ნეუროლაბ პლიუსი N30კაფს
გააზიარე:
NeuroLab Plus ნეუროლაბ პლიუსი
საკვები დანამატი N30
ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია პროდუქტის გამოყენებამდე . შეინახეთ ეს ფურცელი , რადგან შესაძლოა ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა .
რა არის ნე უ როლაბ პლუსი ?
ნე უ როლაბ პლუსი არის საკვები დანამატი, რომელიც შემუშავებულია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების, ემოციური ბალანსისა და მოდუნების (რელაქსაციის) მხარდასაჭერად დღისა და ღამის განმავლობაში. პროდუქტი შეიცავს მაგნიუმის მალატს და მაგნიუმის ბისგლიცინატს, ამინომჟავებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინ B6-ს, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ საქმიანობასა და ზოგად კეთილდღეობას.
როგორ მოქმედებს ნე უ როლაბ პლუსი ?
ნეიროლაბ პლუსი მოქმედებს ორმაგი — დღისა და ღამის ფორმულით, ცალკეული დილისა და საღამოს კაფსულების მეშვეობით.
- დილის კაფსულა მხარს უჭერს ნერვული სისტემის ყოველდღიურ
- საღამოს კაფსულა შექმნილია მოდუნების, სიმშვიდისა და მშვიდი ძილის მხარდასაჭერად.
ერთობლივად, ინგრედიენტები ეხმარება ნერვული სისტემის ბალანსის, კუნთების რელაქსაციისა და მენტალური კომფორტის შენარჩუნებას.
როდის გამოიყენება ?
ნეიროლაბ პლუსი რეკომენდებულია მოზრდილებისთვის, რომლებიც განიცდიან ნერვულ დაძაბულობას, სტრესს, დაღლილობას, ან სურთ ემოციური ბალანსისა და მოდუნების მხარდაჭერა დღისა და ღამის განმავლობაში.
შემადგენლობა
1 თეთრი დილის კაფსულა შეიცავს :
- მაგნიუმის მალატი : 180 მგ (48% NRV*)
- L- ტრიპტოფანი : 60 მგ
- კრაზანას (Hypericum perforatum) ბალახის ექსტრაქტი : 150 მგ
- ვიტამინი B6: 6 მგ (428.5% NRV*)
1 ლურჯი საღამოს კაფსულა შეიცავს :
- მაგნიუმის ბისგლიცინატი : 220 მგ (59% NRV*)
- L- ტრიპტოფანი : 200 მგ
- L- გლიცინი : 100 მგ
*NRV — კვებითიღირებულებისსარეკომენდაციოზღვარი (Nutrient Reference Value).
ინგრედიენტები : მაგნიუმის ბისგლიცინატი, მაგნიუმის მალატი, L-ტრიპტოფანი, კრაზანას (Hypericum perforatum) ბალახის ექსტრაქტი, L-გლიცინი, შეკუმშვის საწინააღმდეგო აგენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა და ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), კაფსულის გარსი: ჟელატინი, საღებავი: ქლოროფილებისა და სპილენძის ქლოროფილინების კომპლექსები (E141).
მიღების წესი
მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 თეთრი კაფსულა (მაგნიუმის მალატით) დილით და 1 ლურჯი კაფსულა (მაგნიუმის ბისგლიცინატით) საღამოს, ჭიქა წყალთან ერთად.
გაფრთხილებები
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი კვების შემცვლელად.
- არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას.
- მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
- არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) დროს.
- კრაზანამ შესაძლოა ურთიერთქმედება იქონიოს გარკვეულ მედიკამენტებთან . თუ იღებთ მედიკამენტებს (განსაკუთრებით ანტიდეპრესანტებს, ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს ან სხვა რეცეპტურულ პრეპარატებს), გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
- ორსულობის, ძუძუთი კვების ან რაიმე მედიკამენტის მიღების შემთხვევაში, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სითბოს წყაროებისა და პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აქტიური კომპონენტების აღწერა
- მაგნიუმის ბისგლიცინატი და მაგნიუმის მალატი : ნეიროლაბ პლუსი შეიცავს მაგნიუმის ორ ურთიერთშემავსებელ ფორმას, რომლებიც შერჩეულია მაღალი ბიოშეღწევადობისა და ორგანიზმში განსხვავებული ფუნქციური როლების გამო.
- მაგნიუმისბისგლიცინატი არის ხელატური ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ამინომჟავა გლიცინთან. ის კარგად აიტანება და ადვილად შეიწოვება, რაც მას გამოსადეგს ხდის ნერვული სისტემის, მოდუნებისა და ემოციური ბალანსის მხარდასაჭერად.
- მაგნიუმისმალატი დაკავშირებულია ვაშლმჟავასთან, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში ენერგიის გამომუშავებაში. ეს ფორმა ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმსა და კუნთების ფუნქციას, ამცირებს დაღლილობას და უზრუნველყოფს ფიზიკურ გამძლეობას. ამ ორი ფორმის კომბინაციით პროდუქტი უზრუნველყოფს როგორც მოდუნებას, ასევე ენერგიის ბალანსს.
- L- ტრიპტოფანი : ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნეიროტრანსმიტერების ბუნებრივ წარმოქმნაში, რომლებიც რთავდნენ განწყობის რეგულაციასა და ძილის ციკლებს. ნერვული სისტემის მხარდაჭერით იგი ხელს უწყობს რელაქსაციას, ემოციურ ბალანსსა და მშვიდ ძილს (განსაკუთრებით სტრესისა და გონებრივი დაღლილობის პერიოდში).
- კრაზანა (St. John's Wort): ცნობილი მცენარეა, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება ემოციური ბალანსისა და ფსიქო-ემოციური კეთილდღეობისთვის. გამოიყენება სტრესის, ემოციური დაძაბულობისა და გონებრივი დაღლილობის დროს განწყობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
- L- გლიცინი : ამინომჟავაა, რომელიც ჩართულია ნერვული სისტემის პროცესებში. ის ხელს უწყობს მოდუნებასა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
- ვიტამინი B6: აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის მრავალ პროცესში, განსაკუთრებით ნერვულ სისტემასა და ენერგეტიკულ ცვლაში. ის ამცირებს დაღლილობასა და სისუსტეს, მონაწილეობს ამინომჟავების მეტაბოლიზმში და მნიშვნელოვანია მენტალური ბალანსისა და ყოველდღიური ტონუსისთვის.
- მწარმოებელი : UAB "Biocalm", Pajoostinio ქ. 28, სოფ. Pajoostinio, 17-29304 ანიკშჩიაის რეგიონი, ლიეტუვა.










