კოზმოზოლი 100გ ფხვნილი

კოზმოზოლი 100გ ფხვნილი

27.90 ლარი 23.71 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სეპტაფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კლოტრიმაზოლი+თუთიის ოქსიდი+ალანტოინი+ტალკი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 167000
გააზიარე:

კოზმოზოლი ფხვნილი 100 გ

შემადგენლობა:

ფხვნილის ყოველი 100 გ შეიცავს :

  • · 1გ კლოტრიმაზოლს
  • · თუთიის ოქსიდს
  • · ალანტოინს
  • · გასუფთავებულ ტალკს

ფარმაცევტული ფორმა

ფხვნილი გარეგანი გამოყენებიოსათვის

ჩვენებები:

  • · დერმატოფიტოზების მკურნალობა და პრევენცია (თავის , ტერფის, საზარდულის)
  • · კანდიდოზი (კანდიდოზული ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ბალანოპოსტიტი)
  • · ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობის სედეგად განვითარებული სოკოვანი ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა )
  • · თითებს შორის ეროზიები (ხელებსა და ფეხებზე)
  • · ერითრაზმა
  • · მეორადი ბაქტერიული ინფექციით გართულებული დერმატომიკოზები
  • · საფენის დერმატიტი

გამოყენების წესი:

ფხვნილი დაიტანება დაზიანებულ ადგილას , გასუფთავებულ და მშრალ კანზე

გამოიყენება დღეში 2-3 ჯერ.

მკურნალობის ხანგრძლივიბა 3-4 კვირა

პროფილაქტიკის მიზნით (სოკოვანი დაავადებებისადმი მიდრეკილება, დახურული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხანგრძლივი ტარება) შესაძლებელია ფხვნილის დატანა ტერფებზე , თითებს შორის არეებში და იმ ტანსაცმლისა ან ფეხსაცმლის ფხვნილით დამუშავება, რომლებსაც შეხება აქვთ დაზიანებულ კანთან.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

უცნობია.

ორსულობა და ლაქტაცია

დასნებოვნებული ორსულებისგან მრავალი შემთხვევებისგან მიღებული მონაცემები არ ავლენს კლოტრიმაზოლის გვერდით ეფექტებს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ამ დროისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები.

კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ექიმის ან (მეანის) მეთვალყურეობის ქვეშ.

არასასურველი ეფექტები

შვიათად, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ადგილობრივი, მსუბუქი წვის შეგრძნება ან გაღიზიანება ფხვნილის გამოყენებისთანავე.

მწარმოებელი: Septapharma (თურქეთი)

ოფიციალური დისტრიბუტორი: „ელჯითი- ფარმა“