფერი თავსახურით დაბეჭდილი C001 შავი მელნით.

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მოდიფიცირებული გამოშვების გრანულებს და დუტასტერიდის ერთ ჟელატინის რბილ კაფსულას.

ეს პრეპარატი არის მოგრძო, მყარი ჟელატინის კაფსულები, ყავისფერი კორპუსით და კრემისფერი თავსახურით, რომელზეც არის მარკირება C001 შავი მელნით.

თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების პელეტებს და დუტასტერიდის ერთ ჟელატინის რბილ კაფსულას.

ხელმისაწვდომია 7, 30 და 90 კაფსულით შეფუთვაში.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

"ORNADO MEDICINE" LLP

UK, London, 43 Bedford Street, Officce 11 .

მწარმოებელი:

Laboratorios LEÓN FARMA, SA

C/La Vallina, s/n, Polígono Industrial Navatejera Villaquilambre-24008 (León)

ესპანეთი